• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება

მარტი 16, 2022
in სიახლეები
ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება
გაზიარება

გუშინ უოლ სტრიტზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან უკვე მეორე დღეა ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა და ინფლაციის შესახებ შეშფოთებაც უკუიქცა. ბაზარი, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის მოსალოდნელ განახლებამდე ერთი დღით ადრე გამოცოცხლდა.

S&P 500-ის ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა და დაასრულა სამ დღიანი ვარდნის სერია მას შემდეგ, რაც მოხსენებამ აჩვენა, რომ გასულ თვეში საბითუმო ფასების დონეზე ინფლაციის სწრაფი აჩქარება შეჩერდა. Dow Jones Industrial Average 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით დატვირთული Nasdaq Composite – 2.9%-ით.

ჩინეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო გამკაცრებული ზომები იწვევს ღელვას ენერგიაზე მოთხოვნის, ასევე წარმოებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. ამიტომ, ნავთობისა და აზიური აქციების ბაზარზე უფრო რთული მდგომარეობა იყო. ნავთობის ფასი 6%-ზე მეტით დაეცა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $97-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც კვირა $109-ზე მაღალი ფასით დაიწყო. ჰონგ-კონგში აქციების ფასი ზედიზედ მეორე დღეს 5%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა შენჟენში ერთი კვირით წარმოება შეაჩერა.

განახლებული კოვიდ-19-ის ტალღა იმ გრძელ ჩამონათვალშია, რომელმაც ბოლო კვირებში ბაზრის რყევები გამოიწვია. უკრაინის ომმა ნავთობის, ხორბლისა და რეგიონში წარმოებული სხვა საქონლის ფასების ზრდა გამოიწვია. ეს აჩენს საფრთხეს, რომ ინფლაციის ისედაც მაღალი დონე შენარჩუნდება და სტაგნაციას (წარმოების, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება, უძრაობა) შეერწყმება.

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ – იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ ორი ერის წარმომადგენლებს შორის ბოლოს გამართული დისკუსიები „უფრო კონსტრუქციული“ იყო და აღნიშნა, რომ რუსეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის დანებების მოთხოვნა. ამით გამოწვეულმა ოპტიმიზმმა, შეიძლება, მოვაჭრეებს ბაზარზე ყიდვის სტიმული მისცა.

S&P 500 89.34 პუნქტით – 4,262.45-მდე გაიზარდა. Dow Jones 599.10 პუნქტით დაწინაურდა 33,544.34-მდე, ხოლო Nasdaq-მა 367.40 პუნქტით მოიმატა 12,948.62-მდე.

მცირე კომპანიების აქციების ფასებიც გაიზარდა. Russell 2000 ინდექსი 27.25 პუნქტით, ანუ 1.4%-ით გაიზარდა 1,968.97-მდე.

ცენტრალური ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან, რომ შეწყვიტონ მხარდაჭერა, რომელიც მათ, პანდემიის დაწყების შემდეგ, გლობალურ ეკონომიკას გაუწიეს. FED-მა დაიწყო ორდღიანი შეხვედრა საპროცენტო განაკვეთების შესახებ და დიდი მოლოდინი არის, რომ დღეს ძირითად მოკლევადიან განაკვეთზე, პროცენტული პუნქტის მეოთხედი პუნქტით ზრდას გამოაცხადებს. 2018 წლის შემდეგ ეს საპროცენტო განაკვეთების ზრდის პირველი შემთხვევა იქნება. FED ცდილობს საკმარისად შეანელოს ეკონომიკა, რათა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე შეამციროს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამან რეცესია გამოიწვიოს.

ინფლაცია უკვე ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზეა და ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელ მონაცემებში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ნავთობის ფასის ზრდა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

სულ ახლახანს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ თვეში, საბითუმო ფასების დონეზე, ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზრდადი ტემპი არ ახასიათებდა. მწარმოებლის ფასები თებერვალში 10%-ით მეტი იყო იანვრის იმავე მაჩვენებელთან შედარებით. ყოველთვიურ საფუძველზე, თებერვლიდან იანვრამდე ფასები 0.8%-ით გაიზარდა, პროგნოზი კი 0.9%-იანი ზრდა იყო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მაჩვენებლები ჯერ კიდევ მაღალია (თუმცა მოსალოდნელზე უკეთესი), რაც FED-ს საპროცენტო განაკვეთების ზრდის სტიმულს აძლევს.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ცალკეულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, შტატში წარმოება პირველად შემცირდა. დასუსტებულმა ეკონომიკამ, შესაძლოა, FED-ს, განაკვეთების ამაღლების მიმართულებით, ნაკლებად აგრესიული ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგოს.

სახაზინო თამასუქების შემოსავლები მოხსენების შემდეგ დაუყოვნებლივ შემცირდა, შემდეგ კი, შუადღისას, გაიზარდა. 10-წლიანი სახაზინო თამასუქების საპროცენტო განაკვეთი ორშაბათს, 14 მარტს, 2.14%-დან 2.15%-მდე გაიზარდა. ორწლიანი სარგებელი, რომელიც FED-ის პოლიტიკის ცვლილებების მოლოდინებს უფრო მეტად ემყარება, 1.87%-დან 1.86%-მდე შემცირდა.

შემოსავლების შემცირებაში როლი ნავთობის ფასის კლებამაც ითამაშა. ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 6.4%-ით – $96.44-მდე დაეცა. Brent-ის საერთაშორისო სტანდარტის ნავთობის ფასი 6.5%-ით შემცირდა და ბარელზე $99.91 შეადგინა.

საწვავის ფასების შემცირებამ ხელი შეუწყო მრავალ კომპანიას და S&P 500-ის კომპანიების უმრავლესობის აქციების ფასები გაიზარდა. American Airlines-ის, Delta Air Lines-ისა და United Airlines-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა.

ტექნოლოგიური და სხვა ზრდადი პოტენციალის მქონე კომპანიების აქციების დანაკარგები აღდგა მას შემდეგ, რაც სახაზინო შემოსავალი შემცირდა. მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, შეიძლება, ასეთ აქციებს სხვებზე მეტი ზიანი მიაყენოს, რადგან ისინი გამომუშავებულ მოგებასთან შედარებით უფრო ძვირად ფასობენ.

საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე ევროპული ინდექსები ზომიერად დაეცა. შანხაის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა და ჰონგ-კონგის Hang Seng ინდექსმა 5.7%-იანი კლება განიცადა მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლებიც იანვარსა და თებერვალში ჩინური საცალო გაყიდვების, სამრეწველო წარმოებისა და ინვესტიციების მკვეთრ ზრდას აჩვენებს. ეს მოჰყვა ჩინეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას – არ შეემსუბუქებინა საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.

ჰონგ-კონგში აქციების ფასები დაეცა თითქმის ექვსწლიან მინიმუმამდე მას შემდეგ, რაც ჩინეთმა, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო, შენჟენში წარმოება შეაჩერა.

სხვა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ლონდონის ბირჟის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნიკელზე ვაჭრობა დღეს, განახლდება. ნიკელზე ვაჭრობა ერთი კვირის წინ შეჩერდა, როდესაც ერთ ტონა ლითონზე ფასმა $100,000-ს მიაღწია.

ეს განცხადება მოჰყვა ჩინეთის მეტალის გიგანტის – Tsingshan Holding Group-ის ცნობას, რომ მან თავის კრედიტორებთან გააფორმა „უმოქმედობის შეთანხმება“, რომლის თანახმადაც, ბანკები არ გააკეთებენ განაცხადებს დამატებითი ფონდების შეტანაზე ან კომპანიის წინააღმდეგ თავიანთ პოზიციებს არ დახურავენ, სანამ ეს კომპანიები ნიკელის მარჟისა და ანგარიშსწორების საკითხებს წყვეტენ.

რუსეთი მსოფლიოში ნიკელის მესამე მწარმოებელია. მისი და მრავალი სხვა საქონლის ფასი მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ სპეკულაციებით გაიზარდა, რადგან რუსეთი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ იბრძვის.

წინა

უნდა შევიძინოთ თუ არა ქარის ენერგიის კომპანიების აქციები?

შემდეგი

რას ნიშნავს დეფოლტი და როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს დეფოლტი და როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე?

რას ნიშნავს დეფოლტი და როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved