• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მაისი 23, 2024
in სიახლეები
Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რადგან, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე, მონაცემთა ცენტრების გაყიდვებმა რეკორდულად მოიმატა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 97%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი წლიურად სამზე მეტჯერ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $26.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.74 მილიარდი). კომპანიის მონაცემთა ცენტრების გაყიდვები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ — $22.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა მოხსნა რეკორდი, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა.

გასულ მეოთხედში Nvidia-ს წმინდა მოგებამ $14.88 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $5.98 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.19). ეს მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.04 მილიარდს და $0.82-ს შეადგენდა.

მაჩვენებელი ფისკალური 2025 წლის I კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2024 წლის I კვ.
შემოსავალი $26.04 მილიარდი $24.74 მილიარდი $7.19 მილიარდი
განზავებული EPS $5.98 $5.19 $0.82
წმინდა მოგება $14.88 მილიარდი $12.91 მილიარდი $2.04 მილიარდი

გარდა რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისა, Nvidia-ს მენეჯმენტმა დააანონსა აქციების დაყოფა 1/10 პროპორციით. ეს იმას ნიშნავს, რომ აქციონერები დამატებით 9 აქციას მიიღებენ თითოეული აქციისთვის, რომელიც დაყოფამდე ჰქონდათ. ჩიპების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციების დაყოფა ხელს შეუწყობს მათ ხელმისაწვდომობას თანამშრომლებისთვის და ინვესტორებისთვის.

ის ინვესტორები, რომლებიც 6 ივნისის მდგომარეობით Nvidia-ს აქციონერთა შორის იქნებიან, პარასკევს, 7 ივნისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპანიის დამატებით 9 ჩვეულებრივ აქციას მიიღებენ. უკვე დაყოფილი აქციები საფონდო ბირჟა ხელმისაწვდომი 10 ივნისიდან იქნება.

გარდა ამისა, Nvidia-ს მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის $0.04-დან $0.10-მდე გაზრდა დააანონსა.

„მორიგი ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო — კომპანიები და ქვეყნები თანამშრომლობენ NVIDIA-სთან, რათა ტრილიონი დოლარის ღირებულების ტრადიციული მონაცემთა ცენტრები დაჩქარებული გამოთვლებით ჩაანაცვლონ და ააშენონ ახალი ტიპის AI ქარხნები, რათა აწარმოონ ახალი საქონელი: ხელოვნური ინტელექტი“ — განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $949.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,077-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $850.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დღეს, სავაჭრო საათების დაწყებამდე, Target-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

სამშაბათს AutoZone-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
სამშაბათს AutoZone-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

სამშაბათს AutoZone-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved