• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-მ კვლავ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მაისი 21, 2024
in სიახლეები
Nvidia-მ კვლავ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ [21 თებერვალი], ბაზრის დახურვის შემდეგ, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 239%-ით გაუმჯობესდა.

აქციების ფასის მატება დიდწილად განპირობებულია როგორც კვარტალური შედეგებით, ისე ძლიერი პროგნოზებით ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლისთვის.

Nvidia-ს საკვანძო კვარტალური მაჩვენებლები

მაჩვენებელი ფისკალური 2023 წლის IV კვარტალი ფისკალური 2024 წლის IV კვარტალი წლიური ცვლილება
შემოსავალი $6.05 მილიარდი $22.10 მილიარდი 265%
*GAAP საოპერაციო შემოსავალი $1.26 მილიარდი $13.62 მილიარდი 983%
GAAP წმინდა მოგება $1.41 მილიარდი $12.29 მილიარდი 769%
კორექტირებული წმინდა მოგება $2.17 მილიარდი $12.84 მილიარდი 491%
GAAP მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.57 $4.93 765%
კორექტირებული EPS $0.88 $5.16 486%

წყარო: Nvidia

*GAAP — ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები.

ინვესტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კორექტირებულ მაჩვენებლებზე, რადგან ისინი ერთჯერად ხარჯებს გამორიცხავს.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ გასულ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი $20.62 მილიარდს მიაღწევდა, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) — $4.63-ს. თავად კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზები კი ასეთი იყო: შემოსავალი — $20 მილიარდი; კორექტირებული EPS — $4.46.

პლატფორმების წარმადობა

პლატფორმა ფისკალური 2024 წლის IV კვარტლის შემოსავალი წლიური ცვლილება კვარტალური ცვლილება
მონაცემთა ცენტრები $18.4 მილიარდი 409% 27%
ვიდეოთამაშები $2.9 მილიარდი 56% უცვლელი
პროფესიონალური ვიზუალიზაცია $463 მილიონი 105% 11%
ავტომობილების წარმოება $281 მილიონი (4%) 8%
ორიგინალური აღჭურვილობის წარმოება და სხვა $90 მილიონი 7% 23%
ჯამი $22.1 მილიარდი 265% 22%

წყარო: Nvidia

მონაცემთა ცენტრების სეგმენტის შემოსავალი, რომელმაც კიდევ ერთი კვარტალური რეკორდი დაამყარა, ზრდა განაგრძო. ასე რომ, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ბიზნესი სულ უფრო ვითარდება. ფისკალურ მეოთხე კვარტალში ეს სეგმენტი Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 83%-ს შეადგენდა.

სეგმენტის წარმადობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ „მეოთხე კვარტალში ჩინეთში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-ის მთავრობის ლიცენზირების მოთხოვნების გამო“, როგორც Nvidia-ს ფინანსურმა დირექტორმა — კოლეტ კრესმა განაცხადა. ისტორიულად ჩინეთზე კომპანიის მონაცემთა ცენტრების შემოსავლების დაახლოებით 20%-25% მოდიოდა 2023 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ჩიპების ექსპორტზე მთავრობის შეზღუდვები გაფართოვდა.

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა:

„დაჩქარებულმა გამოთვლებმა და გენერაციულმა AI-მ გარდამტეხ წერტილს მიაღწია. მოთხოვნა იზრდება კომპანიებში, ინდუსტრიებსა და ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს მონაცემთა ცენტრების პლატფორმას ამუშავებს მზარდი მრავალფეროვანი დრაივერები — მოთხოვნა მონაცემთა დამუშავებაზე, AI ტრენინგზე და AI გადაწყვეტებზე ქლაუდ სერვისების და გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU) სპეციალიზებული დიდი პროვაიდერებისგან, ასევე საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფისგან და სამომხმარებლო ინტერნეტ კომპანიებისგან. ვერტიკალური ინდუსტრიები — ავტომობილების წარმოება, ფინანსური სერვისების და ჯანდაცვის ლიდერობით — ახლა მრავალმილიარდიან დონეზეა ასული“.

Nvidia Stock

პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Nvidia-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში (სრულდება აპრილის ბოლოს) კომპანიის შემოსავალი წლიურად 234%-ით — $24 მილიარდამდე გაიზრდება. Nvidia-ში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS 396%-ით გაუმჯობესდება და $5.41-ს მიაღწევს.

უოლ სტრიტის პროგნოზები კი ასეთია: შემოსავალი $22.1 მილიარდი; კორექტირებული EPS — $4.99.

ანალიტიკოსების შეფასებები

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $675.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $807.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $575.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

2023 წელს Wix.com-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

შემდეგი

Amazon ცნობილ ინდექსს — Dow Jones Industrial Average-ს შეუერთდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Amazon ცნობილ ინდექსს — Dow Jones Industrial Average-ს შეუერთდება

Amazon ცნობილ ინდექსს — Dow Jones Industrial Average-ს შეუერთდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved