• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა

ნოემბერი 22, 2023
in სიახლეები
Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული საქონლის საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია — დაახლოებით 1%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალურ პირველ კვარტალში, რომელიც 28 ოქტომბერს დასრულდა, Dick’s Sporting Goods-ის შემოსავალმა $3.04-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.95 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $2.85 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $2.46). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $2.39-ს მიაღწია და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.04-ით ჩამორჩა.

კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ ტრანზაქციების მატების გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები კვლავ ყიდულობენ სპორტულ საქონელს და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, მიუხედავად წლევანდელი რთული ეკონომიკური პირობებისა.

მესამე კვარტალში Dick’s Sporting Goods-ის საოპერაციო მოგების მარჟა დაახლოებით 9%-მდე შემცირდა. გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა. თუმცა 9%-იანი საოპერაციო მარჟა კომპანიისთვის ისტორიულად მაინც საკმაოდ კარგი შედეგია. უფრო მეტიც, Dick’s Sporting Goods ახლა ხარჯებს განიცდის ბიზნესის ოპტიმიზაციის მიმართულებით, ეს კი კომპანიის შემოსავალს აზარალებს.

Dick’s Sporting Goods Stock

გარდა ამისა, აქციების ფასის ვარდნის შემდეგ, რომელიც Dick’s Sporting Goods-ის მეორე კვარტლის ანგარიშს მოჰყვა, მენეჯმენტმა 3.5 მილიონი აქცია გამოისყიდა. გასული მეოთხედის განმავლობაში კომპანიის მიერ გამოსყიდული აქციების რაოდენობამ ჯამში 388 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი ფისკალური წლის განმავლობაში გაყიდვები ოდნავ გაიზრდება იმ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა. Dick’s Sporting Goods-ის წარმომადგენლები ასევე პროგნოზირებენ, რომ EPS $11.45-$12.05-ს მიაღწევს, რაც მინიმუმ 6%-იანი ზრდა იქნება.

Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $122.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $106.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Nvidia-ს კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს საგრძნობლად გადააჭარბა

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Lowe’s Companies-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Lowe’s Companies-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Lowe's Companies-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved