• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Tesla-ს აქციონერებმა ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაამტკიცეს

ივნისი 14, 2024
in სიახლეები
Tesla-ს აქციონერებმა ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაამტკიცეს
გაზიარება

გუშინ ილონ მასკმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა — Tesla-ს აქციონერებმა დაამტკიცეს მისი $56-მილიარდიანი კომპენსაციის პაკეტი, ისევე როგორც შეთავაზება კომპანიის კორპორატიული სათავო ოფისის ტეხასში გადატანის შესახებ.

კომპენსაციის გეგმა თავდაპირველად ინვესტორებმა 2018 წელს დაამტკიცეს, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ეს გადაწყვეტილება გააუქმა დელავერის სასამართლომ, რომელმაც მხარი დაუჭირა მომჩივან ინვესტორს. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ მასკის კომპენსაცია გადაჭარბებული იყო.

გუშინ გამართულ აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე საკომპენსაციო გეგმა დამტკიცდა რეზოლუციად, რაც შეიძლება დირექტორთა საბჭოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

ილონ მასკისთვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ ხმა მისცეს ნორვეგიის $1.7-ტრილიონიანმა სუვერენულმა ფონდმა, რომელიც Tesla-ს 31.57 მილიონ აქციას ფლობს და California Public Employees’ Retirement System-მა ელექტრომობილების მწარმოებლის 9.5 მილიონი აქციით.

თუმცა ანაზღაურების პაკეტის გაცემის მომხრეც ბევრი იყო, მათ შორის Baron Capital, რომელიც Tesla-ს 17.22 მილიონ აქციას ფლობს. მისმა დამფუძნებელმა — რონ ბარონმა კენჭისყრამდე ღია წერილში განაცხადა: „აქციონერებმა საკუთარ თავებს ეს კითხვა უნდა დაუსვან: Tesla უკეთესია ილონთან ერთად, თუ — მის გარეშე? Baron Capital-ისთვის პასუხი ნათელია: Tesla მასთან ერთად უკეთესია. Tesla არის ილონ მასკი“

ცნობილმა „short seller”-მა და Tesla-ს მიმართ დიდი ხნის მანძილზე პესიმისტურად განწყობილმა ჯიმ ჩანოსმა ასევე თქვა, რომ აქციონერებმა პაკეტი უნდა დაამტკიცონ — „გარიგება გარიგებაა, მაშინაც კი, თუ ის ცუდია“.

2018 წელს ინვესტორების მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მასკისთვის $56 მილიარდის მოცულობის ანაზღაურების გადახდა დამოკიდებული იყო Tesla-ს მიერ $650 მილიარდის ტოლი საბაზრო კაპიტალიზაციის, ამასთან შემოსავლისა და მომგებიანობის გარკვეული მიზნების მიღწევაზე. Tesla-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმამ მასკს „ტრანსფორმაციული და უპრეცედენტო ზრდის სტიმული მისცა“.

„ექვს წელზე ნაკლებ პერიოდში ილონმა აქციონერებს მთლიანობაში თითქმის 1,100%-იანი ანაზღაურება მოუტანა. თუ იგი უპრეცედენტო ზრდას ვერ მიაღწევდა, ნულოვან კომპენსაციას მიიღებდა. მას იმედები არ გაუცრუებია“ — განაცხადეს გასულ თვეში Tesla-ს წარმომადგენლებმა.

ანალიტიკოსები შიშობდნენ, რომ კომპენსაციის გაცემის უარყოფა საზიანო იქნებოდა Tesla-ს ბიზნესისთვის და მისი აქციების ფასისთვის. ელონ მასკმა ადრე თქვა, რომ AI ინიციატივების განხორციელებას თავის ზოგიერთ სხვა კომპანიაში განაგრძობდა, თუ კომპენსაციას არ მიიღებდა. ზოგიერთი შიშობდა, რომ, შესაძლოა, მას Tesla დაეტოვებინა კიდეც.

დელავერის სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია

„მაშინაც კი, თუ აქციონერები კომპენსაციის პაკეტს დაამტკიცებენ, გაურკვეველია, აღიარებს თუ არა დელავერის სასამართლო კენჭისყრის შედეგებს ძალის მქონედ“ — განაცხადა ადამ ბადავიმ, UC Berkeley-ის სამართლის პროფესორმა კენჭისყრის ჩატარებამდე.

Tesla-ს წარმომადგენლების მიერ აპრილში გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იმედოვნებდნენ, რომ აქციონერთა მხარდაჭერა ამ საკითხს დახურავდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასამართლომ განაცხადა, რომ კომპანიამ აქციონერებს მნიშვნელოვანი დეტალები არ გაუმჟღავნა.

Tesla-ს იურისტები სასამართლოსთან ერთად ივლისში შეიკრიბებიან და ხელთ ექნებათ აქციონერთა უმრავლესობა, როგორც ბერკეტი.

სათავო ოფისის ტეხასში გადატანა დამტკიცებულია

Tesla-ს აქციონერებმა ასევე დაამტკიცეს კომპანიის გეგმა, კორპორატიული შტაბ-ბინა დელავერიდან ტეხასში გადაიტანოს. 2021 წელს Tesla-მ სათავო ოფისი კალიფორნიიდან ოსტინში გადაიტანა მას შემდეგ, რაც მასკმა პირველი მათგანის მარეგულირებელი და საგადასახადო გარემო გააკრიტიკა.

ანაზღაურების პაკეტის შესახებ პირველადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მილიარდერმა გააკრიტიკა დელავერი და მისი სასამართლო სისტემა; მან თქვა, რომ Tesla-მ სათავო ოფისი სხვა შტატში უნდა გადაიტანოს.

„თუ თქვენი კომპანიის შტაბ-ბინა ჯერ კიდევ დელავერშია, გირჩევთ სხვა შტატში რაც შეიძლება მალე გადახვიდეთ“ — დაწერა მასკმა X-ზე თებერვალში.

გუშინ Tesla-ს აქციონერთა მიერ მიღებული სხვა რეზოლუციები მოიცავდა მასკის ძმის —  კიმბალ მასკისა და ავსტრალიელი მედია მაგნატის — რუპერტ მერდოკის ვაჟის, ჯეიმს მერდოკის დირექტორთა საბჭოში ხელახლა არჩევას.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $182.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $172.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Apple-ისა და Microsoft-ის ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტულისთვის გრძელდება

შემდეგი

რა ხდებოდა 13 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 13 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 13 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved