• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Microsoft კვარტალურ დივიდენდებს 10%-ით გაზრდის და $60 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის

სექტემბერი 17, 2024
in სიახლეები
Microsoft კვარტალურ დივიდენდებს 10%-ით გაზრდის და $60 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის
გაზიარება

გუშინ Microsoft-ის (MSFT) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ $60 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა და კვარტალური დივიდენდის 10%-იანი ზრდა დაამტკიცა.

ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Microsoft-ის კვარტალური დივიდენდი $0.75-დან $0.83-მდე მოიმატებს. გაზრდილ დივიდენდებს 12 დეკემბრიდან მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 21 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნებიან.

Microsoft-ში ასევე განაცხადეს, რომ აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება.

Microsoft-ის მმართველმა გუნდმა დივიდენდის გაზრდის და აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური გიგანტი განიცდის ზეწოლას, წარმოაჩინოს თავისი AI დანახარჯების სარგებლიანობა ინვესტორებისთვის. ივლისში Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ კომპანია აპირებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები გაზარდოს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც, მენეჯმენტის თქმით, აღემატება Microsoft-ის ამჟამინდელ შესაძლებლობებს.

კიდევ ერთი სიახლე

Microsoft, მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებული კომპანიაა — ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3.2 ტრილიონს აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ისარგებლა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზრის ბუმით. Microsoft დამკვიდრდა, როგორც ადრეული AI ლიდერი ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან უწყვეტი პარტნიორობის წყალობით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა აჩვენა უნარი, განავითაროს თავისი ბიზნეს აპლიკაციები, როგორებიც არის Teams, Word და Outlook.

გუშინ, თავის „Wave 2“ ღონისძიებაზე, Microsoft-მა ასევე წარმოადგინა რამდენიმე ახალი AI ფუნქცია და Copilot AI ასისტენტის განახლებები. ზოგიერთი განახლება მოიცავს Copilot-ის ზოგად ხელმისაწვდომობას Excel-ში, OneDrive-ში და Outlook-ის ფუნქციას, რომელიც ელექტრონული წერილის შინაარსის შეჯამებაში გვეხმარება.

გუშინდელი მოვლენების შემდეგ, Jefferies-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი Microsoft-ს განიხილავენ, როგორც „AI-ის ტოპ ბენეფიციარს“. მათ ხაზი გაუსვეს ბაზრის მიერ Copilot-ის ძლიერი ათვისების ადრეულ ნიშნებს და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $431.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.2%-იან ზრდას გულისხმობს.  კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რას უნდა მოველოდეთ ამ კვირაში ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის შეხვედრებისგან?

შემდეგი

Intel-მა პენტაგონთან $3.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Intel-მა პენტაგონთან $3.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია

Intel-მა პენტაგონთან $3.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved