• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

სამშაბათს AutoZone-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მაისი 23, 2024
in სიახლეები
სამშაბათს AutoZone-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა
გაზიარება

სამშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, AutoZone-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა მას შემდეგ ავტონაწილების საცალო გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში AutoZone-ის შემოსავალი წლიურად 3.5%-ით — $4.2 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.86 მილიარდს. მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი 7.5%-ით მოიმატა და $36.69-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს, რომელიც $28.89-ს შეადგენდა.

ზოგიერთ საშინაო სეგმენტში არსებული გამოწვევების მიუხედავად, გასულ კვარტალში AutoZone-მა სოლიდური ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო ბაზრის ზრდამ და მთლიანი მოგების მარჟის გაუმჯობესებამ.

მაჩვენებელი 2024 წლის III კვ. ანალიტიკოსების პროგნოზი 2023 წლის III კვ. წლიური ცვლილება
განზავებული EPS $36.69 $28.89 $34.12 7.5%
შემოსავალი $4.2 მილიარდი $3.86 მილიარდი $4.1 მილიარდი 3.5%
მთლიანი მოგების მარჟა 53.5% არ არის ცნობილი 52.5% 102 პროცენტული პუნქტი
საოპერაციო ხარჯები, როგორც გაყიდვების პროცენტი 32.2% არ არის ცნობილი 31.5% 70 პროცენტული პუნქტი

კომპანიის მიმოხილვა

AutoZone არის ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის კომპანია, რომელიც შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ბრაზილიაში ოპერირებს. AutoZone მომხმარებლებს სთავაზობს ახალ და გადამუშავებულ საავტომობილო მყარ ნაწილებს, ტექნიკურ საშუალებებს, აქსესუარებს და არასაავტომობილო პროდუქტებს. AutoZone ემსახურება როგორც DIY (თავად გააკეთე) მომხმარებლებს, ისე კომერციულ კლიენტებს.

ბოლო კვარტლებში კომპანია ფოკუსირებულია მაღაზიების ქსელის გაფართოებაზე, ციფრული და მრავალარხიანი სტრატეგიის გაძლიერებაზე, რათა მზარდი ონლაინ მაღაზიების მომხმარებელთა ბაზას მოემსახუროს.

AutoZone-ის წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს მაღაზიების ქსელის გაფართოებას, კომერციული გაყიდვების პროგრამებს, მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობას, პროდუქტებისა და სერვისების დიფერენციაციას, გაძლიერებულ ციფრულ სტრატეგიას.

კვარტლის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები

გასულ კვარტალში AutoZone-მა გახსნა 32 ახალი მაღაზია აშშ-ში, 12 — მექსიკაში და ერთი — ბრაზილიაში. შედეგად, კომპანიის მაღაზიების მთლიანი რაოდენობა 7,236-მდე გაიზარდა. თუმცა საშინაო comps1 (ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები) უცვლელი დარჩა, რაც ბაზრის პოტენციურ გაჯერებაზე მიუთითებს. საერთაშორისო დონეზე კი ეს მაჩვენებელი წლიურად 18.1%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია ლოკაციების მუდმივი გაფართოებით, ამასთან ბაზარზე შეღწევის ეფექტიანი სტრატეგიით მექსიკასა და ბრაზილიაში.

საშინაო კომერციული გაყიდვების პროგრამის შემოსავალი წლიურად 3.3%-ით — $1.15 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ საშუალო გაყიდვები კვირაში, თითო პროგრამაზე, 2.4%-ით — $16,400-მდე შემცირდა. ეს ამ სეგმენტში კონკურენტულ ზეწოლაზე მიუთითებს.

მთლიანი მოგების მარჟა 102 საბაზისო პუნქტით — 53.5%-მდე გაუმჯობესდა. ამავდროულად, საოპერაციო ხარჯები გაყიდვების 31.5%-დან 32.2%-მდე გაიზარდა, ძირითადად მაღაზიის სახელფასო ხარჯების მატების გამო. AutoZone-ის ინვენტარი წლიურად 8%-ით გაიზარდა. კვარტლის ბოლოს, კომპანიის თითო ლოკაციაზე არსებული ინვენტარის ღირებულებამ $851,000-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $810,000 შეადგინა.

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში AutoZone-მა $734.7 მილიონის ღირებულების 242,000 აქცია გამოისყიდა. კვარტლის ბოლოს კომპანიას, პროგრამის ფარგლებში, $1.4 მილიარდის ღირებულების აქციები ჰქონდა დარჩენილი გამოსასყიდად.

მომავლის პერსპექტივა

მენეჯმენტმა მომავალი კვარტლებისთვის პოზიტიური პერსპექტივა წარმოადგინა. AutoZone-ში ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ბაზრის სიძლიერეს და სტრატეგიულ ინიციატივებს. აღიარებულ იქნა ისეთი გამოწვევები, როგორებიც არის საშინაო ბაზრის პირობები და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები. AutoZone-ის მენეჯმენტი მიზნად ისახავს ინვენტარის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაძლიერებას, საშინაო კომერციული ბიზნესის დაჩქარებას და ზაფხულის გაყიდვების საკვანძო სეზონზე მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AutoZone-ის აქციებს?

AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,773.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3,224-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,450-ს, ხოლო მინიმალური — $2,600.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AutoZone-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

შესაძლოა, ჩინეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდოს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, ჩინეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდოს

შესაძლოა, ჩინეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდოს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved