• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მომავალი წლიდან Amazon ავტომობილებსაც გაყიდის

ნოემბერი 17, 2023
in სიახლეები
მომავალი წლიდან Amazon ავტომობილებსაც გაყიდის
გაზიარება

გუშინ, 2023 წლის ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, Amazon-ისა და Hyundai Motor Group-ის წარმომადგენლებმა დააანონსეს პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის გიგანტი მომავალი წლიდან აშშ-ის მომხმარებლებზე ავტომობილებს გაყიდის. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კი დათანხმდა, გამოიყენოს Amazon Web Services (AWS), როგორც უპირატესი ქლაუდ პროვაიდერი და ჩააშენოს Alexa მოწყობილობები თავის შემდეგი თაობის ავტომობილებში.

პარტნიორობის შესახებ განცხადებაში Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ავტომობილების ონლაინ გაყიდვის პროგრამის წამოწყებას აშშ-ში.

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ თქვა, რომ ეს პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეუკვეთონ Hyundai-ის ავტომობილები მარტივად და ისინი ადგილობრივი სადილერო კომპანიიდან გამოიყვანონ. Alexa-ს გამოყენება Hyundai-ის მანქანებში კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა გასართობ სერვისებზე, შოპინგზე, ჭკვიანი სახლის და კალენდრის შემოწმების ფუნქციებზე.

Amazon Stock

მომხმარებლები შეძლებენ Amazon-ის პლატფორმაზე აღმოაჩინონ თავიანთ ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები კონკრეტული პრეფერენციების საფუძველზე, როგორებიც არის მოდელი, ფერი და სხვა მახასიათებლები.

Amazon-ისა და Hyundai Motor Group-ის პარტნიორობის შესახებ სიახლემ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია. ავტომობილების ონლაინ სადილერო კომპანიების — Carvana-სა და CarMax-ის აქციებმა გუშინ ღირებულების 5%-ზე მეტი დაკარგა.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $143.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს.

წინა

Macy’s-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

შემდეგი

ვინ არის კენეთ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

კვარტალური ანგარიშის შემდეგ GameStop-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს
სიახლეები

Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ C3.ai-ს აქციების ფასი თითქმის 11%-ით შემცირდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა
სიახლეები

გუშინ Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა
სიახლეები

Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა

by Giorgi
დეკემბერი 8, 2023
მეტი
შემდეგი
ვინ არის კენეთ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის კენეთ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის კარლ აიკანი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • კვარტალური ანგარიშის შემდეგ GameStop-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა
  • Amazon PayPal-ის მფლობელობაში არსებულ Venmo-სთან აღარ ითანამშრომლებს

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved