• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

აგვისტო 29, 2024
in სიახლეები
გუშინ Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა კომპანიის ზრდის ტემპი შენელდა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 161%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2025 წლის მეორე კვარტალში Nvidia-ს შემოსავალმა წლიურად 122%-ით, ხოლო კვარტალურად 15%-ით მოიმატა და $30 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $28.68 მილიარდს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $28 მილიარდს.

Nvidia-ს კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) წლიურად 11%-ით ­— $0.68-მდე გაიზარდა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.64-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა წლიურად 12%-ით მოიმატა და $0.67-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.61).

აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის სეგმენტის (მოიცავს AI-ისთვის გამოყენებულ ჩიპებს) შემოსავალი წლიურად 154%-ით, ხოლო კვარტალურად 16%-ით — $26.3 მილიარდამდე გაიზარდა. ეს ახალი რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც გამოწვეულია გამოთვლითი და ჰიპერმასშტაბიანი მონაცემთა ცენტრების ოპერატორების მიერ AI-ის გამოყენების ზრდით.

Nvidia-ს სხვა სეგმენტებმა კი ასეთი შედეგები დააფიქსირა:

  • გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $2.9 მილიარდამდე გაიზარდა.
  • პროფესიონალური ვიზუალიზაციის სეგმენტის შემოსავალმა 20%-ით მოიმატა და $454 მილიონს მიაღწია
  • ავტო სეგმენტის შემოსავალმა 37%-ით — $346 მილიონამდე მოიმატა.
  • ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებელი სეგმენტის შემოსავალი 33%-ით — $88 მილიონამდე გაიზარდა.

Nvidia-ს მთლიანი მოგების მარჟა, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 70.1%-დან 75.1%-მდე გაიზარდა ძირითადად კომპანიის საფასო ძალაუფლების გამო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 78.4%-ს შეადგენდა.

შედარებისთვის, როგორი იყო ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგები?

ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი წლიურად სამზე მეტჯერ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $26.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.74 მილიარდი). კომპანიის მონაცემთა ცენტრების გაყიდვები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ — $22.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა მოხსნა რეკორდი, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა.

გასულ მეოთხედში Nvidia-ს წმინდა მოგებამ $14.88 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $5.98 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.19). ეს მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.04 მილიარდს და $0.82-ს შეადგენდა.

მაჩვენებელი ფისკალური 2025 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2024 წლის I კვ.
შემოსავალი $26.04 მილიარდი $24.74 მილიარდი $7.19 მილიარდი
განზავებული EPS $5.98 $5.19 $0.82
წმინდა მოგება $14.88 მილიარდი $12.91 მილიარდი $2.04 მილიარდი

Blackwell

მიმდინარე თვის დასაწყისში, Nvidia-ს აქციებზე, აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მღელვარებასთან ერთად, განსაკუთრებული ზეწოლა იქონია სპეციფიკურმა ნეგატიურმა სიახლემ: ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებულმა ამერიკულმა ბიზნეს პუბლიკაციამ, The Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადადებულიყო. თუმცა შემდეგ Nvidia-ს მენეჯმენტმა ეს ინფორმაცია უარყო, გუშინ კი განაცხადა, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ Blackwell ჩიპის ზოგიერთი ნიმუშის მიწოდება უკვე დაიწყო. ტექნოლოგიურ გიგანტში მოელიან, რომ მეოთხე კვარტალში წარმოების ზრდასთან ერთად Blackwell-ის შემოსავალი რამდენიმე მილიარდს მიაღწევს.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Nvidia-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 80%-ით გაიზრდება და $32.5 მილიარდს მიაღწევს. ეს არის შენელება იმ სამნიშნა პროცენტული ზრდისგან, რომელსაც Nvidia გასული 5 კვარტლის განმავლობაში აფიქსირებდა, თუმცა ინვესტორებმა დიდი ხანია იციან, რომ ამ მასშტაბის ზრდა განუსაზღვრელი ვადით ვერ გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, გუშინდელი ვარდნა აჩვენებს, რომ ბაზარი შედეგებით იმედგაცრუებული დარჩა.

აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ $50 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $150.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

რას ნიშნავს კომპანიის დაყოფა?

შემდეგი

როგორ გახდა Google ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გახდა Google ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია?

როგორ გახდა Google ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved