• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, სჯობს თქვენს არჩევანს გადახედოთ

ივლისი 6, 2022
in სიახლეები
თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, სჯობს თქვენს არჩევანს გადახედოთ
გაზიარება

წელს ბევრმა ინვესტორმა გაყიდა მზარდი პოტენციალის აქციები, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდამ უფრო კონსერვატიულ ინვესტიციებზე ორიენტირება გამოიწვია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სასტიკი სპეკულაციური და წამგებიანი კომპანიებისთვის იყო.

დღეს ყურადღებას გავამახვილებთ სამ ყოფილ მზარდი პოტენციალის აქციაზე, რომლის პერსპექტივები იმედისმომცემი არ არის: ContextLogic – უფრო ხშირად ცნობილი, როგორც Wish, Grab და Matterport.

  1. Wish

Wish არის ამერიკული ელექტრონული კომერციის ბაზარი, რომელიც ძირითადად ჩინელ ვაჭრებს თავიანთი პროდუქციის საზღვარგარეთელ მყიდველებზე გაყიდვის საშუალებას აძლევს. ამ ტრანსსასაზღვრო მიდგომამ კომპანიას საშუალება მისცა პროდუქტები რეგიონულ საცალო მოვაჭრეებზე უფრო იაფ ფასებში გაეყიდა. IPO-ს დროს 2020 წლის ბოლოს ყოველთვიურმა აქტიურმა მომხმარებლებმა (MAU) 100 მილიონს გადააჭარბა.

2022 წლის პირველ კვარტალში Wish-ის MAU მხოლოდ 27 მილიონამდე დაეცა. კომპანიამ მყიდველების თითქმის მეოთხედი დაკარგა, რადგან ხარისხის კონტროლის საკითხების, გადაზიდვის ხანგრძლივი პერიოდისა და კონკურენტული წინააღმდეგობის მიმართულებით პრობლემები ჰქონდა.

Wish

როდესაც Wish-მა მყიდველები დაკარგა, მან, მარჟის სტაბილიზაციისთვის, მარკეტინგული ხარჯები შეამცირა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი მაინც 18%-ით – $2.09 მილიარდამდე შემცირდა (2020 წელს ზრდა 34%-ს წარმოადგენდა), მაგრამ წმინდა ზარალი $745 მილიონიდან $361 მილიონამდე შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს Wish-ის შემოსავალი 56%-ით – $907 მილიონამდე დაიკლებს, რადგან მისი წმინდა ზარალი $406 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა, ანალიტიკოსები ასევე ელიან, რომ 2023 წელს შემოსავალი საბოლოოდ გაიზრდება და წმინდა ზარალი შემცირდება.

ინვესტორები, რომლებსაც სჯერათ, რომ Wish-ს ამის მიღწევის პოტენციალი გააჩნია, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ მისი აქციიები, რომლებიც IPO ფასზე 90%-ზე მეტით არის შემცირებული, დაუფასებელია. აქციების P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. თუმცა, ბიზნესის სტაბილიზაციამდე კომპანიამ MAU-ების დაკარგვა უნდა შეწყვიტოს.

  1. Grab

Grab არის სინგაპურში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მგზავრობის, საკვების მიტანისა და გადახდის სერვისებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში „სუპერ აპლიკაციას“ ავითარებს. 2018 წელს Uber-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოპერაციების შეძენის შემდეგ კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და, Blackbox Research-ის თანახმად, ახლა ამ ტერიტორიის სამგზავრო ბაზრის დაახლოებით სამ მეოთხედს აკონტროლებს.

Grab საჯარო გასული წლის დეკემბერში, სპეციალური დანიშნულების შესყიდვების კომპანიასთან (SPAC) შერწყმის შედეგად გახდა. პირველ დღეს ბაზარზე მისი აქციების ფასი $13.06-ს შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით $2.7-ს უტოლდება. კომპანიის აქციებს კარგ გარიგებად ორი მიზეზის გამო ვერ ჩავთვლით.

Grab

პირველ რიგში, 2021 წელს მისი შემოსავალი 44%-ით – $675 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ წმინდა ზარალმა $2.75 მილიარდიდან $3.56 მილიარდამდე მოიმატა. კორექტირებული EBITDA (შემოსავალი პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დაქვითვამდე) ზარალი $780 მილიონიდან $842 მილიონამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ წელს კომპანიის შემოსავალი 82%-ით – $1.23 მილიარდამდე გაიზრდება, მაგრამ ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კორექტირებული EBITDA ზარალი $1.01 მილიარდამდე მოიმატებს.

მეორე მიზეზი ის არის, რომ Grab-ის მგზავრობისა და მიტანის ძირითადი სერვისები ინფლაციისა და საწვავის მომატებული ფასების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. სავარაუდოდ, კომპანია, ამ წინააღმდეგობების დაძლევის მიზნით,საფასურს გაზრდის, ამან კი, შესაძლოა, მომხმარებლების დაკარგვა გამოიწვიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Grab-ს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ მისი ძირითადი ბიზნესი მდგრადია.

  1. Matterport

Matterport კიდევ ერთი SPAC-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანიაა. 3D ვიზუალიზაციის კომპანიის აქციებმა საჯარო ასპარეზობა $14.42-ით დაიწყო, მაგრამ ახლა ფასი $4-ზე ნაკლებია.

Matterport-ის ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ფიზიკური სივრცე დაასკანერონ და შემდეგ ეს გამოსახულება კომპანიის ქლაუდ სივრცეში შეინახონ, რათა 360 გრადუსიან და ვირტუალური რეალობის (VR) ტურებს უმასპინძლონ. სკანირება მისი მობილური აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი.

Matterport-მა თავდაპირველად ინვესტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ კომპანიამ ბრწყინვალება რამდენიმე მიზეზის გამო დაკარგა. პირველ რიგში, ის თავისი აქტიური მომხმარებლების მხოლოდ მცირე ნაწილს (ბოლო კვარტალში 10%) გარდაქმნის ფასიან აბონენტებად. დანარჩენი მომხმარებლები კი ქლაუდ ჰოსტინგის ხარჯებს ზრდიან და სანაცვლოდ კომპანიისთვის არანაირი მატერიალური სარგებელი არ მოაქვთ.

Matterport

ამ მზარდმა ხარჯებმა Matterport-ის მარჟა გაანადგურა. 2021 წელს მისი შემოსავალი 29%-ით – $111 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა ზარალმა $14 მილიონიდან განსაცვიფრებელ $338 მილიონამდე მოიმატა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Matterport-ის შემოსავალი მხოლოდ 16%-ით – $129 მილიონამდე გაიზრდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში კომპანია მოგების გამომუშავებას ვერ შეძლებს.

Matterport-ის აქციები ჯერ კიდევ არ არის იაფი, მისი P/S კოეფიციენტი დაახლოებით 8-ს შეადგენს. სანამ კომპანია მეტ ანაზღაურებად მომხმარებელს არ მოიპოვებს და ზრდის ტემპებს არ დაასტაბილურებს, სასურველია, რომ ინვესტორებმა მისგან თავი შორს დაიჭირონ.

წინა

3 მიზეზი Shopify-ის აქციების შესაძენად

შემდეგი

რატომ შემცირდა წლის პირველ ნახევარში Airbnb-ის აქციების ფასი თითქმის 47%-ით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა წლის პირველ ნახევარში Airbnb-ის აქციების ფასი თითქმის 47%-ით?

რატომ შემცირდა წლის პირველ ნახევარში Airbnb-ის აქციების ფასი თითქმის 47%-ით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved