• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

როგორ დავძლიოთ ინვესტირების შიში?

ოქტომბერი 16, 2024
in რჩევები
როგორ დავძლიოთ ინვესტირების შიში?
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება შესანიშნავი გზა იყოს დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად, მაგრამ ბევრ დამწყებში უცნობის შიში სრულ უმოქმედობას იწვევს. ბაზრის არასტაბილურ პირობებში რთულად გამომუშავებული ფულის დაბანდების იდეამ შეიძლება ადამიანში შფოთვისა და გაურკვევლობის ემოციები გამოიწვიოს. თუმცა სწორი მიდგომით ნებისმიერს შეუძლია, დაძლიოს ინვესტირების შიში და საინვესტიციო სამყაროს თავდაჯერებული წევრი გახდეს.

იზრუნეთ ცოდნის დაგროვებაზე

ცოდნა შიშის ანტიდოტია. სანამ ინვესტიციების სამყაროში გადაეშვებით, დაუთმეთ დრო იმის შესწავლას, თუ როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა, რა სახის საინვესტიციო პროდუქტები ან სტრატეგიები არსებობს და ა. შ. დღესდღეობით ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია უამრავი რესურსი, დაწყებული წიგნებით და ონლაინ კურსებით, დასრულებული ფინანსური ახალი ამბების ვებგვერდებით და თემატური პოდკასტებით. ინვესტირების საფუძვლების დაუფლება დაგეხმარებათ პროცესის უკეთ გააზრებაში, უფრო თავდაჯერებულად მოქმედებაში და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

შიშის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა პატარა, მართვადი ნაბიჯების გადადგმაა. დაიწყეთ მცირე თანხის ინვესტირებით, რომლის დაკარგვაც ფინანსურ დაძაბულობას არ შეგიქმნით. ეს შეიძლება გულისხმობდეს უბრალოდ საბროკერო ანგარიშის გახსნას და, მაგალითად, S&P 500-ის საინდექსო ფონდში ინვესტირებას, რაც მყისიერი დივერსიფიკაციით უზრუნველგყოფთ. პატარა ნაბიჯებით დაწყება საშუალებას მოგცემთ, საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდეთ ისე, რომ დიდი რისკი არ გაწიოთ, ამასთან, თანდათან ისწავლოთ და პრაქტიკაში გამოცდილება დააგროვოთ.

მიმართეთ დივერსიფიკაციას

დივერსიფიკაცია ინვესტირებაში რისკის მართვის საკვანძო სტრატეგიას წარმოადგენს. საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივთა კლასზე, ინდუსტრიებსა და გეოგრაფიულ რეგიონზე გადანაწილებით შეგიძლიათ, მთელ საინვესტიციო პორტფელზე ერთი ინვესტიციის სუსტი წარმადობის ნეგატიური ეფექტი შეამციროთ. დივერსიფიკაცია ხელს უწყობს არასტაბილურობის აღმოფხვრას და ბაზრის ვარდნის პერიოდში თქვენი პორტფელის დაცვას. განიხილეთ აქციების, ობლიგაციების, უძრავი ქონების და სხვა აქტივების ნაზავში ინვესტირება, რათა კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი შექმნათ.

დაადგინეთ მკაფიო მიზნები და სტრატეგია

საფონდო ბირჟაზე შებიჯებამდე აუცილებელია საინვესტიციო მიზნების განსაზღვრა და მათ მისაღწევად მკაფიო სტრატეგიის შემუშავება. დაფიქრდით, რისთვის გსურთ ინვესტირება — პენსიაზე მშვიდად გასასვლელად, სახლის შესაძენად, თუ პასიური შემოსავლის გამოსამუშავებლად. მიზნის დადგენის შემდეგ, შექმენით გეგმა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გაანაწილებთ აქტივებს, რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებთ რეგულარულად და რა კრიტერიუმებს გამოიყენებთ პოტენციური ინვესტიციების შესაფასებლად. გეგმის არსებობა მიმართულებით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას თავდაჯერებულად უზრუნველგყოფთ.

ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე

მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება საფონდო ბირჟა არაპროგნოზირებადი იყოს, მაგრამ, ისტორიულად, გრძელვადიან პერიოდში ის ინვესტორებს სოლიდური შემოსავლით უზრუნველყოფს. ამიტომ, ბაზარზე შესვლისთვის იდეალური დროის გამოცნობის და მოკლევადიანი მოგების დევნის ნაცვლად, თქვენი ინვესტიციების გრძელვადიან პოტენციალზე ფოკუსირდით. შეინარჩუნეთ მოთმინება და წინააღმდეგობა გაუწიეთ ბაზრის რყევებზე იმპულსურად რეაგირების სურვილს. დარჩით თქვენი საინვესტიციო გეგმის ერთგული და გჯეროდეთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი დისციპლინირებული მიდგომა ანაზღაურდება.

აკონტროლეთ ემოციები

ინვესტირებაში არაფერი უნდა იყოს ემოციური. მიუხედავად იმისა, რომ მოგებისა და ზარალის მიღება მღელვარების ან შიშის გარეშე რთულია, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ არ უნდა ეყრდნობოდეს. ამ პროცესიდან ემოციების გამორიცხვა საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ არჩეული კურსი მაშინ, როდესაც ბაზარზე მოკლევადიან დადებით ან უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი.

მოიძიეთ რჩევები პროფესიონალებისგან

ინვესტირების დაწყებამდე პროფესიონალური რჩევების მოძიება შეიძლება გონივრული გადაწყვეტილება იყოს შიშების დასაძლევად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსური ფინანსური მიზნები გაქვთ. ფინანსურ მრჩევლებს შეუძლიათ მოგაწოდონ საჭირო ინფორმაცია და პერსონალიზებული სტრატეგიები, რომლებიც ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

შემდეგი

ძვირად ყიდვის და იაფად გაყიდვის ფსიქოლოგია

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
ძვირად ყიდვის და იაფად გაყიდვის ფსიქოლოგია

ძვირად ყიდვის და იაფად გაყიდვის ფსიქოლოგია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved