• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს Eli Lilly-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

აგვისტო 8, 2024
in სიახლეები
Eli Lilly-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გაზიარება

დღეს, ბაზრის გახსნამდე, Eli Lilly-მ (LLY) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დღიურად 7%-ზე მეტით არის გაზრდილი. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით გაუმჯობესდა.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში წონაში კლების მედიკამენტების — Mounjaro-სა და Zepbound-ის მწარმოებლის შემოსავალი წლიურად 36%-ით — $11.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $1 მილიარდზე მეტით აღემატება.

Eli Lilly-ის წმინდა მოგებამ 68%-ით მოიმატა და $2.97 მილიარდს მიაღწია, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე (EPS) 3.28 იყო, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.95-ს. კორექტირების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $3.92-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.11).

მაჩვენებელი 2024 წლის II კვ. 2023 წლის II კვ. წლიური ცვლილება
შემოსავალი $11.3 მილიარდი $8.3 მილიარდი 36%
წმინდა მოგება $2.97 მილიარდი $1.77 მილიარდი 68%
EPS $3.28 $1.95 68%
კორექტირებული წმინდა მოგება $3.5 მილიარდი $1.9 მილიარდი 86%
კორექტირებული EPS $3.92 $2.11 86%

Mounjaro-ს გაყიდვებმა წლიურად სამჯერ მოიმატა და $3.09 მილიარდს მიაღწია, ხოლო Zepbound-ის შემოსავალმა უკვე გადააჭარბა $1 მილიარდს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სურსათებისა და მედიკამენტების ასოციაციისგან (FDA) დასტური 2023 წლის ნოემბერში მოიპოვა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Eli Lilly-ის მენეჯმენტმა სრული 2024 წლისთვის შემოსავლის პროგნოზი $3 მილიარდით გაზარდა და ახლა მოელის, რომ ეს მაჩვენებელი $45.4-$46.6 მილიარდს მიაღწევს Mounjaro-სა და Zepbound-ის ძლიერი გაყიდვების ფონზე. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება თითო აქციაზე $15.10-$15.60-ს შეადგენს, რაც ასევე აღემატება მენეჯმენტის ძველ საპროგნოზო დიაპაზონს — $13.05-$13.55-ს.

პოზიტიური სიახლე

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე გავრცელდა. ივლისში Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ჩინეთის რეგულატორებისგან მოიპოვა თანხმობა ქვეყანაში წონაში კლების მედიკამენტის — tirzepatide-ის გაყიდვის შესახებ.

Tirzepatide არის აქტიური ინგრედიენტი, რომელიც Eli Lilly-ის შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტში — Mounjaro-ში და წონაში კლების პრეპარატში — Zepbound-ში გამოიყენება. პირველი მათგანი ადრე დამტკიცდა ჩინეთში დიაბეტის სამკურნალოდ.

ეს სიახლე გავრცელდა მას შემდეგ, რაც დანიური კონკურენტის — Novo Nordisk-ის (NVO) წარმომადგენლებმა ივნისში განაცხადეს, რომ კომპანიის წონაში კლების მედიკამენტმა — Wegovy-მ მიიღო დასტური ჩინეთის მარეგულირებლებისგან. გასულ JAMA Internal Medicine-ის კვლევამ დაადგინა, რომ tirzepatide უფრო ეფექტიანია წონაში კლების თვალსაზრისით, ვიდრე semaglutide, რომელიც Novo Nordisk-ის Ozempic-ისა და Wegovy-ის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს.

Novo Nordisk-ის Ozempic-მა და Wegovy-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შედეგად, გაიზარდა დანიური ფირმის მოგება და აქციების ფასი — Novo Nordisk ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Eli Lilly-მ კი მსგავს ზრდას მიაღწია Mounjaro-სა და Zepbound-ის წყალობით.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Eli Lilly-ის აქციებს?

Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $831.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $955.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,117.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Eli Lilly-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

საინვესტიციო ბანკ Piper Sandler-ის ანალიტიკოსების მოსაზრება Nvidia-სა და AMD-ის შესახებ

შემდეგი

რა ხდებოდა 8 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 8 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 8 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved