• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ხვალ Netflix კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

ივლისი 17, 2024
in სიახლეები
ხვალ Netflix კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
გაზიარება

Netflix (NFLX) 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. ინვესტორები, სავარაუდოდ, დიდი ინტერესით დააკვირდებიან, შეძლებს თუ არა ვიდეო სტრიმინგის გიგანტი გამომწერების რაოდენობის გაზრდას სპორტული გასართობი შეთავაზებების გაფართოების ფონზე.

წლის დასაწყისიდან Netflix-ის აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით არის გაუმჯობესებული.

როგორი მოლოდინებია უოლ სტრიტზე?

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Netflix-ის 2024 წლის მეორე კვარტლის შემოსავალი $9.51 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიურად 16.1%-იან ზრდას გულისხმობს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ კომპანიის წმინდა მოგება $2.1 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $4.74-ს შეადგენს. ეს პროგნოზები ჩამორჩება წინა კვარტლის მაჩვენებლებს, თუმცა ბევრად აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებმაც, შესაბამისად, $1.5 მილიარდი და $3.29 შეადგინა.

მაჩვენებელი  ანალიტიკოსების პროგნოზი 2024 წლის II კვარტლისთვის 2024 წლის I კვ. 2023 წლის II კვ.
შემოსავალი $9.51 მილიარდი $9.37 მილიარდი $8.19 მილიარდი
განზავებული EPS $4.74 $5.28 $3.29
წმინდა მოგება $2.1 მილიარდი $2.3 მილიარდი $1.5 მილიარდი

საკვანძო მაჩვენებელი — გამომწერების რაოდენობის ზრდა

Netflix-ის ინვესტორებს აინტერესებთ, რამდენად შეძლებს კომპანია, გამომწერების რაოდენობის ზრდა განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში სტრიმინგ კომპანიის გამომწერების რიცხვმა წლიურად 16%-ით მოიმატა და 269.6 მილიონს მიაღწია.

Netflix-ის გამომწერების ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მომხმარებლებს შორის პაროლების გაზიარების პრაქტიკა აკრძალა. საინვესტიციო ბანკის — JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Netflix-ის გამომწერების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან კომპანია მომხმარებელთა ბაზას საერთაშორისო დონეზე აფართოებს და ამატებს ახალ კონტენტს, რათა გამომწერებს მეტი სპორტული გასართობი პროგრამა შესთავაზოს. ანალიტიკოსების ვარაუდით, Netflix-ს მეორე კვარტალში 5 მილიონი წმინდა ახალი გამომწერის დამატება შეუძლია.

სპორტული გასართობი კონტენტი

ბოლო თვეებში Netflix-ის მენეჯმენტმა დააანონსა არაერთი გარიგება, რომლის მიზანიც სპორტული შეთავაზებების გაფართოებაა. ამერიკული სტრიმინგ კომპანიისა და WWE-ს (World Wrestling Entertainment) მშობელი კომპანიის — TKO Group Holdings-ის წარმომადგენლებმა იანვარში განაცხადეს, რომ „RAW“, WWE-ს მოწინავე ყოველკვირეული შოუ, 2025 წელს Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.

ოთხი თვის შემდეგ, აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგა დათანხმდა NFL თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას Netflix-ზე მომდევნო სამ შობის დღესასწაულზე.

შესაძლოა, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას Netflix-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სპორტული კონტენტის მიმართულებით განვითარების შესახებ. JPMorgan-ის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ Netflix თავის პორტფელს მეტ სპორტულ კონტენტს დაამატებს, რადგან კომპანია გამომწერების ბაზისა და რეკლამების გაყიდვების გაზრდაზე მუშაობს.

წინა კვარტალური ანგარიში

2024 წლის პირველ კვარტალში Netflix-ის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე — $5.28-ს. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $9.27 მილიარდს და $4.51-ს შეადგენდა.

Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ფასიანი სერვისის გამომწერების რაოდენობა წლიურად 16%-ით ­— 269.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $648.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $668.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 16 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლები Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Microsoft-ისა და Hitachi-ის წარმომადგენლები მრავალმილიარდიან AI პარტნიორობას აანონსებენ

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლები Microsoft-თან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved