17 ოქტომბერს SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართება SOLO Talks, სადაც სპიკერები, აკაკი (აკო) ახალაია და ნიკა მაზანაშვილი, ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში აკო გაგიზიარებთ, რა არის ინვესტირება, რატომ უნდა დაიწყოთ ინვესტირება და როგორია მისი, როგორც ინვესტორის, გამოცდილება.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი ნიკა გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციების პლატფორმას და აგიხსნით, როგორ გახდეთ ცნობილი კომპანიების აქციონერი.
აკო ახალაია Marketer.ge-ის დამფუძნებელი, Harvard Business Reviews-ისა და Cannes Lions Georgia-ს თანადამფუძნებელია. ნიკა მაზანაშვილი კი Galt & Taggart-ის ასოცირებული ბროკერი, რომელსაც ფინანსურ ბირჟებთან და ინვესტორებთან მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს
შეხვედრა გაიმართება ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
[პარტნიორის კონტენტი]