• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Burger King-ის მფლობელი კომპანია VS McDonald’s – რომელია უკეთესი ინვესტიცია?

აპრილი 1, 2022
in სიახლეები
Burger King-ის მფლობელი კომპანია VS McDonald’s – რომელია უკეთესი ინვესტიცია?
გაზიარება

ბოლო წლების განმავლობაში McDonald’s-ის აქციებმა Restaurant Brands International-ს (Burger King-ის, Tim Horton’s-ის, Popeyes-ისა და Firehouse Subs-ის მშობელი კომპანია) აჯობა. გასულ წელს, მხოლოდ McDonald’s-ის აქციების ფასი 9.8%-ით გაიზარდა, ხოლო Restaurant Brands-ის – 14.6%-ით. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ხუთწლიან შედარებას.

Price Change In Five Years

მაშინ რატომ არის Restaurant Brands-ის აქციებში ინვესტირება უკეთესი? რადგან წარსული წარმადობა ყოველთვის არ არის მომავლის მანიშნებელი. წარმატებული ინვესტირება არის იმის გაგება, თუ სად მიდის ბიზნესი და ამის აქციების მიმდინარე შეფასებასთან შედარება.

ამ სტატიაში გაიგებთ 3 მიზეზს, რის გამოც Restaurant Brands დღეს უკეთესი ინვესტიციაა, ვიდრე McDonald’s.

 
  1. Burger King-ის მფლობელი უფრო სწრაფად გაიზარდა

მას შემდეგ, რაც McDonald’s-ის აქციები ბოლო 5 წლის განმავლობაში ღირებულებით თითქმის გაორმაგდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ბიზნესი უკეთ მუშაობს, ვიდრე Restaurant Brands. თუმცა ამ ორი კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდის მიმოხილვა საპირისპიროს აჩვენებს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, Restaurant Brands-ის შემოსავალი მთლიანობაში 6.5%-ით გაიზარდა, მაკდონალდსის კი 4.8%-ით შემცირდა. რაც მთავარია Restaurant Brands-ის მოგება ერთ აქციაზე (EPS) 85%-ით გაიზარდა, ხოლო მაკდონალდსის – 77%-ით.

Revenue

აქციები, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოგებას მიჰყვება, ამიტომ ინვესტირება ისეთ კომპანიაში, რომელსაც მოგების უფრო სწრაფად გაზრდა შეუძლია, მნიშვნელოვნად უკეთეს ანაზღაურებამდე მიგვიყვანს. ანალიტიკოსებს, მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის, Restaurant Brands-ის მიმართ, მაკდონალდსთან შედარებით, ოდნავ უფრო ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ. მოსალოდნელია, რომ პირველი მოგებას გაზრდის ნახევარი პროცენტული პუნქტით უფრო სწრაფად, ვიდრე მაკდონალდსი (13.5%).

 
  1. Restaurant Brands-ს ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს

ინვესტორებმა ყოველთვის მსუბუქად უნდა მიიღონ ანალიტიკოსების შეფასებები, რადგან ისინი, შეიძლება, მცდარი იყოს. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, ანალიტიკოსები, შესაძლოა, სათანადოდ ვერ აფასებდნენ თუ Restaurant Brands-ს, მაკდონალდსთან შედარებით, ზრდის რამდენად დიდი პოტენციალი გააჩნია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ Burger King-ის მშობელ კომპანიას, ახალი რესტორნების გასახსნელად მეტი სივრცე აქვს და, შესაბამისად, უფრო გრძელი ასაფრენი ბილიკი შემოსავლების ზრდისთვის.

მაკდონალდსმა 2021 წელი 40,031 რესტორნით დაასრულა. კომპანიამ შარშან 1,500 ახალი რესტორანი დაამატა, ასე რომ, ის ჯერ კიდევ პოულობს ასათვისებელ ტერიტორიებს. მაგრამ კომპანიის ზრდის სტრატეგია დამოკიდებულია მენიუს გაფართოებაზე, ციფრული შეკვეთების შესაძლებლობაზე და drive-thru სერვისზე (ამ მომსახურების საშუალებით, მომხმარებელს მანქანიდან გადასვლის გარეშე შეუძლია შეკვეთის გაკეთება და მიღება).

Drive-thru

Restaurant Brands-ს შემოსავლებისა და მოგების ზრდის უფრო მარტივი გზა აქვს. კომპანიამ 2021 წელი 29,000-ზე მეტი რესტორნით დაასრულა და ამ მაჩვენებლის 40,000-მდე გაზრდას ისახავს მიზნად. უფრო მეტიც, Tim Horton’s-მა, Popeyes-მა და ახლად შეძენილმა Firehouse Subs-მა გაცილებით მეტად შეაღწიეს საერთაშორისო ბაზრებზე, ვიდრე McDonald’s-მა ან Burger King-მა.

15 მარტს Restaurant Brands-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება Tim Horton’s-ის გლობალური გაფართოების დაჩქარება. კომპანია გეგმავს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინდოეთში 300-მდე ლოკაცია გახსნას. ასევე უზარმაზარი ზრდის პოტენციალი აქვს Firehouse Subs-ს, რომელიც აშშ-სა და კანადაში უკვე წარმატებული იყო.

 
  1. უმაღლესი ღირებულება და დივიდენდური შემოსავალი

საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ ინვესტორებს შეუძლიათ Restaurant Brands-ის აქციები დაბალი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით შეიძინონ. თუ გავითვალისწინებთ P/E-ს,  P/FCF-ს (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები), ან ფორვარდული P/E-ს, ვნახავთ, რომ Restaurant Brands-ის აქციები უფრო მეტ ღირებულებას გვთავაზობს, ვიდრე მაკდონალდსის.

P/E, P/FCF, P/E (Forward)

თუ დივიდენდები მოგწონთ, Bruger Kings მაკდონალდსს ამ კუთხითაც ჯობნის. Restaurant Brands იხდის 3.69%-ის ოდენობით დივიდენდურ შემოსავალს, მაკდონალდსი კი – 2.16%-ს.

Dividend Yield

ამ ორი სარესტორნო ქსელის აქციების შედარება ცხადყოფს, რომ Restaurant Brands, შეიძლება, ამჟამად უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა იყოს. Restaurant Brands, დაბალი P/E კოეფიციენტის ფონზე,  გვთავაზობს ზრდის უკეთეს პერსპექტივებს, უფრო მაღალ დივიდენდურ შემოსავალს და აქციონერებისთვის უკეთესი ანაზღაურების პოტენციალს.

წინა

2 კითხვა, რომელზეც პასუხი ყოველ წარმატებულ ინვესტორს აქვს

შემდეგი

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიურ აქციებსა და ETF-ში?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიურ აქციებსა და ETF-ში?

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიურ აქციებსა და ETF-ში?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved