• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რაც უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტილის შესახებ ბევრმა ინვესტორმა არ იცის

აგვისტო 8, 2022
in სიახლეები
3 რამ, რაც უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტილის შესახებ ბევრმა ინვესტორმა არ იცის
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს ხშირად სმენიათ უორენ ბაფეტის დროში გამოცდილი ღირებულებაში ინვესტირების ფილოსოფიის შესახებ, ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ როგორ აფასებს ომაჰას ორაკული აქციებს.

კერძოდ, მის ინვესტირების სტილში არის სამი რამ, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, დღეს კი სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

  1. მას არ მოსწონს R&D მიმართულებით ხარჯვა

ინვესტორების უმეტესობამ არ იცის, რომ ბაფეტს არ მოსწონს კომპანიები, რომლებსაც შემოსავლების კვლევასა და განვითარებაზე (R&D) თანმიმდევრულად დახარჯვა უწევთ. ამ მიდგომის ასახსნელად მაგალითად ავიღოთ მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, როგორიც არის Eli Lilly. 2021 წელს ახალი მედიკამენტების შემუშავებაზე მან $7 მილიარდზე მეტი დახარჯა, ხოლო კომპანიის მთლიანი შემოსავალი $28.3 მილიარდი იყო. ფულის სანაცვლოდ Eli Lilly-მ უამრავი კლინიკური კვლევა და პრეკლინიკური პროექტი დააწინაურა. მაგრამ თუ კომპანია ერთ დღეს R&D ინვესტიციების შეჩერებას გადაწყვეტს, მას სხვა კომპანიებთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

ასეთი შედეგი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რატომ არ მოსწონს უორენ ბაფეტს კომპანიები, რომლებიც R&D მიმართულებით დიდ შემოსავლებს ხარჯავს. ინდუსტრიებმა, რომლებიც ასეთ ხარჯებს მოითხოვს, დროთა განმავლობაში შეიძლება შემოსავლები ძლიერად დააზარალოს. მიუხედავად ამისა, ბაფეტი მზად არის წავიდეს კომპრომისზე, თუ ეს ეხება ისეთ მძლავრ ბიზნესს, როგორიც არის Apple, ამიტომ ინვესტორებმა, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ლეგენდარული ინვესტორის სტილს მიბაძონ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ზედმეტი დოგმატურობა საჭირო არ არის.

  1. როგორც წესი, დივიდენდები მისი სტილი არ არის

ბაფეტი არც დივიდენდების მოყვარულია. როდესაც კომპანიები დივიდენდებს იხდიან, ისინი ანაწილებენ კაპიტალს, რომელიც პოტენციურად შეიძლებოდა რეინვესტირების საშუალებით კვლავ ბიზნესში დაბრუნებულიყო. ამიტომ, გონივრული იქნება მოლოდინი, რომ დივიდენდების გადამხდელი კომპანიები უფრო ნელა გაფართოვდება. სხვა თვალსაჩინო მომენტი ის არის, რომ ზოგჯერ კომპანიები დივიდენდებს იხდიან, რადგან მენეჯმენტი, ოპერაციების შედეგად გამომუშავებული ჭარბი კაპიტალის ინვესტირებისთვის, სათანადო მიმართულებებს ვერ პოულობს.

ბაფეტს არ მოსწონს კაპიტალური მოგებისთვის გადასახადების გადახდა. ამის თავიდან ასაცილებლად ის უბრალოდ ფლობს აქციებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასე რომ, როდესაც ის საბოლოოდ გაყიდის თავის პოზიციებს, გრძელვადიანი კაპიტალური მოგების დაბალი განაკვეთით მხოლოდ ერთხელ დაიბეგრება. დივიდენდების მიღებისას ინვესტორები ყოველ კვარტალში იხდიან დაკავშირებულ გადასახადებს, აქციების გაყიდვის შემდეგ კი კაპიტალური მოგების გადასახადის გადახდაც უწევთ.

კიდევ ერთხელ, უნდა გახსოვდეთ, რომ საჭირო დროს ის მზადაა კომპრომისზე წავიდეს. მაგალითად, Apple და, ასევე, ბაფეტის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანია დივიდენდების გადამხდელია.

  1. როგორც წესი, მას ჯანდაცვის აქციების უმეტესობა არ იზიდავს

ბაფეტის საინვესტიციო პორტფელი მცირე რაოდენობით ჯანდაცვის კომპანიებს მოიცავს. ის ფლობს DaVita-ს, McKesson-ის, Johnson & Johnson-ისა და Royalty Pharma-ს წილებს. აღსანიშნავია, რომ Johnson & Johnson არის ერთადერთი ფარმაცევტული კომპანია მის პორტფელში და ბაფეტი ბიოტექნოლოგიური ან ჯანდაცვის უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს (REIT) არ ფლობს. გარდა R&D ხარჯებისა ამის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: მათ გადარჩენისთვის დიდი რისკის გაწევა სჭირდება.

ისეთმა ბიზნესებმა, რომლებიც მედიკამენტების განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, უნდა ჩაატაროs კვლევები და გაიაროs მრავალი პროცედურა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი მედიკამენტების დამზადება არსებითად სარისკო და წარუმატებლობისკენ მიდრეკილი პროცესია – ბაფეტი კი რისკის შემცირების მოყვარულია.

წინა

3 საუკეთესო დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად

შემდეგი

ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს

ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved