• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Macy’s-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

ნოემბერი 17, 2023
in სიახლეები
Macy’s-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Macy’s-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი უნივერსალური მაღაზიების ქსელის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 34%-ით არის შემცირებული.

Macy’s-მა მოახერხა ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბება, რადგან კომპანიის მარჟები გაუმჯობესდა, ამასთან შემცირდა ხარჯები და მარაგები.

ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში საცალო ვაჭრობის კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 7%-ით გაიზარდა და $4.86 შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.21-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, ასეთი იყო: შემოსავალი — $4.79 მილიარდი; კორექტირებული EPS — -$0.0005.

გარდა ამისა, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.15 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს $0.13-ით გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ Macy’s-ის მთლიანი მოგების მარჟა 160 საბაზისო პუნქტით (bps) — 40.3%-მდე გაიზარდა, საქონლის მთლიანმა მარჟამ კი 110 bps-ით მოიმატა Macy’s-ის ბრენდის ფასების მცირე კლებისა და ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შემცირების გამო.

Macy’s Stock

გარდა ამისა, კომპანიამ გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები $48 მილიონით — $2 მილიარდამდე შეამცირა, რაც მიმდინარე ხარჯების დისციპლინაზე მიუთითებს.

ამასთან, Macy’s-მ მარაგები 6%-ით შეამცირა, აღმასრულებელმა დირექტორმა — ტონი სპრინგმა კი აღნიშნა, რომ კომპანია სადღესასწაულო პერიოდს მარაგების ჯანსაღი დონით იწყებს.

რაც შეეხება მომავალს, Macy’s-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები $22.9-$23.2 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $2.88-$3.13-ს. ეს დიაპაზონები აღემატება წინა პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $22.8-$23.2 მილიარდს და $2.70-$3.20-ს შეადგენდა.

Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

Viber-ში Investhub-ის სტიკერები გამოჩნდა!

შემდეგი

მომავალი წლიდან Amazon ავტომობილებსაც გაყიდის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მომავალი წლიდან Amazon ავტომობილებსაც გაყიდის

მომავალი წლიდან Amazon ავტომობილებსაც გაყიდის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved