• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ

ივლისი 25, 2022
in სიახლეები
3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონზე უნდა აირიდოთ
გაზიარება

კვარტალური ანგარიშების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნება ბაზრის ფართო ცვალებადობასთან ერთად ინდივიდუალური აქციების ფასების დიდი რყევების გამომწვევია. მაგრამ ეს კვარტალური ანგარიშების სეზონის მხოლოდ ფასებზე ზემოქმედების ასპექტია.

კვარტალური ანგარიშები გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს, ფინანსური მონაცემების გაცნობა და მენეჯმენტის კომენტარების მოსმენა, კომპანიის მდგომარეობაში უფრო დეტალურად ჩახედვის საშუალებას აძლევს.

კვარტალური ანგარიშების სეზონი შესანიშნავი დროა ახალი კომპანიების აღმოსაჩენად და უკვე ნაცნობების შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად. თუმცა, ბევრ ინვესტორს არასწორი მიდგომა აქვს და, შესაძლოა, ცუდი ჩვევებიც კი განავითაროს, რაც ფულის დაკარგვას გამოიწვევს. ამ სტატიაში მოცემულია 3 დიდი შეცდომა, რომელიც ამ კვარტალური ანგარიშების სეზონის დროს უნდა აირიდოთ.

Investors
  1. წარმატებულ კვარტალზე ფსონის გაკეთება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ინვესტორები კვარტალური ანგარიშების სეზონზე უშვებენ, არის წარმატებულ კვარტალზე ფსონის გაკეთება. შესაძლოა, კომპანიამ შესანიშნავი კვარტალური შედეგები დააფიქსიროს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზეა ეს წარმატება დაფუძნებული. თუ კომპანიის ფუნდამენტური ბიზნესი სიმტკიცით არ ხასიათდება და დადებითი კვარტალური შედეგები გარკვეული მოკლევადიანი იმპულსით არის განპირობებული, მაშინ მხოლოდ წარმატებული კვარტალური ანგარიშიდან გამომდინარე ფსონის გაკეთება კარგი იდეა ნამდვილად არ არის. საინვესტიციო თეზისის (კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც კვლევითა და ანალიზით არის გამყარებული) სამთვიან პერიოდზე დაფუძნება არის გზა, რომელიც ფულს დაგაკარგვინებთ.

  1. ერთი კვარტლისადმი ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ინვესტორები კვარტალური ანგარიშების სეზონზე უშვებენ არის ერთი კვარტალური ანგარიშის შედეგებზე ზედმეტად ფოკუსირება და მისთვის საჭიროზე მეტი დატვირთვის მინიჭება. კვარტალური შედეგები სასარგებლოა, მაგრამ ისინი მხოლოდ ისტორიის ნაწილის შესახებ გვამცნობს. ეს შედეგები არსებითად მიკერძოებულია რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, როგორიც არის სეზონურობა, უფრო ფართო მაკროეკონომიკური ფაქტორები, დრო, იღბალი, ამინდი და ა. შ. კომპანიის შესაძლებლობებისა და ღირებულების მხოლოდ ერთ კვარტალზე დაფუძნებით შეფასება ვიწრო ხედვის მანიშნებელია და ეს ნამდვილად არ გამოგადგებათ.

უკეთესი მიდგომაა კვარტალური შედეგებისა და მენეჯმენტის კომენტარების შესწავლა, მათი ჩართვა ყოვლისმომცველ საინვესტიციო თეზისში, რათა დადგინდეს, არის თუ არა კომპანია გონივრულად შეფასებული და აღწევს თუ არა ის თავის მიზნებს.

  1. კვარტალურ შედეგებზე დაყრდნობით აქციების ყიდვა-გაყიდვა

ამას მივყავართ შემდეგ პუნქტამდე: აქციების ყიდვა ან გაყიდვა უბრალოდ იმიტომ, რომ მეოთხედი კარგი ან ცუდი იყო. კვარტალური მაჩვენებლების გამო აქციების ფასებმა, შესაძლოა, უზარმაზარი სვლები განახორციელოს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მოკლევადიანი ტრეიდერები მოქმედებისკენ არიან მიდრეკილნი, ინდივიდუალურმა ინვესტორებმა, ალბათ, ამ მაგალითს არ უნდა მიბაძონ.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კვარტალური შედეგების შემდეგ აქციების ყიდვა-გაყიდვა კარგია. თუ ფუნდამენტური საინვესტიციო თეზისი დაირღვა და კომპანია კარგ გრძელვადიან შესაძლებლობად აღარ გამოიყურება, მაშინ, შესაძლოა, თქვენი პოზიციების გადასახედად კარგი დრო იყოს. დღევანდელი ბაზარი, პირიქით, აქციების ფასების უმაღლესი დონეებიდან საგრძნობი კლებით, ყიდვის რამდენიმე შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს. თუ იმ კომპანიის აქციის ფასი, რომელში ინვესტირებაც გსურთ, კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაეცა და ბიზნესის ძლიერი საფუძვლები ხელუხლებელია, მაშინ ინვესტირება, შეიძლება, კარგი გადაწყვეტილება იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზართან სინქრონიზება არ სცადოთ, რადგან ეს ფულს დაგაკარგვინებთ.

ყოველთვის გახსოვდეთ დიდი სურათის გააზრება

ადამიანის ბუნებაა აწმყოში ჩაბმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც Nasdaq Composite და S&P 500 bear market-ის ტერიტორიაზეა. მაღალი გაურკვევლობის დროს ბევრი ინვესტორი შეიძლება იმედოვნებდეს, რომ წარმატებული კვარტალური ანგარიშების სეზონი, შესაძლოა, სიტუაციის მობრუნებისთვის საჭირო ანტიდოტს უზრუნველყოფდეს. თუმცა, უკეთესი მიდგომა იქნება, თუ bear market-ს თქვენი გაცილებით ფართო საინვესტიციო მოგზაურობის უბრალოდ ერთ-ერთ ნაწილად განიხილავთ.

როდესაც საქმე ინდივიდუალურ აქციებს ეხება, ზოგიერთ ბიზნესს bear market-ის გადატანის ძალა შესწევს. ეს კომპანიები მიდრეკილია, bear ბაზრების დროს ძლიერი მენეჯმენტისა და მყარი ბალანსის წყალობით, ბაზრის წილი გაზარდოს. ამ პერიოდში მსგავს კომპანიებში ინვესტირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს. ასე რომ, კონკრეტული კვარტლის შედეგებში ჩაფლობის ნაცვლად, მთლიანი სურათის დანახვის მნიშვნელობა და კვარტალური ანგარიშების სეზონის მიმართ ზომიერი მიდგომა მუდამ უნდა გახსოვდეთ.

წინა

ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომავალს აშენებს

შემდეგი

Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია

Fed-ის შეხვედრის მოლოდინში აქციების შედეგები განსხვავებულია

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved