• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 დადებითი და 1 უარყოფითი ფაქტორი Starbucks-ის აქციებისთვის

აგვისტო 9, 2022
in სიახლეები
3 დადებითი და 1 უარყოფითი ფაქტორი Starbucks-ის აქციებისთვის
გაზიარება

გასული წლის განმავლობაში Starbucks-ის აქციების ფასი 27%-ით დაეცა, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე Dow Jones Industrial Average-ის 6%-იანი ვარდნა.

მიწოდების ჯაჭვის დეფიციტი, მოსალოდნელი რეცესია და ინფლაცია, რა თქმა უნდა, არ დახმარებია სტარბაქსის აქციების ფასის აღდგენას, თუმცა ეს კომპანიის ფისკალური მესამე კვარტლის მთავარი წერტილი არ იყო.

მოდით, განვიხილოთ კვარტლის მნიშვნელოვანი პუნქტები და მთავარი საზრუნავი, რომელიც Starbucks-ის წარმადობაზე ზემოქმედებს.

  1. Starbucks მსოფლიოს მასშტაბის ბრენდი ხდება

ყავის ეს გიგანტი, პირველ რიგში, ცნობილია თავის მასშტაბებით ჩინეთსა და აშშ-ში, რაც მესამე კვარტალშიც ჭეშმარიტი დარჩა. ამ ორი რეგიონიდან მიღებული შემოსავალი კომპანიის მიერ კვარტალში მიღებული შემოსავლის 75%-ს შეადგენს. თუმცა, სტარბაქსმა ამ ორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ოპერაციებიდან დიდი შემოსავალი გამოიმუშავა.

Starbucks Store

ჩინეთის გამოკლებით, Stabucks-ის საერთაშორისო შესადარებელი მაღაზიების გაყიდვები (საცალო ვაჭრობის ლოკაციის მიერ გამომუშავებული შემოსავალი უახლეს სააღრიცხვო პერიოდში, იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც მან წარსულის ანალოგიურ პერიოდში გამოიმუშავა) ორნიშნა დიაპაზონში გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო სეგმენტის თითოეული ძირითადი ბაზარი (ჩინეთის გამოკლებით) მესამე კვარტალში გაიზარდა. იაპონიაში, Starbucks-ის სიდიდით მესამე ბაზარზე, შედარებითი გაყიდვები წლის უმაღლეს წერტილამდე დაჩქარდა.

ეს კვარტალი მსოფლიოში სტარბაქსის ბრენდის გაძლიერების დასტური იყო. კომპანიას აქვს მასშტაბური ოპერაციები არა მხოლოდ ჩინეთსა და აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც მას უნიკალურს ხდის იმით, რომ შესაძლოა ის იყოს ერთადერთი ყავის კომპანია, რომელსაც გლობალურად აღიარებული ბრენდი გააჩნია.

  1. Starbucks-ს უყვარს საკუთარი ინვესტორები

Strabucks-ში ინვესტირებით აღფრთოვანების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ კომპანიას ინვესტორებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ბოლო სამი ფისკალური კვარტლის განმავლობაში კომპანიამ $4 მილიარდზე მეტი ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდა და $1.7 მილიარდის მოცულობის დივიდენდები გადაიხადა.

Starbucks Corp Shares Outstanding

აქციონერებისადმი განკუთვნილი ეს ქმედებები ერთჯერადი მოვლენა არ არის. გასული ათწლეულის განმავლობაში, Starbucks-მა თავისი აქციების რაოდენობა დაახლოებით 24%-ით – 1.15 მილიარდამდე შეამცირა. კომპანიის დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი (გვიჩვენებს მოგების რა ნაწილი გადაეცათ აქციონერებს) დაახლოებით 54%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გამომუშავებული მოგების ყოველ დოლარზე Starbucks ინვესტორებს დივიდენდების სახით თითქმის $0.54-ს უხდის.

  1. წარმატება ციფრულ სივრცეში

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სტარბაქსისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არის მისი ციფრული ოპერაციები. ციფრული შეკვეთების მიმართულებით განვითარება სწრაფი კვების რესტორნებისა და ყავის ქსელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას მომგებიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება შეუძლია. თუ მომხმარებელი მარტივად შეძლებს ონლაინ შეკვეთის განხორციელებას, ეს მომსახურე პერსონალს სხვა საქმის კეთებისთვის დროს გამოუთავისუფლებს. გარდა ამისა, ციფრული მიმართულებით ზრდა კომპანიას მომხმარებელთა ჩართულობისა და ლოიალობის შენარჩუნებაში ეხმარება, რაც ასეთ ინდუსტრიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

1 წითელი დროშა: ჩინეთი უარყოფითი ფაქტორიცაა

სტარბაქსის დადებითი კვარტლის მიუხედავად, ერთი სეგმენტი დაეცა – ჩინეთი. აშშ-ში დაფუძნებული მრავალი ბრენდისგან განსხვავებით, სტარბაქსი ამ ქვეყანაში ყვაოდა. ჩინეთში კომპანიას 5,700-ზე მეტი მაღაზია აქვს და გასულ ფისკალურ წელს ამ რეგიონიდან სტარბაქსმა თითქმის $3.7 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა.

თუმცა, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ლოკდაუნმა კომპანიას ზარალი მიაყენა. მესამე კვარტალში შესადარებელ მაღაზიების გაყიდვები 44%-ით შემცირდა.

დასკვნა ის არის, რომ ჩინეთში ოპერაციები სარისკოა. Starbucks-მა უახლოეს წარსულში ჩინეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკისგან და მომხმარებელთა მოთხოვნის მატებისგან დიდი სარგებელი მიიღო. ამასთან, ეკონომიკური გარემოს პროგნოზირება რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ჩინეთში მოქმედ კომპანიებს, დიდი პრობლემები შეექმნას.

ღირს ახლა Starbucks-ში ინვესტირება?

თუ არ ხართ მზად ჩინეთის ოპერაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გასამკლავებლად, სავარაუდოდ, სტარბაქსი თქვენთვის არ არის. მიუხედავად ამისა, კომპანიას რეგიონში ჯანსაღი ექსპოზიცია აქვს და თუ თქვენ ამ რეგიონში მოღვაწე კომპანიის აქციებს ფლობთ, სტარბაქსში ინვესტირება, შესაძლოა, კარგი შანსი იყოს.

Strabucks-მა ნელ-ნელა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდის სახელი შექმნა და იგი ძლიერ გლობალურ ბიზნესად აქცია. თუ უფრო მაღალი მზარდი პოტენციალის ინვესტიციების დასაბალანსებლად სტაბილურად მზარდ აქციებს ეძებთ, შესაძლოა, Starbucks სწორედ თქვენთვის იყოს.

უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სარგებელი დივიდენდების გადახდისა და აქციების გამოსყიდვის პროგრამის საშუალებით. 25-ის ტოლი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ბევრად დაბალია, ვიდრე ყავისა და რესტორნების სივრცეში კონკურენტების ანალოგიური მაჩვენებლები.

წინა

ივლისის მყარი გაყიდვების შემდეგ შესაძლოა Ford კიდევ უფრო გაძლიერდეს

შემდეგი

ეს Bear Market თქვენს გადაწყვეტილებებს სულ მცირე ამ 3 გზით გამოცდის

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ეს Bear Market თქვენს გადაწყვეტილებებს სულ მცირე ამ 3 გზით გამოცდის

ეს Bear Market თქვენს გადაწყვეტილებებს სულ მცირე ამ 3 გზით გამოცდის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved