• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?

მარტი 21, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?
გაზიარება

ბაზრის დანაკარგები მიუთითებს თქვენს საინვესტიციო პორტფელში რაიმე სახის შემცირებაზე ან გაზრდის ნაკლებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს ზარალს. ბაზრის მასიური კრახის დროს პანიკამ და პორტფელის დაშლამ, შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი ფული დაგაკარგვინოთ. თუმცა, დროულად უკან დახევაც უნდა შეგეძლოთ.

იმის უკეთ გასაგებად, თუ რა უნდა გააკეთოთ, ჯერ უნდა განსაზღვროთ რა სახის დანაკარგები გაქვთ. ქვემოთ მოცემულია ზარალის რამდენიმე გავრცელებული ტიპი.

  • კაპიტალის დანაკარგი – ეს არის ისეთი დანაკარგი, რომელზეც ყველა ვფიქრობთ, როდესაც პორტფელის ზარალზე ვსაუბრობთ. ეს დანაკარგები, ზოგიერთ დანარჩენთან შედარებით, უფრო მარტივია. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ აქციებს ყიდულობთ და ფასი ეცემა, შესაბამისად, თქვენ ზარალდებით და განიცდით კაპიტალის დანაკარგს (განსხვავებით კაპიტალის მოგებისგან).
  • შესაძლებლობის დანაკარგი – შესაძლებლობების დაკარგვა ადამიანს ფსიქიკურად, შეიძლება, უფრო მეტად უცრუებდეს იმედს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შესაძლებლობის მოახლოება ხშირად უფრო რთული შესამჩნევია. შესაძლებლობების დანაკარგებით განცდილი ფინანსური ზარალი ყოველთვის ნათელი არ არის – თქვენ უბრალოდ გეცოდინებათ, რომ შესაძლებლობა გაუშვით ხელიდან, მის სიდიდეს კი ზუსტად ვერ განსაზღვრავთ.
  • ხელიდან გაშვებული მოგებით მიღებული ზარალი – ეს მაშინ ხდება, როდესაც ინვესტორები, ფინანსური მაღალი დონის მიღწევის შემდეგ, დიდხანს იცდიან, იმის იმედით, რომ მათი ინვესტიცია ზრდას განაგრძობს. ეს ხშირად არასტაბილურ აქციებს ახასიათებს, როგორიც არის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციები, მაგრამ შეიძლება, სტაბილური აქციებიც მოიცვას.
  • ზარალი ქაღალდზე – ეს მაშინ ხდება, როდესაც ინვესტორი არ ყიდის წაგებულ პოზიციას, რადგან „ეს ზარალი მხოლოდ ქაღალდზე არის ასახული.“ ხშირად ფიქრობენ, რომ თუ აქციებს შემცირებული ფასით არ გაყიდით, თქვენ ჯერ ფული არ დაგიკარგავთ, რადგან აქციები არ გაგინაღდებიათ. სინამდვილეში, თუ ქაღალდზე ზარალი განიცადეთ, თქვენმა საფულემაც იზარალა, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ბაზარზე რაიმე სახის ზარალის განცდა, შეიძლება, პანიკის გამომწვევი იყოს, მაგრამ თავი არ დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინვესტორის აზრით, ზარალის შემცირება და სხვა მომგებიანი არჩევანის პოვნა საუკეთესო რამ არის, ეს ყოველთვის არ არის ფისკალურად მომგებიანი ნაბიჯი.

ფაქტობრივად, მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ღირებულების (იყიდე და გაყიდე) საინვესტიციო სტრატეგიები 20 ან მეტი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ანაზღაურებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, შეიძლება, ყველაფერი ცუდად მოგეჩვენოთ, თქვენი ხედვის გრძელვადიან პერიოდზე მიმართვა დანაკარგების უფრო პოზიტიური პერსპექტივის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებით ვერ გეტყვით, არის თუ არა გარკვეული აქციების ყიდვა ან გაყიდვა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება, შეგვიძლია მოგაწოდოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დანაკარგებს და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ.

  • გაესაუბრეთ ფინანსურ მრჩეველს
  • გააანალიზეთ თქვენი პოზიციები
  • შეაფასეთ და მიიღეთ უკეთესი გადაწყვეტილებები
  • განაგრძეთ ინვესტირება.
წინა

რას ნიშნავს განვითარებადი ბაზრები?

შემდეგი

Dollar General-ის მოგების ანგარიში: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Dollar General-ის მოგების ანგარიში: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

Dollar General-ის მოგების ანგარიში: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved