• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მიზეზი Shopify-ის აქციების შესაძენად

ივლისი 6, 2022
in სიახლეები
3 მიზეზი Shopify-ის აქციების შესაძენად
გაზიარება

Shopify-ის აქციების ფასი მხოლოდ 2022 წელს 77%-ზე მეტით დაეცა. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მზარდი რწმენით, რომ, შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდეს. Shopify მცირე და საშუალო ბიზნესებს (SMB) ეხმარება, პროდუქტების ნაკრების მიწოდებით, შექმნან და გაზარდონ თავიანთი კომერციული ოპერაციები, რაც მათ დიდი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას აძლევს.

Shopify ყიდის პროდუქტებზე გამოწერებს, მაგრამ კომპანია, ასევე, ფულს გადახდის დამუშავებისა და ვალუტის კონვერტაციის საკომისიოებიდან გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სარგებელს, ნაწილობრივ, პლატფორმაზე აქტივობით იღებს. რეცესიისა და სამომხმარებლო ბიუჯეტების შემჭიდროების შიშით – განსაკუთრებით დისკრეციულ საქონელზე, რომელსაც ელექტრონულად მოვაჭრე გამყიდველები ყიდიან – ინვესტორები თვლიან, რომ, შესაძლოა, Shopify მომდევნო თვეებში ნაკლებმა აქტივობამ დააზარალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს, შეიძლება, სიმართლე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიას ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვს. ელექტრონული კომერციის ამ დომინანტურ კომპანიას, შეიძლება, მოკლევადიან პერსპექტივაში გაუჭირდეს, მაგრამ ამ სტატიაში მოცემულია სამი მიზეზი, რის გამოც მას მრავალი წლის განმავლობაში ზრდა შეუძლია.

Shopping on Shopify
  1. Shopify კვლავ ტოპ კომპანიაა

Shopify „კომერციის დემოკრატიზაციას“ ცდილობს, რაც ნიშნავს, რომ ის SMB-ებს ეხმარება, რომ მომხმარებელს დიდი კომპანიების მსგავსი სერვისები შესთავაზოს. მაგალითად, ავიღოთ ორდღიანი მიწოდება. ტრადიციულად, ამ სერვისის შეთავაზება შეუძლია მსხვილ ბიზნესებს, რომლებსაც გააჩნია მასშტაბები, პარტნიორები და შიდა ლოჯისტიკა. ეს კი SMB-ებისთვის კონკურენციის გაწევის უნარს ამცირებდა მანამ, სანამ Shopify-მა არ დაიწყო მომხმარებლებისთვის ორდღიანი მიწოდების სერვისის შეთავაზება, რომელიც კომპანიის საკუთარ ლოჯისტიკას – Shopify Fulfillment Network-ს იყენებს.

ეს დემოკრატიზაციის პროცესი მრავალი პროდუქტის კატეგორიაში მიმდინარეობს. Shopify ახლა SMB-ებს შესაძლებლობას აძლევს, რომ, მაგალითად, Shopify Markets-ის საშუალებით პროდუქცია საზღვრებს გარეთ შეუფერხებლად გაყიდოს. გარდა ამისა, კომპანიას საკრედიტო ბიზნესიც გააჩნია, რომელმაც პირველ კვარტალში Shopify-ის სავაჭრო ობიექტებისთვის $347 მილიონის მოცულობის სესხი დააფინანსა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებულად არ ჟღერს, ყველა ეს პროდუქტები მცირე და საშუალო ბიზნესებს დიდ კომპანიებთან კონკურენციაში ეხმარება.

ამ პლატფორმამ SMB-ებს საშუალება მისცა, რომ თავიანთი ბიზნესები სწრაფად გაეზარდა და ამის გამო Shopify ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია გახდა. კომპანიის პლატფორმას მილიონობით მოვაჭრე იყენებს და 2021 წელს Shopify-ის გამყიდველებისგან პროდუქცია 597 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იყიდა, რის შედეგადაც, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საცალო ელექტრონული კომერციის სივრცის 10% დაიკავა.

საქონლის მთლიანმა მოცულობამ (GMV), რომელსაც Shopify-მა შეუწყო ხელი 2022 წლის პირველ კვარტალში $43.2 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით ზრდაა. ამან კი კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით – $1.2 მილიარდამდე გაზარდა.

Shopify-ის მთავარი საზრუნავი მისი კონკურენციაა. კომპანიამ უნდა შექმნას საუკეთესო პროდუქტების კომპლექტი, რათა სათავეში დარჩეს, მაგრამ $254 მილიონის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადების საშუალებით, Shopify უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი კოლეგები, როგორებიც არის BigCommerce და თუნდაც Amazon. ფულადი სახსრების ამ შთამბეჭდავმა რაოდენობამ, შესაძლოა, კომპანიას მომავალში მრავალი ინოვაციის განხორციელების საშუალება მისცეს.

  1. ელექტრონული კომერცია იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება ელექტრონული კომერციის აქტივობა შენელდეს, გრძელვადიანი პერსპექტივა მაინც ნათელია. საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაცია მიიჩნევს, 2024 წელს რომ გლობალური ელექტრონული კომერციის გაყიდვები $6.4 ტრილიონს მიაღწევს, რაც გლობალური საცალო გაყიდვების 22%-ს წარმოადგენს (2020 წელს 18% იყო). თუ გავითვალისწინებთ 2021 წელს Shopify-ის $175 მილიარდის მოცულობის GMV-ს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიამ თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოავლინა.

თუ რეცესია შეერთებულ შტატებზე გავლენას იქონიებს, Shopify-ის შემოსავალი, სავარაუდოდ შემცირდება. თუმცა, აშკარაა, რომ ელექტრონული კომერცია გლობალურ დონეზე გაიზრდება, რაც Shopify-ის გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს.

  1. კომპანიის აქციები ძალიან იაფია

ამ მოკლევადიანი საფრთხეების გამო, ინვესტორების ქმედებებმა აქციების დაბალი შეფასება გამოიწვია. Shopify-ის P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი დაახლოებით მხოლოდ 8.3-ს შეადგენს, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასებაა.

შესაძლოა, მომდევნო თვეებში Shopify-ის რამდენიმე რთული წინააღმდეგობა შეხვდეს, მაგრამ აშკარაა, რომ კომპანიის გრძელვადიანი თეზისი კვლავ მყარია. მას გააჩნია წამყვანი პლატფორმა, თავისუფალი ფულადი სახსრების ნაკადი საკმარისად ძლიერია, რათა კომპანიამ, დომინაციის შესანარჩუნებლად, ინოვაციების დანერგვა შეძლოს. სანამ კომპანია ზრდას აგრძელებს (როგორც ჩანს შემოსავალი და GMV გაიზრდება) კომპანია დღეს შესყიდვის კარგ შესაძლებლობას ჰგავს.

წინა

რამდენად უსაფრთხოა ახლა Nasdaq-ში ინვესტირება?

შემდეგი

თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, სჯობს თქვენს არჩევანს გადახედოთ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, სჯობს თქვენს არჩევანს გადახედოთ

თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, სჯობს თქვენს არჩევანს გადახედოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved