• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიურ აქციებსა და ETF-ში?

აპრილი 1, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიურ აქციებსა და ETF-ში?
გაზიარება

ტექნოლოგიური სექტორი უზარმაზარია. როდესაც ტექნოლოგიურ აქციებზე საუბრობთ, ალბათ, თავში ისეთი კომპანიები მოგდით, როგორებიც არის Microsoft, Apple და, შესაძლოა, Netflix. მაგრამ ტექნოლოგიური სექტორი ბევრად მეტია, ვიდრე სამომხმარებლო საქონელი. როდესაც ტექნოლოგიებზე საუბრობთ, თქვენ მთლიანობაში  გულისხმობთ ინდუსტრიას, რომელიც შემდეგი სექტორებისგან შედგება:

  • ტელეკომუნიკაცია
  • სამომხმარებლო და სამრეწველო ელექტრონიკა
  • საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
  • ნახევარგამტარები
  • ხელოვნური ინტელექტი (AI) და ა. შ.

მოკლედ, თითქმის ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ეწევა ფიზიკური ელექტრონიკის (მოწყობილობების) ან კოდების და პლატფორმების (პროგრამული უზრუნველყოფა) კვლევას, წარმოებას, შენარჩუნებას, შეკეთებას ან დისტრიბუციას, შეიძლება, ტექნოლოგიური „ქოლგის“ ქვეშ მოხვდეს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებს ამ მიმართულებით არჩევანის სიმრავლე აქვთ.

 

რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ამ სექტორში?

ცნობილია, რომ ტექნოლოგიური აქციები იზიდავს სხვადასხვა ტიპის ინვესტორებს, დაწყებული ახალბედებით, დამთავრებული ძალიან გამოცდილებით. ძირითადი წინაპირობა მარტივია. ტექნოლოგიური კომპანიები გვთავაზობს სიახლეს, აღტაცებასა და ინოვაციებს, რომელსაც სხვა ინდუსტრიები უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს.

მხოლოდ ახალი გამოგონებები და იდეები არ არის ის, რაც ინვესტორებს იზიდავს. ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიცია ასევე ინდივიდებს შანსს აძლევს ჩადონ ინვესტიცია ბრენდებში, რომლებიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რომელი ჩვენგანი არ ფლობს კომპიუტერს, სმარტფონს ან თუნდაც სტრიმინგ მედიის ანგარიშს?

გარდა ამისა, ტექნოლოგიური აქციები გვთავაზობს ზრდის, შემოსავლისა და ღირებულების სტრატეგიებს. მაგალითად, ინვესტირება ისეთ მომწიფებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც არის Apple, არა მხოლოდ დივიდენდებს მოგიტანთ, არამედ, სავარაუდოა, რომ თქვენი ინვესტიცია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება.

Tech Investor

ტექნოლოგიური სექტორის ცნობილი სახელები

ზოგიერთი ინვესტორი, რომელსაც ამ სექტორში სიმდიდრის დაგროვება სურს, ყურადღებას ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირებაზე ამახვილებს. ეს სტარტაპები ცდილობენ, რომ უზარმაზარ ინდუსტრიაში გადატრიალება გამოიწვიონ. მაგრამ სტარტაპები წარმატების ერთადერთი გზა არ არის.

საშუალო ინვესტორისთვის, ხშირად უფრო ლოგიკურია სწრაფად მზარდი გიგანტებისკენ სწრაფვა. როდესაც 21 საუკუნის bull ბაზარი (მდგომარეობა, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასები იზრდება) მძვინვარებდა, ტექნოლოგიური აქციები ენთუზიაზმით ლიდერობდა. შედეგად, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში S&P 500-ზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. S&P 500-ის ტოპ 5 წევრი სწორედ ტექნოლოგიურ სექტორში ყველაზე ცნობილი კომპანიებია:

  • Alphabet (Google)
  • Amazon
  • Apple
  • Facebook
  • Microsoft

გარდა ამისა, ამ სექტორში მოღვაწეობენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არის Nvidia, AMD, Netflix და PayPal, ათეულობით სხვა კომპანიას შორის, რომლებიც მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიურ კომპანიებს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები პროდუქტებითა და საქმიანობის სპეციფიკით განსხვავდება, მათ ერთი რამ აქვთ საერთო: თითოეულმა უმაღლეს მაჩვენებლებს 2020 წელს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე მიაღწია.

თუ უპირატესობა გრძელვადიან თანმიმდევრულ ზრდას ანიჭებთ და ასევე გსურთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ის არასტაბილურობა, რომელიც ცალკეული აქციების შეძენას მოაქვს, არსებობს მრავალი მაღალი ხარისხის გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF), მაგალითად:

  • Vanguard Information Technology ETF, რომელსაც გააჩნია $47 მილიარდის ღირებულების AUM (აქტივების მთლიანი საბაზრო ღირებულება, რომელსაც ფონდი დროის მოცემულ მომენტში მართავს) და 425-ზე მეტი ფასიანი ქაღალდი
  • Technology Select SPDR Fund – $39.6 მილიარდის ღირებულებისAUM და დაახლოებით 70 ფასიანი ქაღალდი
  • iShares US Technology ETF – $7.1 მილიარდის ღირებულების AUM და 150-ზე მეტი ფასიანი ქაღალდი

თითოეული ეს ETF ფოკუსირებულია ფართო ტექნოლოგიურ ბაზარზე. მათი აქტივების უმეტესი ნაწილი შედის მეგა და დიდი კაპიტალის დიაპაზონში. გარდა ამისა, ეს კომპანიები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანმიმდევრულად იზრდება. მათი აქტივების დიდი ნაწილის მომწიფებულ კომპანიებში ინვესტირებით და მცირე ინვესტიციების განხორციელებით, ფონდები, ტექნოლოგიური ბაზრის თანდაყოლილი არასტაბილურობის წინააღმდეგ, მცირე დამცავ ზონას გვთავაზობს.

 

როგორ უნდა დავიწყოთ ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირება?

როდესაც საქმე ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირებას ეხება, შეგიძლიათ რამდენიმე გზა გამოიყენოთ. ყველაზე აშკარაა ინდივიდუალური აქციების ყიდვა ბროკერის ან ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, როგორიც არის Robinhood, Fidelity Go, Acorns ან SoFi Invest. ტრადიციული საფონდო ბროკერები ახლა ასევე გვთავაზობენ ონლაინ პლატფორმებს, როგორებიც არის TD Ameritrade და Charles Schwab.

ტექნოლოგიურ ETF-ში ინვესტირება კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაანაწილოთ რისკი და ერთი ნაბიჯით რამდენიმე ფასიანი ქაღალდი შეიძინოთ. გარდა ამისა, როგორც წესი, ინვესტიციისთვის ნაკლები საწყისი კაპიტალი გჭირდებათ. ტექნოლოგიური აქციები ხშირად სამნიშნა და ოთხნიშნა რიცხვებით ფასდება, მაშინ, როცა შეგიძლიათ უფრო მცირე თანხები ETF-ში დააბანდოთ.

წინა

Burger King-ის მფლობელი კომპანია VS McDonald’s – რომელია უკეთესი ინვესტიცია?

შემდეგი

Amazon დივიდენდების გადახდას იწყებს?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon დივიდენდების გადახდას იწყებს?

Amazon დივიდენდების გადახდას იწყებს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved