• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?

ივლისი 13, 2022
in სიახლეები
რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?
გაზიარება

როდესაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს აშშ-ის ეკონომიკა  დაეცა, ერთი ევრო აშშ დოლარს დაახლოებით 1.6-ჯერ აღემატებოდა. ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომმა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის დაგვიანებამ ევრო პარიტეტამდე, ანუ დოლართან 1:1 თანაფარდობამდე მიიყვანა. 2002 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევრო ამ დონემდე შემცირდა.

  1. რატომ განიცდის ევრო ვარდნას?

ევროპაზე ყველაზე მეტად ზემოქმედებს ომი, რომელმაც ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და, შესაძლოა, არსებული მდგომარეობა პოტენციურად ხანგრძლივ და ღრმა რეცესიამდეც მივიდეს. ეს ECB-ს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ის, ინფლაციისა და ეკონომიკის შენელების საწინააღმდეგოდ, 2011 წლის შემდეგ პირველად ისახავს მიზნად საპროცენტო განაკვეთების გაზრდას. იმავდროულად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საპროცენტო განაკვეთებს უფრო სწრაფად ზრდის ვიდრე ევროზონა, რომელიც 19 ქვეყანას მოიცავს. ეს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე (ევროპულთან შედარებით) საპროცენტო შემოსავალს ზრდის, რის შედეგადაც ინვესტორები დოლარს ანიჭებენ უპირატესობას. უფრო მეტიც, დოლარი ე. წ. თავშესაფარს წარმოადგენს ინვესტორებისთვის, რადგან ომი გრძელდება, შედეგები უარესდება და ევროს კურსი კვლავ მცირდება.

  1. რატომ არის უფრო სუსტი კურსი ცუდი?

წლების განმავლობაში, პოლიტიკის შემქმნელები მიესალმებოდნენ სუსტ ვალუტას, როგორც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების საშუალებას, რადგან ეს ექსპორტს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. თუმცა ახლა, როდესაც ევროზონაში ინფლაცია ყველაზე მაღალია, ევროს კურსის სისუსტე არასასურველია, რადგან ეს იმპორტის გაძვირებით ფასების ზრდას იწვევს. ივნისში ევროზონის სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 8.6%-ით გაიზარდა. პოლიტიკის ზოგიერთმა შემქმნელმა ხაზი გაუსვა სუსტ ევროს, როგორც რისკს ცენტრალური ბანკის მიზნისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 2%-მდე დონეზე დააბრუნოს, თუმცა ECB-ს სამიზნე გაცვლითი კურსი დადგენილი არ აქვს. მიუხედავად ამისა, დოლარის გარდა, სხვა ვალუტებთან მიმართებით, ევრო უფრო ელასტიკურად გამოიყურება.

  1. მნიშვნელოვანია 1:1 დონე?

დიახ. ეს ბაზრისთვის ფსიქოლოგიური ბარიერია. პირველად ევრო დოლარს 1999 წლის დეკემბერში გაუთანაბრდა. ეს იყო დარტყმა ევროპელების სიამაყეზე – ისინი საერთო ვალუტას მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროექტად და დომინანტური დოლარის კონკურენტად მიიჩნევდნენ. დღეს ევრო ტრანზაქციებისა და რეზერვებისთვის ერთ-ერთ მთავარ ვალუტად მიიჩნევა, თუმცა პარიტეტის მიღწევა მაინც სიმბოლურია.

  1. სად არის ქვედა ზღვარი?

ძნელი სათქმელია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, საერთო ვალუტის ღირებულება 90 აშშ ცენტამდე დაეცეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით კრიზისს გააძლიერებს. Deutsche Bank-ის სტრატეგებმა გამოთვალეს, რომ $0.95-$0.97-მდე ვარდნა ემთხვევა ყველა დროის უკიდურესობას, რომელიც ვალუტის კურსებში დაფიქსირდა 1971 წელს – ე. წ. ბრეტონ ვუდსის სისტემის დასრულების შემდეგ, რამაც მრავალი ვალუტის ღირებულება აშშ დოლარს დაუკავშირა. სტრატეგები აცხადებენ, რომ, მიუხედავად ამისა, თუ რეცესიას ვიხილავთ ამ დონეების მიღწევა შესაძლებელია.

  1. რამ შეიძლება გამოიწვიოს შემობრუნება?

მთავარია სხვა გლობალურ ობლიგაციებთან მიმართებით საპროცენტო განაკვეთების შემცირება. იმ დროისთვის, როდესაც Fed-მა სულ რაღაც სამ თვეში საპროცენტო განაკვეთები 150 საბაზისო პუნქტით გაზარდა, ECB-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა არანაირი გადაადგილება განხორციელებული და მისი ძირითადი განაკვეთი უარყოფითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრისთვის პოტენციური 50-პუნქტიანი ზრდა დაანონსდა, ჩნდება ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს იქნება ამ დონის შენარჩუნება შესაძლებელი. განაკვეთების გაზრდა ECB-სთვის უფრო რთულია, ვიდრე სხვა ცენტრალური ბანკებისთვის. მინიშნებამაც კი, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იგეგმება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, 2014 წლის შემდეგ პირველად გამოიწვია იტალიის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების მიერ სარგებლის 4%-იანი დონის გადაჭარბება.

  1. არის ეს ეგზისტენციალური კრიზისი ევროსთვის?

არა, მის ღირებულებაზე ზეწოლის გარდა, საერთო ვალუტა წარსულში მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისი ჩამოყალიბების დღიდან სკეპტიკოსები განსხვავებული ეკონომიკების ფულადი კავშირის მართვის სირთულეებს ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ეს ყველაზე თვალსაჩინო ევროზონის 2012 წლის სუვერენული ვალის კრიზისის დროს გახდა, როდესაც ინვესტორებმა უფრო მეტი დავალიანების მქონე ქვეყნების აქტივებისგან თავის არიდება დაიწყეს. ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ზრდამ იტალიაში და სხვა ქვეყნებში, ევროს გამძლეობასთან დაკავშირებით ასევე დიდი შეშფოთება გამოიწვია. გადამწყვეტი მომენტი დადგა 2012 წლის ივლისში, როდესაც ECB-ის პრეზიდენტმა – მარიო დრაგიმ პირობა დადო, რომ საერთო ვალუტის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებდა. და მაინც, ევროს მხარდაჭერის მიზნით სავალუტო ბაზრებზე პირდაპირი ჩარევა იშვიათია, თუმცა 2000 წელს ცენტრალურმა ბანკებმა გარკვეული ზომები მიიღეს.

წინა

2 ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომლის შეძენაც ახლა იაფად შეგიძლიათ

შემდეგი

3 გზა, რომ Bear Market-ს უორენ ბაფეტის მსგავსად გაუმკლავდეთ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
3 გზა, რომ Bear Market-ს უორენ ბაფეტის მსგავსად გაუმკლავდეთ

3 გზა, რომ Bear Market-ს უორენ ბაფეტის მსგავსად გაუმკლავდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved