• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2023 წელს Berkshire Hathaway-ის წმინდა მოგებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

თებერვალი 26, 2024
in სიახლეები
2023 წელს Berkshire Hathaway-ის წმინდა მოგებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გაზიარება

შაბათს უორენ ბაფეტის კომპანიამ — Berkshire Hathaway-მ 2023 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა — ნაღდი ფული რეკორდულად გაიზარდა, ხოლო შემოსავალი გაუმჯობესდა რკინიგზისა და ენერგეტიკული ბიზნესის სისუსტის მიუხედავად.

ეს იყო Berkshire-ის პირველი კვარტალური ანგარიში მას შემდეგ, რაც ვიცე-თავმჯდომარე — ჩარლი მანგერი, 99 წლის ასაკში გასული წლის ნოემბერს გარდაიცვალა. აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ბაფეტმა ჩარლის „Berkshire Hathaway-ის არქიტექტორი“ უწოდა.

კომპანიის A და B კლასის აქციების ფასმა პარასკევს რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.

Berkshire-ის ნაღდი ფული რეკორდულად იზრდება, მოგება უმჯობესდება

გასულ წელს Berkshire-ის წმინდა მოგებამ რეკორდულ ნიშნულს — $96.2 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიამ $22.8 მილიარდის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. წინა რეკორდი კი კომპანიამ დაამყარა 2021 წელს, როდესაც წმინდა მოგება $89.9 მილიარდს გაუტოლდა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში საოპერაციო მოგება $8.5 მილიარდამდე გაიზარდა (2022 წლის იმავე მეოთხედში — $6.6 მილიარდი). მთელი წლის საოპერაციო მოგება კი 21%-ით — $37.4 მილიარდამდე გაუმჯობესდა.

Berkshire-ის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფული და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები 2023 წლის ბოლოს რეკორდულ $167.6 მილიარდამდე გაიზარდა. შედარებისთვის, გასული წლის მესამე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $157.2 მილიარდი შეადგინა.

თვალისმომჭრელი წარმადობის ერა დასრულდა?

Berkshire-ის მმართველი გუნდი ძალიან ეწინააღმდეგება ახალი აქციების გამოშვებას და ეს თითქმის შეუძლებელს ხდის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის ზომის გაორმაგებას.

ინვესტორები კი ყურადღებით აკვირდებიან Berkshire-ის ფულად რეზერვებს კომპანიის შემდეგი დიდი ფსონის მოლოდინში. თუმცა ბაფეტმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო შესაძლებლობები, რომლებიც Berkshire-ს შეესაბამება, სულ უფრო რთული საპოვნია. ლეგენდარულმა ინვესტორმა განაცხადა: „საბოლოო ჯამში, თვალისმომჭრელი წარმადობის შესაძლებლობა არ გვაქვს“.

Berkshire Hathaway Stock

სუსტი შედეგები

ბაფეტმა Berkshire Hathaway Energy-ის შემოსავალს, რომელიც 2023 წელს 40%-ით — $2.3 მილიარდამდე შემცირდა, იმედგაცრუება უწოდა.

კომპანიის მენეჯმენტი ამაში აშშ-ის რამდენიმე შტატში მარეგულირებელ კლიმატს ადანაშაულებს. ინდუსტრიის პრობლემებს ტყის ხანძრის შედეგად მიღებული დანაკარგებიც დაემატა.

BNSF Railway-ის შედეგებიც სუსტი იყო. Berkshire-ის შვილობილი კომპანიის წლიური საოპერაციო მოგება 14%-ით — $5.1 მილიარდამდე შემცირდა, რადგან შემოსავალმა დაიკლო და ხელფასების ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა.

თუმცა რკინიგზის მომავლის მიმართ ბაფეტი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. იგი პროგნოზირებს, რომ BNSF-ის მოგების მარჟა, რომელიც 2010 წელს Berkshire-ის მიერ კომპანიის შეძენის შემდეგ შემცირდა, გაუმჯობესდება. „რკინიგზა აუცილებელია ამერიკის ეკონომიკური მომავლისთვის“ — წერს ინვესტორი. „ამიერიდან ერთი საუკუნის შემდეგ, BNSF კვლავაც იქნება ქვეყნის და Berkshire-ის მთავარი აქტივი. ამის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ“.

 

სადაზღვევო ბიზნესი

Berkshire-ის სადაზღვევო მიმართულებამ გასულ წელს განსაკუთრებით ძლიერი წარმადობა დააფიქსირა, დაამყარა რეკორდები გაყიდვებში და ანდერრაიტინგის1 ბიზნესის მოგებაში.

2023 წელს სადაზღვევო ინვესტიციების შემოსავალი 47%-ზე მეტით — $9.6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ანდერრაიტინგის ბიზნესის მოგებამ $5.4 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, ამ უკანასკნელმა 2023 წელს $30 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.

ეს არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ სადაზღვევო ხარჯებს. აგვისტოში, ავტოდაზღვევის დანახარჯებმა 19%-ზე მეტით მოიმატა. 1976 წლის შემდეგ ეს ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი იყო, რაც გამოიწვია ძვირადღირებულმა ავტომობილებმა და მათი შეკეთების მაღალმა ხარჯებმა. გარდა ამისა, ხშირმა სტიქიურმა კატასტროფებმა გაზარდა სახლის დაზღვევის პრემიები.

Berkshire Hathaway-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] ანდერრაიტინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ფიზიკური პირი ან დაწესებულება, საფასურის სანაცვლოდ, ფინანსურ რისკს საკუთარ თავზე იღებს.

წინა

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, MercadoLibre-ს აქციების ფასი შემცირდა

შემდეგი

რა არის „შავი ბაზარი“?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის „შავი ბაზარი“?

რა არის „შავი ბაზარი“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved