• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომლის შეძენაც ახლა იაფად შეგიძლიათ

ივლისი 13, 2022
in სიახლეები
2 ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომლის შეძენაც ახლა იაფად შეგიძლიათ
გაზიარება

იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ კოვიდ-19 ზამთარში კვლავ გავრცელდეს ისევე, როგორც ეს 2020 და 2021 წლებში მოხდა. ასე რომ, ახლა, შეიძლება, შესანიშნავი დრო იყოს იმ ბიოტექნოლოგიური კომპანიების აქციების შესაძენად, რომლებიც ამ ვირუსს ებრძვის. დღეს Novavax-ისა და Vir Bio-ს შესახებ ვისაუბრებთ.

Novavax: P/S=2, P/E=2

Novavax ინვესტორების გაოცებას აგრძელებს. რამდენიმე წლის წინ კომპანიის აქცია $4-ს შეადგენდა, შემდეგ კი $330-ს მიაღწია. რამდენიმე კვირის წინ ფასი $35-მდე ჩამოვიდა, ახლა კი კომპანიის აქციები ბაზარზე დაახლოებით $70-ად მიმოიქცევა.

Novavax-მა თავისი ვაქცინის კანდიდატისთვის აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციისგან (FDA) თანხმობა მიიღო, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამერიკულ ბაზარზე ვაქცინა მალე გამოჩნდება.

მიუხედავად ამისა, Novavax-მა მსოფლიოს 170 ქვეყნიდან უკვე მიიღო ვაქცინის ავტორიზაცია და მისი შემოსავლის უმეტესი ნაწილი სწორედ აქ გამოჩნდება. კომპანია ამ წელს $4 მილიარდზე მეტი მოცულობის გაყიდვას ახორციელებს. გასული წლის წარმოების შეფერხებების გამო ბაზარი საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ Novavax-ის აქციები ახლა ძალიან იაფია.

Vir Bio: P/S=2, P/E=3

Vir Bio-ს ბევრი არჩევითი შესაძლებლობა აქვს. ეს კომპანია, Novavax-ისგან განსხვავებით, მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის, ის ებრძვის ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას – მათ შორის B ჰეპატიტს. Vir Bio-მ პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) 2019 წელს განახორციელა.

სამი წლის შემდეგ Vir Bio-ს 52%-ის ტოლი მოგების მარჟა და 62,000%-იანი შემოსავლის ზრდა აქვს. მთელი ეს გასაოცარი რაოდენობის ფული მოდის კომპანიის კოვიდ-19ი-ს სამკურნალო პრეპარატისგან – სახელწოდებით სოტროვიმაბი. ამ მედიკამენტის წყალობით კომპანიამ გასული წლის განმავლობაში $2 მილიარდის მოცულობით შემოსავალი გამოიმუშავა.

FDA-მ ახლახან გააუქმა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) კომპანიის კოვიდ-19 პრეპარატისთვის. Vir Bio-ს ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ ის ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედებს. ასე რომ, ახლა კომპანიის მედიკამენტი კვლავ იყიდება საზღვარგარეთ, მაგრამ არა აშშ-ში.

შეერთებულ შტატებში გაყიდვების გარეშე მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, კომპანიის შემოსავალი შემცირდება. Vir Bio ახლა ამოწმებს, მუშაობს თუ არა სოტროვიმაბის უფრო მაღალი დოზები ომიკრონის ვარიანტზე, ასე რომ, შესაძლოა, ამ წლის ბოლოს EUA აღდგეს.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის წყალობით, Vir Bio-ს ახლა საკმაოდ დიდი ფულადი რესურსები გააჩნია, რომლის საშუალებითაც ის კვლევებსა და განვითარებას აფინანსებს.

წინა

3 ფინანსური მონაცემების კომპანიის აქცია, Bear Market-ის დასრულებამდე შესაძენად

შემდეგი

რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?

რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved