• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას ნიშნავს დეფოლტი და როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე?

მარტი 16, 2022
in სიახლეები
რას ნიშნავს დეფოლტი და როგორ იმოქმედებს ის რუსეთზე?
გაზიარება

რუსეთის საგარეო ვალი, Algebris Investments-ის მონაცემებით, 491 მილიარდი აშშ დოლარია. აქედან 80 მილიარდი, სახელმწიფომ მომდევნო 12 თვეში უნდა გადაიხადოს. რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, რომელთა პირობებშიც, რუსეთს დაკისრებული საკრედიტო ვალდებულების შესრულება გაუჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მას დეფოლტი ემუქრება.

სავარაუდოდ, რატომ ვერ შეძლებს რუსეთი ვალის გადახდას?

2022 წლის 16 მარტს, რუსეთს დავალიანების დღე აქვს. სახელმწიფოს $117 მილიონი დოლარის გადახდა ორი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციისთვის უწევს.

დასავლური სანქციების მოქმედების პირობებში კი, რუსეთის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელიც 630 მილიარდ დოლარს შეადგენს, გაყინულია. ამდენად, მოსკოვს აქვს ფული, თუმცა, მისი გამოყენება არ შეუძლია. ამის მიზეზი კი, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომია, რომელმაც დასავლური ეკონომიკური სანქციები გამოიწვია.

გარდა ამ ვალდებულებისა, სხვა ხელშეკრულებების მიხედვით, რუსეთმა დაკისრებული თანხა ინვესტორების უმეტესობას, დოლარში ან ევროში უნდა გადაუხადოს. ამის გათვალისწინებით, საკრედიტო რეიტინგის მთვლელი სააგენტოების ნაწილისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას აზრით, რუსეთის დეფოლტი არა სავარაუდო, არამედ გარდაუვალია.

სად შეუძლია რუსეთს გამოსავლის მოძებნა?

რუსეთს გამოსავალზე ფიქრისთვის ერთი თვე აქვს – სანამ საშეღავათო პერიოდი დამთავრდება.

ერთი ვარიანტი არის ის, რომ მთავრობამ, შესაძლოა, ვალი გადაიხადოს უცხოური ვალუტით (ამ შემთხვევაში დოლარით), რომელიც რეალურად ინახება ქვეყანაში. თუ რუსეთი ასე იმოქმედებს, კონკრეტულად ამ დავალიანების ვერ გადახდის გამო, მას დეფოლტი აღარ დაემუქრება.

კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალი რუბლში გადახდაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის საერთაშორისო ინვესტორებს რუბლებში გადაუხდის, თუ რუსეთისთვის შეწყდება გადახდა დოლარსა და ევროში. თუმცა, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები, რომლებისთვისაც რუსეთმა ახლა უნდა გადაიხადოს,  სხვა ვალუტის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომაა მოსალოდნელი დეფოლტი.

რუსეთს ზოგიერთი სხვა საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით რუბლით გადახდის უფლება აქვს. თუმცა ამ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება, მხარეებს შორის კურსის ცვლილებაზე შეთანხმება. ეს მარტივი არ იქნება, რადგან რუბლი ისტორიულ მინიმუმზეა. თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 9,15%-ს შეადგენდა, ახლა ის 20%-ს უტოლდება და სწრაფი ტემპით იზრდება.

როგორ იმოქმედებს დეფოლტი გლობალურ ეკონომიკაზე და თავად რუსეთზე?

სახელმწიფოს დეფოლტი, როგორც წესი, დიდ უარყოფით გავლენას ახდენს მსოფლიოს ეკონომიკურ სტრუქტურაზე და მის სტაბილურობაზე. გამონაკლისი არც რუსეთის შემთხვევა იქნება, თუმცა წინასწარ შეუძლებელია იმ გავლენის განსაზღვრა, რომელიც მოსალოდნელ დეფოლტს გლობალურ ეკონომიკაზე ექნება. მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას ვარაუდით, დეფოლტისა და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, გლობალური ეკონომიკის მოსალოდნელი, 4.4 %-იანი ზრდა შეუძლებელია. თუმცა, შედეგები არ გამოიწვევს ფართო ეკონომიკურ შოკს და გლობალური ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნას.

რაც შეეხება რუსეთს. სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა, ის კრედიტუნარიან ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა ახლა, ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody’s აცხადებს, რომ მისი 21-ბალიანი რეიტინგის სკალის მიხედვით, რომელიც მიუთითებს რამდენად სანდოა ქვეყანა ინვესტირებისთვის, რუსეთი რეიტინგში ბოლოდან მეორე ადგილზეა და გამორიცხული არაა, რომ მისი პოზიცია კიდევ უფრო გაუარესდეს. Moody’s-ის თქმით, ეს რეიტინგი ნიშნავს იმასაც, რომ ის რუსეთის დეფოლტის მოლოდინშია. ასევე, Moody’s ინვესტორებს აფრთხილებს, რომ მათ, შესაძლოა, რუსეთში ფულის 35%-დან 65%-მდე დაკარგონ.

ომის დაწყების დღიდან, უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, მას დაუწესდა მძიმე ეკონომიკური სანქციები და მიუხედავად ნებისმიერი საპასუხო ღონისძიებისა, ქვეყნის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 7%-ით შემცირდება. დეფოლტი არის ის, რაც თითოეულ ეკონომიკურ მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუარესებს და გაზრდის რუსეთში ეკონომიკური კრიზისის შანსს. ამდენად, დეფოლტი იქნება მოსკოვის პოლიტიკური და ფინანსური იზოლაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

წინა

ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, უოლ სტრიტზე აქციების ფასები იზრდება

შემდეგი

11 რთულად დასაჯერებელი ფაქტი საფონდო ბირჟის შესახებ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
11 რთულად დასაჯერებელი ფაქტი საფონდო ბირჟის შესახებ

11 რთულად დასაჯერებელი ფაქტი საფონდო ბირჟის შესახებ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved