• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Ross Stores-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

ნოემბერი 20, 2023
in სიახლეები
Ross Stores-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა
გაზიარება

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ross Stores-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და მთელი წლის პროგნოზებიც გაზარდა. პარასკევს კი ჩამოფასებული საქონლით მოვაჭრე კომპანიის აქციების ფასმა 7%-ზე მეტით მოიმატა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Ross Stores-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 7.9%-ით — $4.92 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.83 მილიარდი), ხოლო EPS-მა $1.33 შეადგინა (პროგნოზი — $1.22).

ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვები1, უპირველეს ყოვლისა უფრო მაღალი ტრაფიკის შედეგად, 5%-ით გაიზარდა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა.

Ross Stores-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბარბარა რენტლერმა განაცხადა, რომ მყიდველებმა დადებითად უპასუხეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ შესანიშნავ ფასეულობებს. მან დაამატა, რომ საოპერაციო მარჟა 9.8%-დან 11.2%-მდე გაიზარდა, რადგან comps-ის ზრდა და ტვირთების გადაზიდვის დაბალი ხარჯები ნაწილობრივ უფრო მაღალი ხელფასებით იყო კომპენსირებული.

Ross Stores Stock

თუმცა ბარბარამ ასევე აღნიშნა, რომ Ross Stores მაკროეკონომიკური არასტაბილურობის, ინფლაციისგან მუდმივი ზეწოლის და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში ოპერირებას განაგრძობს. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამის გათვალისწინებით გონივრული იქნება პროგნოზირებისადმი ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება.

რაც შეეხება მომავალს, Ross Stores-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის EPS $1.56-$1.62-ს მიაღწევს, ანალიტიკოსების პროგნოზი კი $1.61-ს შეადგენს. გარდა ამისა, მთელი წლისთვის კომპანიაში მოელიან, რომ EPS $5.30-$5.36-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $5.15-$5.26).

Ross Stores-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $136.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $147.00-ს, ხოლო მინიმალური — $112.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ross Stores-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Tesla შვედეთში პროფკავშირისგან ზეწოლას განიცდის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Tesla შვედეთში პროფკავშირისგან ზეწოლას განიცდის

Tesla შვედეთში პროფკავშირისგან ზეწოლას განიცდის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved