• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს

აგვისტო 9, 2022
in სიახლეები
ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს
გაზიარება

ერთი თვის წინ Ford Motor Company-ის ივნისის შიდა მიწოდება წლიდან წლამდე გაიზარდა, თუმცა კომპანიის გაყიდვები პანდემიამდელ წარმადობას კვლავ ჩამორჩებოდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მისი წილის დიდი კლება სრული ზომის სატვირთო მანქანების ბაზარზე.

გასულ კვირას Ford-მა ივლისის თვისთვის კიდევ ერთი დიდი წლიური გაყიდვების ზრდა დააფიქსირა. უფრო მეტიც, მისი გაყიდვების ტემპი ივნისთან შედარებით დაჩქარდა, რამაც ინვესტორებს უნდა გაუჩინოს ნდობა, რომ ცნობილ ავტომწარმოებელს შეუძლია ძლიერი მოგების გამომუშავება გააგრძელოს.

კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით

Ford-ის მიწოდებამ ივლისის თვეში აშშ-ში 163,942 შეადგინა, რაც ერთი წლის წინ დაფიქსირებულ 120,053-თან შედარებით 37%-ით მეტია. მიწოდება თანმიმდევრულად დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. 2020 წლის ივლისთან შედარებით გაყიდვები კვლავ შემცირდა 7%-ით, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე დაბალი მარჟის მქონე სედანის მოდელის წარმოების შეწყვეტის გამოკლებით, მიწოდება ოდნავ გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში Ford-ის მაღალი მარჟის მქონე F-სერიის სატვირთო მანქანების მიწოდებამ 63,341 ერთეულს მიაღწია, ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 57,673 იყო. F-სერიების შიდა გაყიდვები 2018 წლის ივლისსა და 2020 წლის ივლისში დაფიქსირებულ პიკზე 11%-ით დაბალია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს ივლისი საშინაო გაყიდვებისთვის საუკეთესო თვეს წარმოადგენდა.

Ford

Ford-ის ივლისის გაყიდვების შედეგებმა ასევე დაადასტურა კომპანიის სტრატეგიული გადასვლა სედანებიდან ჯიპებზე. ქროსოვერებისა და ჯიპების შიდა მიწოდებამ 66,266-ს მიაღწია. 2021 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 38,975-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის ივლისში – 52,389-ს. ახლახან წარდგენილმა მაღალი მარჟის მქონე Bronco და Bronco Sport მოდელებმა 2020 წელთან შედარებით Ford-ის ბაზრის ამ ნაწილში ზრდის 100%-ზე მეტი შეადგინა.

შესაძლოა, გაყიდვების ტენდენციები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს

გასული თვის ბოლოს ფორდმა მეორე კვარტალში საოცრად ძლიერი შედეგები დააფიქსირა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სრული წლის პროგნოზი. კომპანიის მეორე კვარტლის მომგებიანობამ სარგებელი მიიღო იმით, რომ მან უაღრესად მომგებიან ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე უფრო მეტი ავტომობილი გადაზიდა, ვიდრე მიაწოდა, ანუ დილერების მარაგები გაიზარდა.

მეორე კვარტალში მარაგების დონის ზრდის შემდეგ გასულ თვეში მიწოდების ზრდა ადასტურებს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში Ford-ის შიდა გაყიდვებს მჭიდრო მარაგები ზღუდავდა. მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, შესაძლოა, გაყიდვების მოცულობა პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდეს.

საწვავის ფასების ბოლოდროინდელი შემცირება ასევე კარგია ფორდისთვის. ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, საწვავის ფასები მაინც ამაღლებულია, რაც ფორდის მაღალი მარჟის მქონე სატვირთო მანქანებსა და ჯიპებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორც ჩანს, Ford-ის აქციებში ინვესტირება შესანიშნავი შესაძლებლობაა

2022 წლის პირველ ნახევარში განცდილი ზიანის შემდეგ, Ford-ის აქციებმა ცოტა ხნის წინ ზარალი აანაზღაურა და გასული თვის განმავლობაში 35%-ით გაიზარდა. ამან გამოიწვია კომპანიის საბაზრო კაპიტალის დაახლოებით $61 მილიარდამდე მატება.

ამ დონეზეც კი ფორდის აქციები იაფად გამოიყურება. მენეჯმენტის შეფასებით, 2022 წელს კომპანია $11.5-$12.5 მილიარდამდე კორექტირებულ საოპერაციო მოგებას და $5.5-$6.5 მილიარდამდე თავისუფალ ფულად ნაკადებს (FCF) გამოიმუშავებს.

საავტომობილო ბიზნესი ყოველთვის არასტაბილური იყოს და ინდუსტრიის მოახლოებულმა გადასვლამ ელექტროენერგიაზე შეიძლება ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში გააძლიეროს. მიუხედავად ამისა, Ford ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მყარად არის პოზიციონირებული. ძლიერი მხარეები კომპანიას კარგ შანსს აძლევს, რათა მომდევნო წლებში მოგება გაზარდოს, რაც Ford-ს გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

წინა

3 რამ, რაც უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტილის შესახებ ბევრმა ინვესტორმა არ იცის

შემდეგი

3 დადებითი და 1 უარყოფითი ფაქტორი Starbucks-ის აქციებისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 დადებითი და 1 უარყოფითი ფაქტორი Starbucks-ის აქციებისთვის

3 დადებითი და 1 უარყოფითი ფაქტორი Starbucks-ის აქციებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved