• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Tesla შვედეთში პროფკავშირისგან ზეწოლას განიცდის

ნოემბერი 20, 2023
in სიახლეები
Tesla შვედეთში პროფკავშირისგან ზეწოლას განიცდის
გაზიარება

Tesla შვედეთში პროფკავშირისგან მზარდი ზეწოლის პრობლემის წინაშე დგას, რადგან პარასკევს პორტის მუშაკებმა განაცხადეს, რომ ისინი, გაფიცული მექანიკოსებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარს იტყვიან შვედეთის პორტებში Tesla-ს ავტომობილების გადმოტვირთვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერს შვედეთში საწარმოო ობიექტი არ აქვს, Tesla-ს ავტომობილებს ემსახურება 120-ზე მეტი მექანიკოსი, რომელიც შვედურ პროფკავშირთან — IF Metall-თან არის დაკავშირებული. მათ გაფიცვა 27 ოქტომბერს დაიწყეს, უარი თქვეს Tesla-ს პროდუქტებზე მუშაობაზე და პროტესტის ტალღას სადილერო კომპანიების თანამშრომლებთან ერთად სხვებიც შეუერთდნენ.

Tesla-ს მიმწოდებელი Hydro Extrusions-ის (ნორვეგიული ალუმინის და ენერგეტიკული კომპანიის —  Hydro-ს შვილობილი კომპანია) დაახლოებით 50-მა თანამშრომელმა, რომელიც პროფკავშირშია გაწევრიანებული, განაცხადა, რომ ისინი Tesla-ს პროდუქტებზე მუშაობაზე უარს მომდევნო პარასკევიდანაც იტყვიან, თუ კომპანიის  წარმომადგენლები კოლექტიურ ხელშეკრულებას არ შეუერთდებიან.

Tesla Stock

შვედეთში თანამშრომლების უმეტესობა კოლექტიური ხელშეკრულებებით სარგებლობს. მათ პირობებზე მოლაპარაკება, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ანაზღაურებას, პენსიას, სამუშაო საათებს, შეღავათებს და გაფრთხილების პერიოდებს, როგორც წესი, სექტორების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა, პროფკავშირის ცნობით, Tesla-ს წარმომადგენლები არ დათანხმდნენ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა შრომის ხარჯები გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში გერმანიაში პროფკავშირებმა Tesla-ს მენეჯმენტი აიძულეს, დაახლოებით 11,000 მუშაკისთვის ხელფასი 4%-ით გაეზარდა. თუმცა გერმანული პროფკავშირის — IG Metall-ის წარმომადეგენლები ირწმუნებიან, რომ ხელფასები დაახლოებით 20%-ით დაბალია იმაზე, ვიდრე კოლექტიური ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $234.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

Ross Stores-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

შემდეგი

Fed-ის ოფიციალური პირები ინფლაციასთან ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას არ ჩქარობენ

მსგავსი სტატიები

გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

კვარტალური ანგარიშის შემდეგ GameStop-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს
სიახლეები

Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ C3.ai-ს აქციების ფასი თითქმის 11%-ით შემცირდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა
სიახლეები

Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
მეტი
შემდეგი
Fed-ის ოფიციალური პირები ინფლაციასთან ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას არ ჩქარობენ

Fed-ის ოფიციალური პირები ინფლაციასთან ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას არ ჩქარობენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის კარლ აიკანი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • კვარტალური ანგარიშის შემდეგ GameStop-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა
  • Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved