• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 13 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Shopify, Datadog, ZoomInfo Technologies და Marriott International.

Shopify

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Shopify-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. ელექტრონული კომერციის პლატფორმის შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინებზე უკეთესი იყო, თუმცა მისი აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 124%-ით გაუმჯობესდა.

ინვესტორები სულ უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რადგან შემოსავლების ზრდა აჩქარდა და კომპანიის მოგების მარჟა უმჯობესდებოდა. ეს არის ტენდენციები, რომელთა გაგრძელებასაც ბაზარი მოელოდა. თუმცა Shopify-ის მენეჯმენტის მომავლის პროგნოზები სხვა რამეზე მიგვითითებს.

შეწყვეტილი ოპერაციების ნეგატიური ზემოქმედების გამოკლებით, Shopify-ის შემოსავალი მეოთხე კვარტალში წლიურად 30%-ით — $2.14 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.08 მილიარდი). ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთლიანი გაყიდული საქონლის მოცულობის წლიურმა 23%-იანმა მატებამ. უფრო მეტიც, გასულ მეოთხედში Shopify-ის FCF-მა (თავისუფალი ფულადი ნაკადები) $446 მილიონმა შეადგინა, რაც 21%-იან მარჟაზე მიუთითებს.

Shopify

ელექტრონული კომერციის კომპანიის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.34-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.3017-ს.

ქვემოთ ნაჩვენები დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ბოლო კვარტლებში Shopify-ის ზრდა გაუმჯობესდა და მისი თავისუფალი ფულადი ნაკადები მატულობს, რაც ბოლო თვეებში ინვესტორების ოპტიმიზმს განაპირობებს.

Shopify Revenue & FCF (Quarterly YoY Growth)

უოლ სტრიტი ელოდა, რომ ეს ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდებოდა. თუმცა Shopify-ის პროგნოზები ანალიტიკოსების მოლოდინებზე დაბალი აღმოჩნდა, რის გამოც გუშინ კომპანიის აქციების ფასი შემცირდა.

Shopify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი, შეწყვეტილი ოპერაციების ნეგატიური ზემოქმედების გამოკლებით, წლიურად 20%-ით გაუმჯობესდება. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ მისი თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟა მაღალ ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწევს. ეს ორივე მეტრიკა, მეოთხე კვარტალთან შედარებით, ზრდის ტემპის შენელებაზე მიუთითებს.

Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $81.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $56.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Datadog

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Datadog-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, ქლაუდზე დაფუძნებული მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65%-ით გაუმჯობესდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Datadog-ის შემოსავალი წლიურად 26%-ით — $589.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $569.3 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.44-ს მიაღწია (პროგნოზი — 0.43). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.15 შეადგინა (პროგნოზი — $0.05).

გარდა ამისა, Datadog-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა შთამბეჭდავ მაჩვენებელს — $201.3 მილიონს მიაღწია. კომპანიამ გასული წელი დაასრულა 396 კლიენტით, რომელმაც Datadog-ს მინიმუმ $1 მილიონის ოდენობით ყოველწლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) მოუტანა. ეს მაჩვენებელი წლიურად 25%-ით გაიზარდა. Datadog-ის იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც კომპანიისთვის მინიმუმ $100,000-ის ოდენობით ARR მოაქვთ, 15%-ით გაუმჯობესდა და 3,190 შეადგინა.

Datadog

რაც შეეხება მომავალს, სრული 2024 წლისთვის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $2.555-$2.575 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად დაახლოებით 20.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $1.38-$1.44-ს შეადგენს. ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ შემოსავალი 22.8%-ით — $2.59 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.83-ს მიაღწევს.

Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $140.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $165.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ZoomInfo Technologies

ორშაბათს, სავაჭრო დღის დღის დასრულების შემდეგ, ZoomInfo Technologies-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ბიზნეს მონაცემთა პლატფორმის პროვაიდერის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით შემცირდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Zoominfo-ს შემოსავალი წლიურად 5%-ით გაიზარდა და  $316.4 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $310.68 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.26 შეადგინა (პროგნოზი — $0.25).

ZoomInfo-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰენრი შუკმა აღნიშნა, რომ კომპანია, პოზიტიური ფულადი ნაკადების საშუალებით, კომფორტულ პოზიციას ინარჩუნებს და FCF-მა გასულ კვარტალში $126 მილიონს მიაღწია. ჰენრიმ ასევე ხაზი გაუსვა ZoomInfo-ს მიერ ბოლო დროს გამოშვებულ ZoomInfo Copilot-ს, გენერაციულ AI-ზე მომუშავე გადაწყვეტას, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს რეკომენდაციებით, თუ ვის დაუკავშირდნენ, როდის დაამყარონ მათთან კონტაქტი და ა. შ.

ამავდროულად, ZoomInfo-ს წმინდა შემოსავლის შენარჩუნების მაჩვენებელმა მთელი წლის განმავლობაში 87% შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მეტრიკამ 104%-ს მიაღწია.

ZoomInfo Technologies

რაც შეეხება მომავალს, ZoomInfo-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს შემოსავალი $1.26-$1.28 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად დაახლოებით 2.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.99-$1.01-ს მიაღწევს.

ZoomInfo Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $22.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ZoomInfo Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Marriott International

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Marriott International-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სასტუმროების ქსელის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 52%-ით გაუმჯობესდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Marriott International-ის შემოსავალი წლიურად 2.9%-ით — $6.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.2 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა $3.57 შეადგინა (პროგნოზი — $2.12). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $2.87-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.75-ით გადააჭარბა.

მთლიანი შემოსავალი ხელმისაწვდომ ოთახზე (RevPAR) 7.2%-ით გაიზარდა. აშშ-ში ამ მაჩვენებლის მატებამ მხოლოდ 3.3% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე — 17.4%.

Marriott International

რაც შეეხება მომავალს, Marriott International-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კვარტალში EPS $2.12-$2.19-ს მიაღწევს, ხოლო მთელი წლის EPS — $9.18-$9.52-ს. ეს ორივე დიაპაზონი ანალიტიკოსების მოლოდინს ჩამორჩება.

აღმასრულებელმა დირექტორმა — ენტონი კაპუანომა განაცხადა, რომ 2024 წელს Marriot შეძლებს, აქციონერებს $4.1-$4.3 მილიარდი დაუბრუნოს.

Marriott International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $235.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $239.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $208.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Marriott International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა

შემდეგი

Coca-Cola-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Coca-Cola-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

Coca-Cola-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved