ჩვენს მიერ აქამდე გაზიარებულ სტატიებშიც შეგვხდა შემთხვევა, როდესაც კომპანიის არსებულმა შედეგებმა აჯობა მოგებისა და გაყიდვების პროგნოზებს, თუმცა მიუხედავად ამისა აქციების ფასი მაინც შემცირდა. ეს იანვრის თვეში მრავალი აქციის შემთხვევაში მოხდა და უნდა ითქვას რომ ზოგადად ამ პერიოდის (წლის დასაწყისის) შედეგია, რადგან ამ დროს კომპანიები აცხადებენ მეოთხე კვარტლის შედეგებს და მიუხედავად დაპროგნოზებულზე უკეთესი შედეგებისა როგორც ჩანს, ეს არ ცვლის წარმოდგენას მოგების მაჩვენებლებზე შემდეგ პერიოდში.
ამ მაჩვენებლებით ნუ შეშინდებით. ჯერ მხოლოდ წლის დასაწყისია და ცხადია 2022 წელს აქციების შემთხვევაში ყველაფერი არ არის დაკარგული.
ეს იყო რთული და მტკივნეული პერიოდი ინვესტორებისთვის, რადგან ისინი იმედოვნებდნენ, რომ შემოსავლის გასაჯაროებულ შედეგებს აქციების ფასის გაზრდა უნდა გამოეწვია. S&P 500 გასული კვირის პარასკევს 0,8%-ით გაიზარდა, რამაც ყოველდღიური დაბალი ნიშნულიდან ინდექსი 3,2%-ით გაზარდა. Dow Jones Industrial Average კვირაში 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite უცვლელი იყო.
პროცენტის ზრდის მარტისთვის გადადებამ ფედერალურ რეზერვს დიდი პასუხისმგებლობა ააღებინა, მაგრამ აღნიშნულს ბაზარზე მყისიერი რეაქცია არ გამოუწვევია. გასულ სამშაბათს, General Electric-მა (GE) გამოაცხადა მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები, რომელიც მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, მაგრამ პასუხად აქციის ფასი 6%-ით დაეცა, ამას კი ზრდა მოყვა და ბოლო 5 დღის შედეგით 4%-მდე ზრდა ფიქსირდება. მეორე დღეს Tesla-მაც (TSLA) მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოაცხადა და მისი აქციები 12%-ით დაეცა. (უფრო დეტალურად ტესლას შემთხვევას გაეცანით აქ)
უფრო ფართო სურათის ყურებისასაც იგივე რეალობას ვიღებთ. პარასკევისთვის, S&P 500-ის თითქმის 170-მა კომპანიამ გამოაცხადა კვარტალური შედეგები. დაახლოებით 77%-მა აჯობა ანალიტიკოსთა დაპროგნოზებულ შემოსავლის შეფასებებს, ხოლო 68%-მა გაყიდვების პროგნოზს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი სტიმულატორი.
რამოდენიმე კომპანია ახერხებს უოლ სტრიტის შეფასების კორექტირებას, თუმცა ეს პრობლემა არ არის. ბრაიან რაუშერი, Fundstrat-ის გლობალური პორტფელის სტრატეგიის ხელმძღვანელი, მეოთხე კვარტლის მონაცემებს ნორმალურს უწოდებს. პრობლემად, კი აღნიშნავს, არის შემოსავლის რეალური შედეგისა და მისი ფასზე ასახვის საკითხი, რომელიც როგორც წესი პირიქით მუშაობს. ჯერჯერობით, მეოთხე კვარტლის შემოსავალი მოსალოდნელზე 5%-ით უკეთესია. ცუდი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ S&P კომპანიების შემოსავალი 2021 წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელზე დაახლოებით 9%-ით უკეთესი იყო, მეორე კვარტალში დაახლოებით 17%-ით და გასული წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 21%-ით უკეთესი. საგულისხმოა რომ ტენდენცია შემცირებულია.
შემოსავლების სიდიდე, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ტრეიდერებისთვის, ვიდრე ინვესტორებისთვის. მეოთხე კვარტალში, შემოსავალი (გასულ წელთან დადარებით) გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, მესამე კვარტალში ანალოგიური მაჩვენებელი 39% იყო, პირველ კვარტალში კი 50%.
2021 წლის მეორე კვარტლის შემოსავალი 100%-ით გაიზარდა.
2022 წლის პირველ კვარტალში S&P 500 კომპანიების მოგება პროგნოზის მიხედვით საშუალოდ მხოლოდ 6%-ით გაიზრდება.
2021 წლის შესამჩნევი შედეგები ცხადია მანამდე არსებული 2020 წლისა და პანდემიური შედეგის ბრალია, 2020 წელთან შედარებით უკეთესი 2021 კი ლოქდაუნების მოხსნითა და შედარებით გახსნილი ბიზნეს პროცესებით აიხსნება.
ასევე იკლებს შემოსავლების საპროგნოზო შეფასებები, რაც ცხადია ახდენს ზეწოლას მომავალი მოგების გენერირებაზე. GE-ს პირველი კვარტლის მოგების შეფასებებმა აქციაზე 43 ცენტამდე მიაღწია რაც ნაპროგნოზებ 57 ცენტს ჩამორჩება.
პირველი კვარტლის მოგების შეფასებები მთელი S&P 500-ისთვის დაეცა დაახლოებით 1%-ით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გასული პერიოდში ფინანსური შედეგების გასაჯაროების გამო. შემოსავლების ზრდის შენელება დიდი პრობლემაა საფონდო ბაზრისთვის. სინამდვილეში, ეს ალბათ უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე თუნდაც ინფლაცია. რა თქმა უნდა, ინფლაცია შეიძლება იყოს შემოსავლების ზრდის შენელებისა და 2022 წლის ბუნდოვანი პერსპექტივების მიზეზი. მიუხედავად ამისა, რაუშერს არ აწუხებს ინფლაცია.
ის თვლის რომ ეს გარდამავალი პროცესის თანმდევია და აცხადებს: ”მე არ ვკითხულობ Jolts-ის (შრომის სტატისტიკის ბიურო) მონაცემებს ისე, როგორც ამას აკეთებენ სხვები, მათ შორის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში შემავალი ადამიანები”. Jolts არის შრომის სტატისტიკის ბიუროს “სამუშაო ადგილების ზრდა და მისი კვლევა”. ეს გახდა პოპულარული ანგარიში, რადგან აღნიშნულ ანგარიშში საკმაოდ დიდ რიცხვებს შეხვდებით. დასაქმებულთა რიცხვი საოცრად მაღალია, ის მხოლოდ ნოემბერში 57%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შრომის ბაზარი სიმჭიდროვეში შედის (ძალიან ცოტა კანდიდატი რჩება ინდუსტრიათა მოთხოვნების დამაკმაყოფილებელთა შორის).
High Jolts არის ის, რაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაასახელა საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მიზეზად. თუმცა რაუშერი, აღნიშნავს, რომ ყველაფერს კოვიდი რევს. ვაქცინა მისი გამოუყენებლობის შედეგი და Omicron-თან დაკავშირებული გაურკვევლობა, ეს ყველაფერი აერთიანებს Jolts-ის მონაცემებს. მუშა ხელის ზრდისა და სხვა მიმდინარე მოვლენების გამო შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენაც შეიცვალოს.
მიმდინარე პროცესები კომპანიებისთვის მცირე ხარჯების საჭიროებას გვანახებს, ეს იმ ნაწილს ეხება რაც დაკავშირებულია საკადრო საკითხებთან და მათ განვითარებასთან. დაბალი ხარჯები საბოლოოდ მოგების ეფექტურობაზე იმუშავებს. თუმცა, სიტუაცია მყისიერად არ გაუმჯობესდება, რაუშერი შედეგებისათვის პირველ კვარტალს ელის. „თუ ვინმე არის სუპერ აგრესიული… და აქვს ჰეჯირების ან გარკვეული ტაქტიკური [ვაჭრობის] უნარი, მან უნდა გარისკოს“, დასძენს ის.მაგრამ ეს სარისკო სტრატეგიაა. ნაკლებად აგრესიული ინვესტორებისთვის ის გვთავაზობს შეადგინონ მათი საყვარელი წამყვანი აქციების სია და იფიქრონ ფასზე, რომელიც მათ პორტფელს გაზრდის. ამ გზით, თქვენ მაინც შეძლებთ მიიღოთ გარკვეული მოგება აღნიშნულ გაურკვევლობაშიც კი.