• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უნდა ველოდოთ თუ არა Bull Market-ს 2023 წელს — რას გვიჩვენებს ისტორია?

დეკემბერი 27, 2022
in სიახლეები
უნდა ველოდოთ თუ არა Bull Market-ს 2023 წელს — რას გვიჩვენებს ისტორია?
გაზიარება

ახალ წელს ვუახლოვდებით და ინვესტორებს შორის პესიმისტური განწყობა მძვინვარებს. ამ წელმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ხანგრძლივი bear market მოიტანა. აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს ინარჩუნებს. მსხვილი კომპანიები თანამშრომლებს ათავისუფლებენ, მომხმარებლები კი ხარჯვას ამცირებენ.

მაგრამ ერთი ძველი, საინტერესო გამონათქვამი არსებობს: „გათენებამდე ყოველთვის ყველაზე მეტად ბნელა“. წარსულის ზედმიწევნითი გამოკვლევაც კი გვიჩვენებს, რომ საფონდო ბირჟაზე მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს. უნდა ველოდოთ თუ არა bull market-ს 2023 წელს? აი, რას გვიჩვენებს ისტორია.

ცუდი წლის შემდეგ აღდგენის ტენდენცია

წლის დასაწყისიდან S&P 500 თითქმის 20%-ით არის შემცირებული და შესაძლებელია ინდექსმა 2022 სწორედ 20%-იანი ვარდნით დაასრულოს. 1928 წლიდან ეს მხოლოდ ექვსჯერ მოხდა და აქედან ოთხ შემთხვევაში, მომდევნო წელს ინდექსმა 20%-ზე მაღალი ანაზღაურება მოიტანა.

წელი S&P 500-ის კლება S&P 500-ის ცვლილება მომდევნო წელს
1930 (28.5%) (47.1%)
1931 (47.1%) (15.2%)
1937 (38.6%) 25.2%
1974 (29.7%) 31.6%
2002 (23.4%) 26.4%
2008 (38.5%) 23.5%

გაითვალისწინეთ, რომ ორი გამონაკლისი, როდესაც S&P 500 წინა წელს მინიმუმ 20%-იანი კლების შემდეგ, რეალურად წლის განმავლობაში შემცირდა, დაფიქსირდა დიდი დეპრესიის ადრეულ პერიოდში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ინვესტორების რაოდენობის ზრდა.

დიდი დეპრესიის დასრულების შემდგომ პერიოდში, ასევე არსებობს მკაფიო აჩქარების ტენდენცია ცუდი წლის შემდეგ. S&P 500-მა 1940-დან 2021 წლამდე 23-ჯერ დაასრულა წელი ნეგატიურ ტერიტორიაზე. აქედან 19 შემთხვევაში, ინდექსი მომდევნო წელს გაიზარდა.

წელი S&P 500-ის კლება S&P 500-ის ცვლილება მომდევნო წელს
1940 (15.3%) (17.9%)
1941 (17.9%) 12.4%
1946 (11.9%) 0.1%
1948 (0.7%) 10.3%
1953 (6.6%) 45%
1957 (14.3%) 38.1%
1960 (3%) 23.1%
1962 (11.8%) 18.9%
1966 (13.1%) 20.1%
1969 (11.4%) 0.1%
1973 (17.4%) (29.7%)
1974 (29.7%) 31.6%
1977 (11.5%) 1.1%
1981 (9.7%) 14.8%
1990 (6.6%) 26.3%
1994 (1.5%) 34.1%
2000 (10.1%) (13%)
2001 (13%) (23.4%)
2002 (23.4%) 26.4%
2008 (38.5%) 23.5%
2011 (0.1%) 13.4%
2015 (0.7%) 9.5%
2018 (6.2%) 28.9%

S&P 500-ის საშუალო ზრდა შემცირების შემდეგ წელს 12.8%-ია. უმეტეს შემთხვევაში, ინდექსი კლების შემდეგ მრავალწლიან ზრდას განაგრძობდა. ეს განსაკუთრებით მართალი იყო დიდი რეცესიის შემთხვევაში, როდესაც ბაზრის მკვეთრი ვარდნა 2007 წლის ბოლოდან 2009 წლის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. ამის შემდეგ საფონდო ბირჟაზე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი bull market დაფიქსირდა.

Bull Market

რეცესიის წლის ნიმუში

ამჟამად საკმაოდ გავრცელებულია შიში იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, რეცესია დადგეს: კონფერენციის საბჭოს მიერ ახლახან გამოკითხული აღმასრულებელი დირექტორიების 98% ფიქრობს, რომ მომდევნო 12-დან 18 თვემდე პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში შევა. ეს პესიმიზმი მხოლოდ უმაღლესი ხელმძღვანელობით არ შემოიფარგლება. Bloomberg News-ის გამოკითხვამ, რომელიც ადრეულ დეკემბერში ჩატარდა, გამოავლინა, რომ ხუთი ეკონომისტიდან ოთხი 2023 ან 2024 წელს რეცესიას მოელის.

როგორ მუშაობდა საფონდო ბირჟა ისტორიულად რეცესიის დროს? კარგად არა. ქვემოთ ნაჩვენები სქემა მოგვითხრობს ამბავს. პერიოდები, როდესაც აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში იყო, ნაცრისფრად არის აღნიშნული.

S&P 500 (^SPX) Level % Off High

S&P 500, რეცესიის უმეტესი შემთხვევების დროს, დაეცა. ზოგიერთ შემთხვევაში, კლება განსაკუთრებით მკვეთრი იყო. თუმცა, რეცესიის პერიოდში აქციების ფასები ყოველთვის არ მცირდება. მაგალითად, 1980 და 1990-1991 წლების რეცესიის დროს, S&P 500 გაიზარდა.

 

დადგება 2023 წელს Bull Market?

მართალია, კლებადი წლის შემდეგ, S&P 500, როგორც წესი, იზრდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. და თუ რეცესია ახლოსაა, საფონდო ბირჟის დაცემის შანსები საკმაოდ მაღალია.

დღევანდელ პირობებსა და წარსულ პერიოდებს შორის მსგავსება არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მაღალი ინფლაცია 1970-იანი და 1980-იანი წლების დასაწყისშიც იყო. თუმცა დღევანდელ ეკონომიკაში და საფონდო ბირჟაზე, წინა წლებისგან განსხვავებული ფაქტორებიც საკმაოდ არის.

2023 წელს bull ბაზრის პოტენციალი ბევრად უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს, ვიდრე იმაზე, რაც უკვე მოხდა. დასკვნა: მომავალი წარსულით არ არის ნაკარნახევი. თუმცა, bull market ადრე თუ გვიან დადგება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის ამჟამინდელმა ვარდნამ შეიძლება მომთმენ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი შესაძლებლობები შესთავაზოს.

წინა

Amazon-ის სარეკლამო ბიზნესს ზრდისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Blucora-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Blucora-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Blucora-ს აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved