• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

თებერვალში Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა

მარტი 7, 2024
in სიახლეები
თებერვალში Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა
გაზიარება

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში Meta Platforms-ის აქციების ფასი 25.6%-ით გაიზარდა. აღმავალი სვლის უმეტესი ნაწილი დაფიქსირდა 2 თებერვალს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2023 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და პირველი კვარტალური დივიდენდი დააანონსა.

გასული წლის დასაწყისში Meta Platforms-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა 2023-ს „ეფექტიანობის წელი“ უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მთავარი მიზანი კომპანიის მომგებიანობის გაუმჯობესება იყო. მართლაც, 2023 წელს Meta-ს წმინდა მოგებამ $39 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგების მარჟამ 29% შეადგინა. გარდა ამისა, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 16%-ით გაუმჯობესდა.

მოგება და ზარალი

ასეთი ეფექტიანი წლის წყალობით, Meta აჯილდოებს აქციონერებს უფრო მეტად, ვიდრე — ოდესმე. კომპანია უფლებამოსილია, მენეჯმენტის შეხედულებისამებრ $80 მილიარდზე მეტის ღირებულების აქცია გამოისყიდოს. ამასთან, Meta 26 მარტს გადაიხდის პირველ კვარტალურ დივიდენდს, რომელიც თითო აქციაზე $0.50-ს შეადგენს.

როგორც Meta-ს უმსხვილესი აქციონერი, მარკ ცუკერბერგი ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მოგებული დარჩება — მოსალოდნელია, რომ კომპანიიდან მისი წლიური დივიდენდური შემოსავალი დაახლოებით $700 მილიონს მიაღწევს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრის მონაცემებით, Meta Platforms-ის Facebook-ს, მსოფლიოს სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) ჰყავდა.

Most Popular Social Networks Worldwide as of January 2024

Meta მოგების გარკვეულ ნაწილს თავის აქციონერებს უნაწილებს, რაც კარგია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს კომპანიამ Reality Labs-ის ბიზნეს სეგმენტში $16 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა. Meta-ს ამ მიმართულების მიზანია, კომპანიის მეტავერსული მისწრაფებები განავითაროს.

რას უნდა ველოდეთ მომავალში?

რაც შეეხება მომავალს, Meta Platforms-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი მინიმუმ 20%-ით გაუმჯობესდება. ასეთი დიდი კომპანიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

რა თქმა უნდა, Meta-ში 2024 წლისთვის ხარჯების დიდ ზრდასაც მოელიან. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კონკრეტულად Reality Labs-ის ბიზნეს სეგმენტთან დაკავშირებული ზარალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Meta Platforms Stock

ანალიტიკოსების შეფასებები

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $496.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $528.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $575.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გუშინ Jack Daniel’s-ის მფლობელი კომპანია S&P 500-ში ყველაზე ცუდი შედეგით გამოირჩეოდა

შემდეგი

რას ნიშნავს ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება?

რას ნიშნავს ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved