• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

SRS Distribution-ის შესაძენად Home Depot $18.25 მილიარდს გადაიხდის

მარტი 29, 2024
in სიახლეები
SRS Distribution-ის შესაძენად Home Depot $18.25 მილიარდს გადაიხდის
გაზიარება

Home Depot მენეჯმენტმა გადაწყვიტა, $18.25 მილიარდად შეიძინოს — SRS Distribution, კომპანია, რომელიც კონტრაქტორთა ქსელს გადახურვის მასალებითა და სხვა სამშენებლო პროდუქტებით ამარაგებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ Home Depot-ის მმართველი გუნდი ცდილობს, პროფესიონალი კონტრაქტორების ბაზარზე თავისი წილი გაზარდოს.

სახლის კეთილმოწყობის საცალო მოვაჭრის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ SRS Distribution-ის შესყიდვას აპირებს ნაღდი ფულისა და ვალის კომბინაციით. Home Depot-ში მოელიან, რომ გარიგება კომპანიის ფისკალური 2024 წლის ბოლოს დაიხურება. Home Depot-ის გუნდის შეფასებით, შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიის მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზრის ღირებულება $1 ტრილიონს მიაღწევს, რაც დაახლოებით $50-მილიარდიან ზრდას წარმოადგენს.

„SRS-ის ფილიალების ქსელი, Home Depot-ის 2000+ მაღაზიასთან და სადისტრიბუციო ცენტრებთან ერთად, პროდუქტის ყოვლისმომცველი შეთავაზებები და გავრცელებული ტოპ ბრენდები, მომხმარებლებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ვარიანტებით, ვიდრე ოდესმე“ — განაცხადა Home Depot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ დეკერმა. „მოუთმენლად ველი, მივესალმო SRS-ის მთელ გუნდს Home Depot-ში, რათა ერთად გამოვიყენოთ საინტერესო შესაძლებლობები“.

 

კვარტალური ანგარიში

კომპანიამ ბოლო კვარტალური ანგარიში 12 მარტს გამოაქვეყნა. ფისკალური 2023 წლის ბოლო მეოთხედში Home Depot-ის შემოსავალმა წლიურად 2.9%-ით — $34.8 მილიარდამდე დაიკლო, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $34.64 მილიარდს. გასულ მეოთხედში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 კი 3.5%-ით შემცირდა, ხოლო აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 4%-ით დაიკლო.

წმინდა მოგებამ $2.8 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $2.82 იყო. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $3.4 მილიარდს და $3.30-ს მიაღწია.

Home Depot Stock vs S&P 500 (Year to Date Performance)

სრული ფისკალური 2023 წლის შემოსავალი კი 3%-ით — $152.7 მილიარდამდე დაეცა, ხოლო comps 3.2%-ით შემცირდა. აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 3.5%-იანი ვარდნა განიცადა. წმინდა მოგებამ 9.5%-ით — $15.11 მილიარდამდე დაიკლო, ანუ მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $15.11 შეადგინა.

გარდა ამისა, Home Depot-ის დირექტორთა საბჭომ კვარტალური დივიდენდის 7.7%-ით — $2.25-მდე ზრდა დაამტკიცა.

რაც შეეხება მომავალს, კომპანიის ფისკალური 2024 წელი 53 კვირას გაგრძელდება. მენეჯმენტი მოელის, რომ მთლიანი გაყიდვები, 53-ე კვირის ჩათვლით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდება, ხოლო comps, 52-კვირიანი პერიოდისთვის, თითქმის 1%-ით შემცირდება. Home Depot-ში მიმდინარე ფისკალურ წელს 12 ახალი ლოკაციის გახსნა იგეგმება. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ 53 კვირის განმავლობაში კომპანიის მოგება თითო განზავებულ აქციაზე დაახლოებით 1%-ით გაიზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებები

Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $384.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $381.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $310.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Home Depot-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

S&P 500-მა, 2019 წლის შემდეგ, საუკეთესო პირველი კვარტალი დააფიქსირა

შემდეგი

Enron-ის სკანდალი — უოლ სტრიტის საყვარელი კომპანიის დაცემა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Enron-ის სკანდალი — უოლ სტრიტის საყვარელი კომპანიის დაცემა

Enron-ის სკანდალი — უოლ სტრიტის საყვარელი კომპანიის დაცემა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved