• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Dollar General-ის მოგების ანგარიში: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

მარტი 21, 2022
in სიახლეები
Dollar General-ის მოგების ანგარიში: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?
გაზიარება

ინვესტორებს, Dollar General-ის მეოთხე კვარტლის მოგების ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მოკრძალებული მოლოდინები ჰქონდათ. ღირებულებაზე ორიენტირებული საცალო ვაჭრობის ტენდენციები, 2020 წელს ამაღლების შემდეგ, 2021 წლის ბოლოს უარყოფითი იყო.

ამ კვირის ანგარიშის თანახმად, ეს მასიური ტენდენციები 2022 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. თუმცა, Dollar General-ის მმართველი გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ წლის მეორე ნახევარში კომპანია სტაბილური ზრდის ტემპს დაუბრუნდება.

მოდით, საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

Dollar General Store

გაყიდვების ტენდენციები

სადღესასწაულო გაყიდვების პერიოდში, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდა, გაყიდვების ტენდენციები სუსტი იყო. მესამე კვარტალში კლების შემდეგ, გაყიდვები დაახლოებით იმავე მოცულობით – 1%-ით შემცირდა. ამან კი მთელი წლის შემოსავალი 2.8%-ით შეამცირა. თუმცა, 2021 წელს ორწლიანი გაყიდვების ტენდენციები 14%-ით გაიზარდა.

კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, საცალო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლის გათვალისწინებით, გაყიდვების ორწლიანი ტენდენცია წამახალისებელია. აღმასრულებელმა დირექტორმა – ტოდ ვასოსმა პრესრელიზში თქვა, რომ მიუხედავად რთული ოპერაციული გარემოს არსებობისა, Dollar General-ის გუნდი კომპანიის საოპერაციო პრიორიტეტების შესრულებაზე არის ორიენტირებული.

ხარჯებთან დაკავშირებული გამოწვევები

მკაცრი საოპერაციო გარემო აშკარა იყო Dollar General-ის ფინანსური მაჩვენებლებიდან. მიწოდების ჯაჭვის მონაწილეები პროდუქტებისთვის მაღალ ფასს იხდიდნენ, მეტი იხარჯებოდა ტრანსპორტირებასა და დისტრიბუციაზე, ასევე იყო შეფერხებები დაბალი მარჟის მქონე საქონელზე დიდი მოთხოვნის გამო, რადგან მყიდველები ფასზე უფრო მეტად ფოკუსირდნენ.

საცალო მოვაჭრეებმა, პასუხად, ფასები გაზარდეს, მაგრამ არა საკმარისად, რათა ეს უარყოფითი ხარჯების ტენდენციები სრულად ანაზღაურებულიყო. მთლიანი მოგების მარჟა წინა წლის შემდეგ 32.5%-დან 31.2%-მდე დაეცა. საოპერაციო მოგება, 2020 წლის ბოლოს, $872 მილიონიდან (ანუ გაყიდვების 10.4%-დან) $800 მილიონამდე (გაყიდვების 9.2%-მდე) შემცირდა.

მომავლის პერსპექტივები

მენეჯმენტის 2022 წლის ოფიციალურ პერსპექტივაში ბევრი კარგი სიახლე იყო. პროგნოზების მიხედვით, ფასები, ზედიზედ მესამე კვარტლის განმავლობაში, ოდნავ ნეგატიური იქნება, მაგრამ წლის ბოლომდე აღდგება. ამ პერიოდზე უარყოფითად იმოქმედებს ის ფაქტი, რომ ფედერალური სტიმულების გადახდები, რომლებმაც ერთი წლით ადრე შედეგები გააუმჯობესა, 2022 წელს აღარ განმეორდება.

მთლიანობაში შემოსავალი, გასული წლის 2.8%-იან კლებასთან შედარებით, 2.5%-ით უნდა გაიზარდოს. 2022 წელს მომგებიანობა, სავარაუდოდ, ოდნავ შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მოგება გაიზრდება. ტოდ ვასოსმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ბიზნესის ძირითადი სიძლიერის გამო თავს კარგად გრძნობენ.

მენეჯმენტმა დაასახელა ზრდის რამდენიმე ინიციატივა, როგორიც არის კომპანიის ახალი პროდუქტების კატეგორიის გამოშვება და ახალი მაღაზიების გახსნა, რაც Dollar General-ს  საცალო ვაჭრობის სივრცეში კონკურენტებისგან დიფერენცირებაში ეხმარება.

გაყიდვები, რა თქმა უნდა, 2020 წლისა და 2021 წლის დასაწყისის მატების შემდეგ იკლებს, მაგრამ კომპანიას 2022 წლის შუა პერიოდისთვის ზრდის მკაფიო პერსპექტივა აქვს. ეს არის ის ძირითადი ტენდენციები, რომლებსაც უნდა დააკვირდეთ, როდესაც Dollar General-ის აქციების ყიდვას განიხილავთ.

წინა

როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?

შემდეგი

5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved