• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა

თებერვალი 14, 2024
in სიახლეები
გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა
გაზიარება

აშშ-ში, იანვრის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსით (CPI)1 გაზომილი ცხოვრების ღირებულება წლიურად 3.1%-ით გაიზარდა (დეკემბერში — 3.4%-ით). აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2023 წლის ივნისის შემდეგ. Dow Jones Newswires-ისა და Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, წლიური ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2.9%-იანი მაჩვენებელი, რომელსაც ექსპერტები პროგნოზირებდნენ.

გასულ თვეში, დეკემბერთან შედარებით, სეზონური კორექტირების საფუძველზე, ბენზინის ფასები შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო მთლიანი ინფლაციის დონის კლებას საკვებსა და თავშესაფარზე ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად. დეკემბრიდან იანვრამდე სურსათზე ფასი 0.4%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი თვიური მატებაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგიის ფასებს გამორიცხავს, წლიურად ოდნავ შემცირდა — 3.9%-მდე (ანალიტიკოსების პროგნოზი — 3.7%), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფასების ზრდა კვლავ მოსალოდნელზე უფრო მტკიცეა.

მონაცემებმა აჩვენა, რომ მაღალი ინფლაციის დაღმავალი გზა ჯერ კიდევ დაბრკოლებებით არის აღსავსე. აშშ-ში ინფლაციამ 2021 წლის შუა პერიოდიდან დიდი ზეწოლა იქონია საოჯახო ბიუჯეტებსა და ეკონომიკაზე, 2022 წლის ივნისში კი ამ მაჩვენებელმა 9.1%-ს მიაღწია. ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მოელის ინფლაციაზე აშკარა გამარჯვების მოპოვებას, რათა შეამციროს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც, ინფლაციასთან საბრძოლველად, 22-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე შეინარჩუნა.

ინფლაციის „ჯიუტი“ მონაცემები კი ართულებს Fed-ის ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ და, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების პოტენციური შემცირების ვადებმა გადაწიოს. შეგახსენებთ, რომ მაღალი განაკვეთები ანელებს ეკონომიკას და ამცირებს ინფლაციას სესხების აღების და ხარჯვის შეზღუდვით, მაგრამ ამ დროს თავს იჩენს რეცესიის გამოწვევის რისკი.

Fed-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ინფლაცია წლიური 2%-იანი მაჩვენებლისკენ მიემართება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საპროცენტო განაკვეთების შემცირება. რეცესიისა და სამუშაო ძალის მასიური გათავისუფლების შესახებ შიშები ბოლო დროს გაქრა, რადგან აშშ-ის ეკონომიკურმა მწარმოებლურობამ და შრომის ბაზრის შედეგებმა საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეაჩერა.

„იანვრის ინფლაციის ეს „ძალიან ცუდი“ ანგარიში, აშშ-ის პირველი კვარტლის მდგრად ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დამაეჭვებელი უნდა იყოს Fed-ისთვის. ეს მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბაზრის პროგნოზებს ამ წელს საპროცენტო განაკვეთების აგრესიული და ადრეული შემცირების შესახებ“ — განაცხადა სკოტ ანდერსონმა, BMO Capital Markets-ის მთავარმა ეკონომისტმა.

ბაზრის მოლოდინი იმის შესახებ, რომ Fed საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს, CPI-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, დაეცა. ბაზრის მონაწილეები მანამდე ვარაუდობდნენ, რომ Fed-ის მიერ მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის შეხვედრაზე განაკვეთების შემცირების შანსი 57% იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი ახლა 39%-მდე შემცირდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ ინფლაცია კლებას განაგრძობს და Fed-ის სამიზნე მაჩვენებლისკენ მიემართება. ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყება წლის შუა პერიოდში, მაგრამ დღევანდელი მონაცემები ბაზარზე ქმნის შიშს, რომ მოვლენები ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო“ — განაცხადა ელისე ოსენბაუმ, J.P. Morgan Global Wealth Management-ის გლობალურმა საინვესტიციო სტრატეგმა.

გუშინ აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელმა ორთვიან მაქსიმუმს — 4.25%-ს მიაღწია.

ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის წინააღმდეგ პროგრესის ხაზგასმა სურდა, განაცხადა, რომ მოსალოდნელზე უარესი ანგარიში სულაც არ მიუთითებს ინფლაციის კვლავ არასწორი მიმართულებით სვლაზე. იანვრის ინფლაციის ორი მესამედი თავშესაფრებზე მოვიდა, თუმცა საცხოვრებლის ხარჯების მაჩვენებლები, როგორიცაა Zillow Rent Index, უფრო განახლებულია, ვიდრე მთავრობის მონაცემები და ის აჩვენებს, რომ 2022 წლიდან ქირის ზრდა მკვეთრად შენელდება. თეთრი სახლის ერთ-ერთმა ეკონომიკურმა მრჩეველმა კი განაცხადა, რომ ეს მონაცემები ადრე თუ გვიან აისახება სამომხმარებლო ფასების ინდექსში.


[1] სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ანუ CPI ზომავს იმ საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო ცვლილებას, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ ყიდულობენ დროთა განმავლობაში.

წინა

მიზეზები, თუ რატომ მიაღწია Disney-ის აქციებმა ახალ 52-კვირიან მაქსიმუმს

შემდეგი

რა ხდებოდა 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved