• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს განვითარებადი ბაზრები?

მარტი 21, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს განვითარებადი ბაზრები?
გაზიარება

ზოგადად, განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნები დახურული ბაზრიდან ღია ბაზრებზე გადადის და მოქალაქეების ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება. როგორც წესი, ასეთი ქვეყნები ასევე ქმნის ან ხელს უწყობს:

  • ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პროგრამებს
  • ბაზრის ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას
  • სამართლებრივ რეფორმებს საკუთრების უფლების უზრუნველსაყოფად
  • მარეგულირებელ ინსტიტუტებსა და უფრო მკაცრ ფინანსურ სტანდარტებს

თუ განვითარებად ბაზრებზე ინვესტირება გსურთ, დააკვირდით განვითარებად ქვეყნებს, როგორებიც არის ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ კორეა.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ცვლილებები საფასურის გარეშე და ერთ ღამეში არ ხდება.

განვითარებადი ბაზრების 5 მახასიათებელი

 
  1. დაბალი შემოსავლები

განვითარებად ბაზრებს ერთ სულ მოსახლეზე საშუალოზე დაბალი შემოსავალი ახასიათებს, რაც ლიდერებს აძლევს სტიმულს:

  • შექმნან სამუშაო ადგილები
  • წაახალისონ ბაზრის პროგრესი
  • გაატარონ ძირითადი ეკონომიკური რეფორმები
  • ხელი შეუწყონ უფრო მაღალ სამომხმარებლო ხარჯებს

 

  1. სწრაფი ზრდა

როდესაც განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნები პროგრესირებენ, თვითონ ქვეყანაც სწრაფი ტემპებით იზრდება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტით (მშპ) იზომება. მაღალმა ზრდის ტემპმა შეიძლება კონკურენცია გაზარდოს და ამასთან ბიზნესსა და ინვესტორებს უფრო დიდი შემოსავალი მოუტანოს.

 
  1. მაღალი არასტაბილურობა

მაღალი არასტაბილურობა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის არის:

  • ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გავლენას ახდენს წარმოების „ტრადიციულ“ მეთოდებზე, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა და სამთო მრეწველობა
  • იზოლირებული ან დაზარალებული მოსახლეობის ინდუსტრიალიზაციის წინააღმდეგ აჯანყება
  • კორუმპირებული მთავრობები, რომლებიც იწვევენ სოციალურ არეულობასა და რეჟიმის ცვლილებას
  • საგარეო და შიდა ფასების შოკი და არასტაბილურობა

მხოლოდ რომელიმე ამ ფაქტორს შეუძლია მაღალი არასტაბილურობა გამოიწვიოს, ბევრი განვითარებადი ბაზარი კი ერთდროულად ერთზე მეტი ფაქტორისკენ არის მიდრეკილი.

 
  1. სავალუტო და სასაქონლო რყევები

იმის გამო, რომ განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს ფასის რყევებზე გავლენის მოხდენის ძალა არ აქვთ, ისინი სავალუტო რისკისა და სასაქონლო ფასების რყევების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან. ექსტრემალური რყევები ხშირად იწვევს Bear ბაზარს (როდესაც აქციების ფასი ეცემა) და/ან ეკონომიკურ რეცესიას.

 
  1. მაღალი პოტენციური შემოსავალი (მაღალი რისკის ფასად)

ეკონომიკური ზრდა მოითხოვს დიდ კაპიტალს, რომელსაც ბევრი უცხოელი ინვესტორი სიამოვნებით უზრუნველყოფს. თუმცა, ნაკლებად განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ, შეიძლება, გაართულოს ინფორმირებული ვაჭრობა, სავალო ვალდებულებების გაყიდვა ან განვითარებად ბაზრებზე სხვაგვარად ინვესტირება. მაგრამ ინვესტორებმა, რომლებიც საფუძვლიან კვლევას ატარებენ, შეიძლება დიდი ჯილდო მიიღონ.

 

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

საერთაშორისო ინვესტიციები და განვითარებადი ბაზრები იძლევა თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციისა და პოტენციურად მაღალი შემოსავლის მიღების საშუალებას. თუმცა, ამ ანაზღაურებას უზარმაზარი რისკები ახლავს თან, მათ შორის:

  • პოლიტიკური და/ან სოციალური არასტაბილურობა
  • ვალუტისა და ბაზრის მერყეობა
  • არალიკვიდური აქტივები
  • ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ან ნგრევა

გარდა ამისა, განვითარებადი ბაზრის ყველა ინვესტიცია არ არის უსაფრთხო ან ღირებული. როგორც წესი, თქვენ გსურთ ინვესტიცია ჩადოთ განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც ხასიათდება მცირე ვალით, მზარდი სამუშაო ძალითა და მინიმალური კორუფციით ან სოციალური არეულობით.

ეს ბაზრები ასევე მიდრეკილია პანიკისა და სპეკულაციის წარმოქმნისკენ. შედარებით სტაბილურ ბაზრებსაც კი შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს ჩამოყალიბებისთვის, ეს პერიოდი კი სტაგნაციასაც (წარმოების, ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება, შეფერხება. ეკონომიკური ზრდის უკიდურესად დაბალი ტემპი ან ეკონომიკური ვარდნა) მოიცავს.

იმის ნაცვლად, რომ განვითარებად ბაზრებზე დამოუკიდებლად ჩადოთ ინვესტიცია, ხშირად გონივრული ნაბიჯია ისეთ კოლექტივთან შეერთება, როგორიც არის ურთიერთდახმარების ან გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF). ამ ფონდებს შეუძლიათ განახორციელოს ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საქონელში ან სავალო ვალდებულებებში, რაც განვითარებად ბაზრებზე დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?

როგორ გავუმკლავდეთ ბაზრის დანაკარგებს?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved