• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მიმდინარე კვირაში Fed-ის ოფიციალურმა პირებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ისაუბრეს

აგვისტო 16, 2024
in სიახლეები
მიმდინარე კვირაში Fed-ის ოფიციალურმა პირებმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ისაუბრეს
გაზიარება

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალურ პირებს არ უბიძგა, საპროცენტო განაკვეთების სექტემბერში შემცირების დაპირება გაეცათ — ყოველ შემთხვევაში, ეს მათ საჯაროდ არ გაუკეთებიათ.

Fed-ის რამდენიმე წარმომადგენელმა კომენტარები საჯაროდ გააკეთა მას შემდეგ, რაც ინფლაციის ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ფასების წლიური ზრდა ყველაზე ნელი იყო 2021 წლის მარტის შემდეგ. CPI და PPI ინდექსების უახლესმა მონაცემებმა გააძლიერა ეკონომისტების მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს. მათ დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მკვეთრი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით Fed-ის ნაბიჯები.

როგორია ამ საკითხის მიმართ Fed-ის წარმომადგენლების დამოკიდებულება?

უკვე წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე ინარჩუნებს. ეს მაჩვენებელი ზრდის საპროცენტო გადასახადს ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.

თუმცა 2022 წელს მიღწეული პიკიდან ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ დროა, ცენტრალური ბანკების შემზღუდავი პოლიტიკა შემსუბუქდეს.

ფედერალური სარეზერვო ბანკის ოფიციალური პირების განცხადებით კი, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად საჭიროა მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ინფლაცია მტკიცედ მიემართება სამიზნე წლიური 2%-იანი მაჩვენებლისკენ.

Bloomberg News-ის თანახმად, გუშინ ლუისვილში, კენტუკიში სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა — ალბერტო მუსალემმა თქვა, რომ ინფლაცია სწორ გზაზეა. „განაკვეთების შემცირების დრო ახლოვდება“ — თქვა მან, მაგრამ სექტემბრის გეგმების შესახებ კონკრეტულად არ ისაუბრა.

ატლანტას ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა — რაფაელ ბოსტიჩმა სამშაბათს განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსალოდნელია, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად მოხდება ეს სექტემბერში.

ბოსტიჩის თქმით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებმა მას აჩვენა, რომ საფასო ზეწოლა მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა მას სურს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილების მიღებამდე, ცოტა მეტი ეკონომიკური მონაცემი ნახოს.

„ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ტენდენცია რეალურია“ — განაცხადა რაფაელ ბოსტიჩმა. თუმცა მან ისიც თქვა, რომ განაკვეთების სექტემბერში შემცირების საკითხის მიმართ ღიაა.

ჩიკაგოს Fed-ის პრეზიდენტმა — ოსტან გოლსბიმ დაახლოებით 1 თვის წინ Bloomberg TV-სთან გამართულ ინტერვიუში თქვა, რომ Fed მზად უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის, თუ სამუშაო ბაზარი დასუსტდება. „არსებობს საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ლოდინისგან და, ასევე, არასწორი ნაბიჯების გადადგმისგან“ — განაცხადა მან. ოსტან გოლსბი კვლავ ამ პოზიციას ინარჩუნებს.

ფილადელფიის Fed-ის პრეზიდენტს — პატრიკ ჰარკერს გუშინ, ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, არ გაუკეთებია კომენტარი საპროცენტო განაკვეთების ან მონეტარული პოლიტიკის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში ბაზრის დამკვირვებლებს Fed-ის ოფიციალური პირებისგან განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით მკაფიო კომენტარები არ მოუსმენიათ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მინიშნებები წინ იყოს. მოსალოდნელია, რომ Fed-ის თავჯდომარე — ჯერომ პაუელი მომავალ კვირას ჯექსონ ჰოლის ეკონომიკურ სიმპოზიუმზე1 ისაუბრებს. დაახლოებით ორი კვირის წინ მან განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ეკონომიკა არსებული ტრაექტორიით გააგრძელებს მოძრაობას, სექტემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება.


[1] ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელსაც აფინანსებს კანზას სიტის ფედერალური სარეზერვო ბანკი 1978 წლიდან. ეს ღონისძიება 1981 წლიდან ჯექსონ ჰოლში იმართება. ყოველწლიურად სიმპოზიუმი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინაშე დგას. მონაწილეთა შორის არიან ცენტრალური ბანკის გამოჩენილი წარმომადგენლები და ფინანსთა მინისტრები, ასევე აკადემიური მოღვაწეები და წამყვანი ფინანსური ბაზრის მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან.

წინა

მეორე კვარტალში უოლ სტრიტის დიდმა ინვესტორებმა ბიტკოინის სპოტ ETF-ები შეიძინეს

შემდეგი

რა ხდებოდა 16 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 16 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 16 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved