• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გასულ კვირაში Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა

მაისი 13, 2024
in სიახლეები
შავი პარასკევის რეკორდული შედეგების შემდეგ, Shopify-ის აქციების ფასი გაიზარდა
გაზიარება

გასულ ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. თუმცა მას შემდეგ, დღემდე, ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი 24%-ზე მეტით შემცირდა. როგორც ჩანს, ინვესტორები უფრო მეტად ფოკუსირდნენ მენეჯმენტის პროგნოზებზე მეორე კვარტლისთვის.

წლის დასაწყისიდან Shopify-ის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის პირველ კვარტალში Spotify-ის შემოსავალი წლიურად 23%-ით (29%-ით, თუ Deliverr-ის ლოჯისტიკური ბიზნესის გაყიდვით გამოწვეულ ეფექტს გამოვრიცხავთ) — $1.86 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს ­— $1.84 მილიარდს. სააბონენტო-გადაწყვეტების შემოსავალი წლიურად 34%-ით — $511 მილიონამდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო პლატფორმაზე ახალი მოვაჭრეების დამატებით და კომპანიის სააბონენტო ფასების გაზრდით. სავაჭრო გადაწყვეტების სეგმენტის შემოსავალი, რომელიც მოიცავს მომსახურებას, როგორიცაა გადახდები, გადაზიდვები და დაფინანსება, წლიურად 20%-ით გაუმჯობესდა და $1.4 მილიარდს მიაღწია.

მთლიანი საქონლის მოცულობა (GMV) 23%-ით — $60.9 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო გადახდების მთლიანმა მოცულობამ 32%-ით მოიმატა და $36.2 მილიარდს მიაღწია.

კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.20-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.17-ს.

პირველ კვარტალში თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟამ 12% შეადგინა, თუმცა როგორც ეს მაჩვენებელი, ისე კორექტირებული EPS უგულებელყოფს აქციებზე დაფუძნებულ კომპენსაციას, რომელმაც კვარტალში $105 მილიონს მიაღწია.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Shopify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავლების ზრდა შენელდება. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთლიანი მოგების მარჟა, გასულ კვარტალთან შედარებით, 50 საბაზისო პუნქტით შემცირდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Shopify-ის აქციებს?

Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $77.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Shopify-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა გასულ კვირაში საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

გასულ სამშაბათს Walt Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გასულ სამშაბათს Walt Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გასულ სამშაბათს Walt Disney-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved