• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

პიტერ ლინჩის საინვესტიციო რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

ოქტომბერი 29, 2024
in რჩევები
პიტერ ლინჩის საინვესტიციო რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
გაზიარება

პიტერ ლინჩი ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორია, რომელმაც საინვესტიციო სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია. 1977-1990 წლებში ის ცნობილი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის — Magellan Fund-ის მენეჯერი იყო და მისი მმართველობის 13-წლიანი პერიოდის განმავლობაში ფონდის საშუალო წლიურმა ანაზღაურებამ 29.2% შეადგინა, რაც შესანიშნავი შედეგია.

გარდა ამისა, პიტერ ლინჩი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი საინვესტიციო წიგნების ავტორია. მათ შორის არის One Up on Wall Street და Beating the Street, რომლებმაც ინვესტორს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. დღეს კი, სწორედ ამ ორ წიგნზე დაყრდნობით, პიტერ ლინჩის საინვესტიციო რჩევებს შემოგთავაზებთ.

რამდენ განსხვავებულ აქციას უნდა ვფლობდეთ?

აქციების ფიქსირებულ რაოდენობაზე ნუ ფოკუსირდებით, ამის ნაცვლად, სათითაოდ გამოიკვლიეთ მათი გამომშვები კომპანიები და საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც ამაზე დაყრდნობით მიიღეთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი აქციის ფლობა არ არის უსაფრთხო, რადგან, თქვენი მცდელობის მიუხედავად, ის შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოებების მსხვერპლი აღმოჩნდეს.

კონკრეტული აქციები უნდა შეიძინოთ მაშინ, თუ ის თქვენი კვლევის ყველა გამოცდას გაივლის და მასში საინტერესო პერსპექტივას აღმოაჩენთ. უცნობ კომპანიებში ინვესტირება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი დივერსიფიცირებული იყოს, გონივრული ნაბიჯი არ არის.

„ბაზარზე თამაში“

ადამიანები, რომლებიც აქციების შერჩევაში კარგი შედეგებით არ გამოირჩევიან სწორედ ისინი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ბაზარზე თამაშობენ. ასეთი მიდგომით მოქმედებისას ადამიანს სურს მყისიერი სარგებლის მიღება, რაიმე სამუშაოს შესრულების გარეშე.

სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ ამბობს პიტერ ლინჩი: „საზოგადოება ფრთხილობს, როდესაც ყიდულობს სახლს, მაცივარს, მანქანას. ისინი საათობით მუშაობენ, რათა ორმხრივი ავიაბილეთისთვის $100 დაზოგონ და $5,000-ს ან $10,000-ს დააბანდებენ რაღაც სულელურ იდეაში, რომელიც ავტობუსში მოისმინეს. ეს ავანტიურაა და არა ინვესტირება. ეს არ არის კვლევა, არამედ — სრული სპეკულაცია“.

ფონდების შერჩევა

ზოგიერთი ადამიანი ფონდში ინვესტირებისას გასული წლის გამარჯვებულზე აკეთებს არჩევანს. ეს გონივრული ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ერთი წლის განმავლობაში ფონდის კარგი წარმადობა შეიძლება მრავალმა მოკლევადიანმა ფაქტორმა განაპირობოს, მაგალითად კონკრეტული სექტორის განსაკუთრებულმა წარმატებამ. მომავალ წელს კი შეიძლება ეს ფონდი სიის ბოლოში აღმოჩნდეს.

მომავალი გამარჯვებულების წარსული წარმადობის მიხედვით შერჩევა არ მუშაობს მაშინაც, როდესაც ორიენტირად სამ ან ხუთწლიან პერიოდებს იყენებთ.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფონდის წარსულ შედეგებს ყურადღება არ უნდა მიქციოთ. თუმცა სჯობს, ფოკუსირდეთ სტაბილურ ფონდზე ნაცვლად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდებში სხვადასხვა ფონდში დააბანდოთ ფული იმის იმედით, რომ „ტალღებს დაიჭერთ“.

ასევე მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, რა ემართება ამა თუ იმ ფონდს bear market-ის პერიოდში: 1. ზოგი მცირდება უფრო მეტად, ვიდრე სხვები, მაგრამ აღდგენის პერიოდში უფრო მეტი ზრდით ხასიათდება; 2. ზოგი უფრო ნაკლებად კლებულობს, მაგრამ აღდგენისას ასევე მცირედით იზრდება; 3. ზოგი კი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო ბაზრის აღდგენის ფაზაში ნაკლები ზრდით ხასიათდება. უნდა მოვერიდოთ იმ ფონდებს, რომლებიც ამ უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნება.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Nvidia ფულს?

შემდეგი

როგორ გამოიმუშავებს Walmart ფულს?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გამოიმუშავებს Walmart ფულს?

როგორ გამოიმუშავებს Walmart ფულს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved