• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Microsoft Xbox-ის განყოფილებიდან 650 თანამშრომელს ათავისუფლებს

სექტემბერი 13, 2024
in სიახლეები
Microsoft Xbox-ის განყოფილებიდან 650 თანამშრომელს ათავისუფლებს
გაზიარება

გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft (MSFT) Xbox-ის განყოფილებიდან 650 თანამშრომელს ათავისუფლებს. ეს სამუშაო ძალის შემცირების მესამე რაუნდია მას შემდეგ, რაც გასულ ოქტომბერში ტექნოლოგიურმა გიგანტმა Activision Blizzard-ის შესყიდვის $69-მილიარდიანი გარიგება დახურა.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Xbox-ის ხელმძღვანელმა — ფილ სპენსერმა განაცხადა, რომ დაზარალებული თანამშრომლები ძირითადად კორპორატიულ და დამხმარე ფუნქციებში არიან ჩართულნი და არა — ვიდეო თამაშების განვითარებაში. „ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არცერთი თამაში, მოწყობილობა ან გამოცდილება არ გაუქმდება და არც ერთი სტუდია არ დაიხურება“ — დასძინა სპენსერმა.

Microsoft-მა Activision Blizzard 2023 წელს შეიძინა. ეს უკანასკნელი უშვებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ თამაშებს, როგორებიც არის, მაგალითად, World of Warcraft და Call of Duty. ფილ სპენსერის თქმით, შესყიდვის გარიგების წარმატებით დახურვის შემდეგ, Microsoft-ის მენეჯმენტი ცდილობდა, ახალი გუნდის შემოერთებასთან დაკავშირებული შეფერხება მინიმალური ყოფილიყო და თანამშრომლებს საქმის საუკეთესოდ გაკეთების საშუალება მისცემოდათ. Xbox-ის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების უახლესი რაუნდი ეხება Activision Blizzard-ის შესყიდვის შემდგომი გუნდის სტრუქტურის მოწესრიგებას და ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების გზაზე შენარჩუნებას.

Microsoft-ის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვიდეო თამაშების დეველოპერებს პრობლემები აქვთ

Microsoft-მა წელს მნიშვნელოვნად შეამცირა სამუშაო ძალა Xbox-ის განყოფილებაში. იანვარში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გეიმინგ სექტორში 1,900 თანამშრომლის, ანუ განყოფილების დაახლოებით 9%-ის, გათავისუფლება იგეგმებოდა. მაისში, კომპანიამ დახურა Bethesda-ს მრავალი გეიმინგ სტუდია. ეს უკანასკნელი Microsoft-ის მფლობელობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან Bethesda-ს მშობელი კომპანია  — ZeniMax 2021 წელს შეიძინა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ გარიგებაში $7.5 მილიარდი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში პრობლემები მხოლოდ Microsoft-ს არ აქვს. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Take-Two Interactive Software-მა (TTWO) (კომპანია, რომელიც Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის უკან დგას) მაისში ვიდეო თამაშების ორი სტუდია დახურა. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში Sony-ის (SONY) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო თამაში Concord Playstation 5-ის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე ხელმისაწვდომი აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ თამაში ახლახან, 23 აგვისტოს, გამოვიდა, თუმცა მისი ხმარებიდან ამოღების გადაწყვეტილება არასასურველი შედეგების გამო იქნა მიღებული.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $427.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $502.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.8%-იან ზრდას გულისხმობს.  კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

კომპიუტერული თამაშებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე — Nvidia-ს ევოლუციური მოგზაურობა

შემდეგი

აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა

აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved