• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-ს რამდენიმე მთავარმა ინსაიდერმა კომპანიის აქციები გაყიდა

ივნისი 17, 2024
in სიახლეები
Nvidia-ს რამდენიმე მთავარმა ინსაიდერმა კომპანიის აქციები გაყიდა
გაზიარება

როდესაც მთავარი ინსაიდერები1 თავიანთი კომპანიის აქციებს ყიდულობენ, როგორც წესი, ისინი მის მომავალში დარწმუნებულნი არიან. რა თქმა უნდა, მათი ამგვარი თავდაჯერება შეიძლება არასწორი იყოს, თუმცა ინვესტორების უმეტესობა ინსაიდერულ შესყიდვებს პოზიტიურ ნიშნად აღიქვამს.

თუმცა მთავარი ინსაიდერების მიერ აქციების გაყიდვის შემთხვევაში შეიძლება ამბავი სრულიად განსხვავებული იყოს. ხანდახან ასეთი ნაბიჯები შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ისინი არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი კომპანიის პერსპექტივების მიმართ — ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში.

ბოლო წლების განმავლობაში ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 174%-ით არის გაუმჯობესებული. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინსაიდერები მის აქციებს ყიდიან. მოდით ეს სიახლე უფრო დეტალურად განვიხილოთ.

ინსაიდერული გაყიდვები

მაისის დასაწყისიდან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) Nvidia-ს მიერ 10 „ფორმა 144“ იქნა წარდგენილი. არსებობს ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც „ფორმა 144-ის“ შესახებ უნდა ვიცოდეთ: 1. ეს არის შეტყობინება ფასიანი ქაღალდების შეთავაზებული გაყიდვის შესახებ; 2. ის გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაგეგმილია 5000+ აქციის გაყიდვა ან გასაყიდი აქციების მთლიანი ღირებულება $50,000-ს აჭარბებს.

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც Nvidia-ს აქციებს ყიდის, არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი — ჯენსენ ჰუანგ. ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა SEC-ს აცნობა, რომ ჯენსენი 2024 წლის 13 ივნისს Nvidia-ს 120,000 აქციის გაყიდვას გეგმავდა. ამ თარიღისთვის, ბაზრის დახურვისას, ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით $15.5 მილიონი იქნებოდა.

ჯენსენ ჰუანგი არ იყო Nvidia-ს ერთადერთი აღმასრულებელი, რომელიც აქციებს ყიდდა. 2024 წლის 3 ივნისს ოპერაციების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — დებორა შოკუისტმა Nvidia-ს $45 მილიონზე მეტის ღირებულების 41,140 აქცია გაყიდა.

გაყიდვებში დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრიც ჩაერთო. დაუნ ჰადსონმა 2024 წლის 29 მაისიდან 3 ცალკეულ შემთხვევაში მთლიანობაში Nvidia-ს 25,000 აქცია გაყიდა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩიპების მწარმოებლის აქციები ასევე გაყიდეს საბჭოს წევრებმა ტენჩ კოქსმა, ჯონ დაბირიმ, მაიკლ მაკაფერიმ, ბრუკ სიუელმა და მარკ სტივენსმა.

რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

ეს ინსაიდერული გაყიდვები შეიძლება ზოგიერთი ინვესტორისთვის საგანგაშო იყოს. თუმცა, დასკვნების გამოტანამდე, სჯობს ამბავს ჩავუღრმავდეთ.

ჯენსენ ჰუანგის გაყიდული აქციები იყო მისი, როგორც აღმასრულებლის, კომპენსაციის პაკეტის ნაწილი. კერძოდ, ეს იყო შეზღუდული საფონდო ერთეულები (RSU)2 და წარმადობის საფონდო ერთეულები (PSU)3. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები ხშირად ყიდიან ასეთ აქციებს, როდესაც მათ ამის უფლება აქვთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ჯენსენი Nvidia-ს თითქმის 93.5 მილიონ აქციას ფლობდა. ეს კომპანიის მოქმედი აქციების თითქმის 3.8%-ს შეადგენს. შესაბამისად, აღმასრულებელ დირექტორს პორტფელში Nvidia-ს ჯერ კიდევ ბევრი აქცია აქვს დარჩენილი.

სხვა გაყიდვების უმეტესობა ასევე შეზღუდულ საფონდო ერთეულებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ეს ტრანზაქციები ინვესტორებისთვის ზედმეტად შემაშფოთებელი არ უნდა იყოს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.


[1] პირი, რომელიც, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს.

[2] დამსაქმებლის მიერ გაცემული საფონდო კომპენსაცია.

[3] ჯილდო, რომელიც კომპანიის მიერ კონკრეტულ დროში დასახული მიზნის მიღწევის საფუძველზე გაიცემა.

წინა

რას უნდა ველოდეთ ამ კვირაში აშშ-ის საფონდო ბირჟისგან?

შემდეგი

დაივიწყეთ სწრაფად გამდიდრება — უორენ ბაფეტი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დაივიწყეთ სწრაფად გამდიდრება — უორენ ბაფეტი

დაივიწყეთ სწრაფად გამდიდრება — უორენ ბაფეტი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved