• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია

ივლისი 26, 2022
in სიახლეები
Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია
გაზიარება

გუშინ ვაჭრობის არასტაბილური დღე საფონდო ინდექსებისთვის შერეულად დასრულდა, რადგან ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთ მკვეთრ ზრდას ამ კვირაში ელიან, რადგან ცენტრალური ბანკი ინფლაციას ებრძვის.

S&P 500 ინდექსი ზრდასა და კლებას მერყეობის შემდეგ 0.1 %-ით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average-მა 0.3%-ით მოიმატა, ხოლო ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq Composite 0.4%-ით დაეცა.

მცირე კომპანიების აქციები უკეთესი წარმადობით ხასიათდება, ვიდრე ფართო ბაზარი, რამაც Russell 2000 0.6%-ით გაზარდა.

ძირითადად მოსალოდნელზე უკეთესი ანგარიშების წარდგენის შედეგად, ძირითად ინდექსებს ამ კვირაში სოლიდური მიღწევები აქვს. აქციებზე ზეწოლის შემცირებას ობლიგაციების ბაზარზე შემოსავლიანობის დაცემამაც შეუწყო ხელი.

ეკონომისტების უმეტესობა მოელის, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს კვლავ გაზრდის. 1994 წლის შემდეგ ასეთი დიდი ზრდა ჯერ არ დაფიქსირებულა. ეს განაპირობებს Fed-ის საორიენტაციო განაკვეთს 2.25%-დან 2.5%-მდე დიაპაზონში, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.

უოლ სტრიტი დიდი ყურადღებით მოელის Fed-ის თავმჯდომარის – ჯერომ პაუელის მიერ ოთხშაბათს გასამართ პრესკონფერენციას. CFRA-ს მთავარმა საინვესტიციო სტრატეგმა – სემ სტოვალმა განაცხადა: „ერთადერთი კითხვა ის არის, იქნება თუ არა პაუელი პრესკონფერენციაზე ნაკლებად მკაცრი, რაც ბაზარს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.“

აშშ-ის ეკონომიკა შენელებულია. მას შემდეგ, რაც ფედერალური ბანკი ივნისში შეიკრიბა მთავრობამ განაცხადა, რომ ინფლაცია 9.1%-ის ტოლ წლიურ ტემპამდე დაჩქარდა, რაც 1981 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადრეული ნიშანი გვიჩვენებს, რომ, შესაძლოა, ინფლაცია შემცირდეს. ავტოკლუბმა AAA-მ თავის ვებგვერდზე ორშაბათის მდგომარეობით განაცხადა, რომ ერთი გალონი ჩვეულებრივი ბუნებრივი აირის საშუალო ფასი $4.36-ია. ეს ერთი კვირის წინ დაფიქსირებულ ფასზე 16 ცენტით ნაკლებია და 55 ცენტით იაფი, ვიდრე ივნისის ბოლოს დაფიქსირებული ფასი – $4.91 ერთ გალონზე. ნედლი ნავთობის ფასი ამ თვეში თითქმის 10%-ით დაეცა.

ამაღლებული ინფლაცია მომხმარებლებს თავიანთი ხარჯების პრიორიტეტიზაციისკენ სულ უფრო მეტად უბიძგებს. ორშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ, Walmart-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა და საცალო ვაჭრობის გიგანტმა მეორე კვარტლისთვის და მთელი წლისთვის მოგების პერსპექტივა შეამცირა. კომპანიამ ამაში დაადანაშაულა მზარდი ინფლაცია, რომელიც მყიდველებს დისკრეციული ნივთების მიმართულებით ნაკლები ხარჯვისკენ უბიძგებს.

Fed-ის შეხვედრის გარდა, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს იქნება, როდესაც ვაჭრობის დეპარტამენტი აპრილ-ივნისის კვარტალში ეკონომიკის გამომუშავების პირველ შეფასებას გამოაქვეყნებს. ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს.

ორშაბათს უოლ სტრიტზე, S&P 500 5.21 პუნქტით გაიზარდა და 3,966.84-ზე დაიხურა, Dow Jones Industrial Average კი 90.75 პუნქტით – 31,990.04-მდე გაიზარდა, Nasdaq 51.45 პუნქტით – 11.782,67-მდე შემცირდა.

ენერგეტიკული კომპანიების, ბანკების და ჯანდაცვის კომპანიების აქციებმა ორშაბათს ბაზრის ამაღლება გამოიწვია. Exxon Mobil-ის აქციების ფასი 3.3%-ით გაიზარდა, Bank of America-სი – 0.9%-ით და UnitedHealth Group-ის კი – 1.5%-ით.

Chipmaker Nvidia-ის აქციების ფასი 1.7%-ით შემცირდა, ხოლო Meta Platforms-ის – 1.6%-ით. ასევე დაეცა რესტორნების ქსელების, საცალო ვაჭრობისა და სხვა კომპანიების აქციები, რომლებიც პირდაპირ სამომხმარებლო ხარჯებს ეყრდნობა. Olive Garden-ის მფლობელი Darden Restaurants-ის აქციების ფასი 2.1%-ით დაეცა, ხოლო Dollar Tree-ის – 2.1%-ით.

World Wrestling Entertainment-ის აქციების ფასი 8.4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი დირექტორი – ვინს მაკმაჰონი, სავარაუდო გადაცდომის გამოძიების ფონზე, პენსიაზე გავიდა.

Weber-ის აქციების ფასი 12.6%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილინოისის გრილის მწარმოებელმა აღმასრულებელი დირექტორის – კრის შერზინგერის წასვლის შესახებ განაცხადა. კომპანიამ ასევე შეამცირა 2022 წლის პროგნოზი და დივიდენდების გადახდა შეაჩერა.

Newmont-ის აქციების ფასი 13.2%-ით შემცირდა. ეს S&P 500-ში გაერთიანებული აქციების ყველაზე დიდი ვარდნაა მას შემდეგ, რაც ოქროს მაღაროელის მეორე კვარტლის მოგება წინა წელთან შედარებით მაღალია ხარჯებისა და ოქროს დაბალი ფასების ფონზე შემცირდა.

ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც Fed-ის მოლოდინების შესაბამისად იცვლება, 2.97%-დან 3.04%-მდე გაიზარდა.

კვარტალური ანგარიშების სეზონი განსაკუთრებით საინტერესო ხდება, რადგან ამ კვირის ბოლოს შედეგებს გაგვაცნობს ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც არის Apple, Meta, Microsoft და Amazon. სხვა მსხვილი კომპანიები, რომლებიც ამ კვირაში შედეგებს წარადგენს არის Coca-Cola და McDonald’s. ამ კომპანიების შედეგებს ინვესტორები დიდი ინტერესით მოელიან, რადგან სწორედ ისინი გვიჩვენებს ინფლაციის ეფექტს.

წინა

3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ

შემდეგი

რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? – ნიკა მაზანაშვილი

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? – ნიკა მაზანაშვილი

რატომ უნდა გვაინტერესებდეს კვარტალური ანგარიშები? - ნიკა მაზანაშვილი

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved