გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა (EU) გადაწყვიტა, შეწყვიტოს ოფიციალური გამოძიება Microsoft-ის მიერ OpenAI-ში ინვესტირებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ამან შეამსუბუქოს ეჭვები, რომ მარეგულირებლის მოქმედებები პარტნიორებს კავშირების შესუსტებას აიძულებს იმის ფონზე, რომ მთავრობები დიდი ტექნოლოგიური კომპანიების AI (ხელოვნური ინტელექტი) პარტნიორობებს და მათ კონკურენციაზე ზემოქმედებას განიხილავენ.
გუშინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, Microsoft-ის OpenAI-ში ინვესტიცია, ევროკავშირის ოფიციალურ გამოძიებას არ დაექვემდებარება, რადგან ის პროცესის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
Microsoft-ის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და რაიმე განცხადება არც ევროკომისიას გაუვრცელებია.
მიმდინარე წლის 9 იანვარს ევროკომისიამ დაიწყო გამოძიება მსხვილ AI მოთამაშეებს შორის არსებული შეთანხმებების გავლენაზე ბაზარსა და კონკურენტულ გარემოზე. მათ შორის განიხილებოდა Microsoft-ისა და OpenAI-ის პარტნიორობაც. მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასევე განხილულ იქნება Microsoft-ის ინვესტიცია ფრანგულ AI სტარტაპ Mistral AI-ში.
თუმცა აღსანიშნავია, რომ Microsoft-ისა და OpenAI-ის პარტნიორობამ 2023 წლის ბოლოს მიიპყრო კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) ყურადღება ბრიტანეთში, ხოლო 2024 წლის იანვარში მისი განხილვა დაიწყო ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) აშშ-ში. ეს კი აღძრავს ეჭვებს, რომ, შესაძლოა, OpenAI-ისა და Microsoft-ის თანამშრომლობა კავშირების შესუსტების საფრთხის ქვეშ დადგეს.
ევროკავშირის რეგულაციები
მარტში ევროკავშირმა დაამტკიცა ხელოვნური ინტელექტის აქტი, რომელიც, მმართველი ორგანოს განცხადებით, „უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებებთან შესაბამისობას, ამავდროულად აძლიერებს ინოვაციას“ სხვა საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის დაცვისა და ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გამოყენების შეზღუდვის საშუალებით.
სავარაუდოდ, რეგულაცია ამოქმედდება ამჟამინდელი საკანონმდებლო ასამბლეის დაშლამდე — მიმდინარე წლის 6-9 ივნისის პერიოდში ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგადაც ევროპარლამენტი ახალი წევრებით დაკომპლექტდება. შემდეგ კანონი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს საბჭომ.
ხელოვნური ინტელექტის აქტი იქმნება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი, კონკურენციის ხელშეწყობის გზით, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების გაუქმებაზე მუშაობს.
ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომელიც ძალაში 7 მარტს შევიდა, ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $412.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $477.36s-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.