• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს Nvidia აქციონერთა ყოველწლიურ კრებას ჩაატარებს

ივნისი 26, 2024
in სიახლეები
დღეს Nvidia აქციონერთა ყოველწლიურ კრებას ჩაატარებს
გაზიარება

დღეს Nvidia ჩაატარებს აქციონერთა ყოველწლიურ კრებას, სადაც ინვესტორები კენჭს უყრიან აღმასრულებლების კომპენსაციას, დირექტორთა საბჭოს წევრების ხელახლა არჩევას და ბუღალტრული ფირმის რატიფიცირებას.

შეხვედრა, რომელიც ასევე შეიძლება ჩიპების მწარმოებლისთვის იყოს შესაძლებლობა, გაამყაროს თავისი ძლიერი მხარეები ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში, ტარდება Nvidia-ს აქციების მერყეობის პერიოდში. ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი გუშინ თითქმის 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეს მაჩვენებელი წინა სამი სავაჭრო სესიის განმავლობაში 13%-ით შემცირდა.

ჯენსენ ჰუანგის საკომპენსაციო გეგმა

ინვესტორები კენჭს უყრიან საკომპენსაციო პაკეტებს Nvidia-ს აღმასრულებლებისთვის, მათ შორის არიან აღმასრულებელი დირექტორი — ჯენსენ ჰუანგი და ფინანსური დირექტორი — კოლეტ კრესი.

Nvidia-ს აღმასრულებლების კომპენსაციის სტრუქტურა დიდწილად დაკავშირებულია კომპანიის წარმადობასთან და ვინაიდან ჯენსენ ჰუანგის კომპენსაციის დაახლოებით 78% წარმოადგენს პრემიას აქციების სახით, მათი ფასის უზარმაზარმა აღმასვლამ აღმასრულებლის კომპენსაციაც გაზარდა.

Nvidia იტყობინება, რომ ფისკალური 2024 წლისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა მთლიანი კომპენსაციის სახით $34.2 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანაზღაურებას თითქმის 60%-ით აღემატება. ამასთან, ჯენსენმა ცოტა ხნის წინ გაყიდა Nvidia-ს 120,000 აქცია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც დაახლოებით $15.25 მილიონი შეადგინა.

ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს აღმასრულებლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია, მას მოსდევს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი — აჯაი პური და ფინანსური დირექტორი — კოლეტ კრესი, რომელთაგან თითოეულის კომპენსაცია $13 მილიონს აჭარბებს.

Nvidia-ს კენჭისყრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე Tesla-ს აქციონერებმა ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდა დაამტკიცეს.

საბჭოს 12 წევრის ხელახალი არჩევა, ბუღალტრის რატიფიკაცია

აქციონერები ასევე კენჭს უყრიან კომპანიის საბჭოში 12 არსებული დირექტორის ხელახლა არჩევას, მათ შორის არის ჯენსენ ჰუანგიც.

ორი ამჟამინდელი დირექტორი, მარკ პერი და მაიკლ მაკაფერი, რომლებიც კომპანიაში, შესაბამისად, 2005 და 2015 წლიდან მუშაობენ, არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას, რაც საბჭოს 12 წევრამდე შეამცირებს.

გარდა ამისა, აქციონერები კენჭს უყრიან PwC-ის, როგორც დამოუკიდებელი რეგისტრირებული საჯარო აღრიცხვის ფირმის რატიფიცირებას ფისკალური 2025 წლისთვის. ეს კომპანია 2004 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს Nvidia-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს.

რა მოლოდინებია აქციონერთა ყოველწლიურ კრებასთან დაკავშირებით?

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Nvidia-ს წარმომადგენლებმა რაიმე ინოვაციური განცხადებები გააკეთონ. თუმცა ყოველწლიური შეხვედრა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა ჰუანგისთვის და კომპანიის სხვა ლიდერებისთვის, ხაზი გაუსვან ჩიპების მწარმოებლის მიღწევებს ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე და წარმოაჩინონ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები.

დამოუკიდებელი ფინანსური მონაცემების ფირმის — CFRA-ს ანალიტიკოსმა, ანჯელო ზინომ განაცხადა, რომ მის ფირმაში Nvidia-სგან რაიმე მნიშვნელოვან განცხადებას ან აქციების ფასზე ზეგავლენას არ მოელიან. მისი თქმით, სავარაუდოდ, Nvidia-ს მენეჯმენტი გააკეთებს კომენტარებს ხელოვნური ინტელექტის/არსებული შეთავაზებების შესახებ, მაგრამ ახალი არაფერია მოსალოდნელი.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $156.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 25 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved