• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გაყიდვების ზრდა და აქციის ფასის კლება, რა დგას ტესლას პარადოქსის უკან

იანვარი 24, 2022
in სიახლეები
ტესლას აქციები გაიზარდა
გაზიარება

Tesla-ს მეოთხე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შედეგები 26 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს. ანალიტიკოსები კი აღნიშნულ დღემდე პროგნოზირებას არ წყვეტენ, მათი შეფასებით მოგება კიდევ უფრო გაიზრდება. 

მზარდი შეფასებები კი როგორც წესი იწვევს აქციების ფასის ზრდას, თუმცა ტესლას შემთხვევაში იდენტური სურათი არ ჩანს. 

სამშაბათს ალექსანდ პოტერი Piper Sandler-ის ანალიტიკოსი  იყო ბოლო ანალიტიკოსი რომელმაც განაახლა პოტენციური მონაცემები.  პოტერი თავის მოხსენებაში წერს რომ სავარაუდოდ კომპანიამ გაყიდვების უკეთესი შედეგი დადო, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო. ასეთივე შეფასება ნარჩუნდება 2022 წლისათვის, რაც ნიშნავს რომ პროგნოზი საკმაოდ კარგია. 

Tesla-მ 2021 წლის მეოთხე კვარტალში 309 000 მანქანის მიწოდება მოახერხა. Wall Street-ის შეფასებით ეს რაოდენობა აჭარბებდა 270 000-ს.  გაყიდვების მზარდი რაოდენობა ნიშნავს მეტ შემოსავალს, ანალიტიკოსი ელის რომ აღნიშნული გამოიწვევს აქციის შემოსავლის ზრდას,  მისი მოცულობა კი აქციაზე 2.5 აშშ დოლარით განისაზღვრება, რაც დღეს 2.24 აშშ დოლარია. 

პოტერი ვარაუდობს რომ 2022 წლისათვის 1.53 მილიონი გაყიდვა რეალისტური შედეგია, რაც მანამდე გაცემულ შეფასებას 1.38 მლნ-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს. აქციაზე შემოსავალი კი თავის პროგნოზში 9.91 აშშ დოლარიდან გაზარდა 12.14 აშშ დოლარამდე. ყიდვის ფასი დატოვა 1300 დოლარიან მაჩვენებელზე. 

საერთო ჯამში უოლ სტრიტის მეოთხე კვარტლი გამომუშავება აქციაზე საშუალოდ 2.25 აშშ დოლარამდე გაიზარდა, მანამდე არსებული შედეგი 1.90 აშშ დოლარი იყო. 2022 წლის გამომუშავება აქციაზე კი 8.67 აშშ დოლარიდან 10 აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

შემოსავლების ნაწილი მომავალი წლისათვის 16 %-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ინფორმაცია კი ბოლო 10 კვირის განმავლობაში გაკეთებულ პროგნოზებს ემყარება. თუმცა ზუსტად ამ პერიოდში მოხდა Tesla-ს აქციის ფასის 7%-იანი კლებაც. აღნიშნულმა ფაქტმა ინვესტორები კიდევ ერთხელ დააფიქრა. 

ანალიზი გვაჩვენებს რომ პრობლემა ტესლას ნაწილში არ უნდა იყოს, არამედ ბაზრის ზოგადი ქცევაა. Nasdaq Composite Index-ი სადაც მრავალი ძვირადღირებული ტექნოლოგიური აქციაა იგივე მოცულობით 7%-ით არის შემცირებული და თანაც იმავე პერიოდში. ამავე პერიოდში S&P 500 გაიზარდა დაახლოებით 3%-ით, ხოლო Dow Jones Industrial გაიზარდა 5%-ით. 

საპროცენტო განაკვეთის ზრდის შიში ზიანს აყენებს ტექნიკური აქციების შეფასებას. მზარდი განაკვეთები ზიანს აყენებს გადაფასების პირობაში არსებულ აქციებს, მისი გავლენა საბაზროზე დაბალ ფასად მოვაჭრე აქციებზე კი თითქმის ნულოვანია. Tesla კარგად შეფასებული აქციაა, პოტერის პროგნოზიდან გამომდინარე ფასი 85-ჯერ აღემატება გამომუშავებულ თანხას. შესადარებლად უნდა ითქვას რომ Russell 1000 Growth Index – ის აქციები 31-ჯერ აღემატება 2022 წლის შემოსავლიანობის ნაწილს. 

ინვესტორები პროგნოზირებენ რომ კომპანია ნაპროგნოზებზე უკეთეს შედეგებს დადებს და ეს არა მხოლოდ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, არამედ 2022 წელსაც მოხდება. ისინი ასევე ვარაუდობენ რომ დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები და ფედერალური სარეზერვო სისტემის გავლენა შემცირდება საინვესტიციო ბაზარზე, ეს კი ცხადია ინვესტორების მეტ ყურადღებას კომპანიების მაჩვენებლებისკენ მიმართავს. 

უკეთესი ფიქრებით დაწყებული ოთხშაბათი დღე Tesla-ს აქციის ფასზეც აისახა და აქციები 1.6%-ით გაიზარდა, S&P 500 და Nasdaq Composite მიყვა ზრდის ტრენდს და მათი მაჩვენებლები 0.6 და 0.8 %-ით გაუმჯობესდა. 

წინა

3 საინტერესო აქცია ინფლაციასთან გასამკლავებელად

შემდეგი

2022 წელს ტექნოლოგიური აქციები დაეცა, გაიგეთ მიზეზი

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
აქციები ეცემა

2022 წელს ტექნოლოგიური აქციები დაეცა, გაიგეთ მიზეზი

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved