ორშაბათს CrowdStrike-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქლაუდზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ერთ-ერთ მთავარ საბაზრო ინდექსს შეუერთდება.
წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 52%-ით არის გაუმჯობესებული.
S&P 500-ში გაწევრიანება
პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, CrowdStrike S&P 500 ინდექსს შეუერთდება. ორშაბათს, 24 ივნისს, როდესაც ბაზარი გაიხსნება, კომპანია ჩაანაცვლებს Robert Half-ს.
აღსანიშნავია, რომ S&P 500 ინდექსში გასაწევრიანებლად, კომპანია აშშ-ში უნდა იყოს დაფუძნებული და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მინიმუმ $8.2 მილიარდს უნდა შეადგენდეს. ამასთან, კომპანიის აქციების მინიმუმ 50% საჯარო მიმოქცევაში უნდა იყოს. გარდა ამისა ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს ბოლო მეოთხედში და ასევე ერთობლივად ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში.
როგორც წესი, S&P 500 ინდექსში დამატების შემთხვევაში, კომპანიის აქციების ღირებულება იზრდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იმ საბირჟო ვაჭრობის (ETF) და ერთობლივი საინვესტიციო ფონდების მენეჯერებს, რომლებიც ამ საორიენტაციო ინდექსის წარმადობის გამეორებას ცდილობენ, ფონდების პორტფელებში ახალი პოზიციების დამატება უწევთ.
S&P 500 ინდექსში დამატების ფაქტი არ ნიშნავს, რომ კომპანიის ბიზნესში რამე შეიცვალა. ეს უბრალოდ იმის აღიარებაა, რომ ოპერაციული და ფინანსური სრულყოფილება, რომელიც კომპანიას დასაშვებობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარა, სავარაუდოდ, მას მომავალშიც კარგ ინვესტიციად აქცევს.
ფესვები ხელოვნურ ინტელექტში (AI)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) გაზრდილმა ფოკუსმა ასევე გაამახვილა ბაზრის ყურადღება CrowdStrike-ზე. აღსანიშნავია, რომ კომპანია დიდი ხანია იყენებს მანქანათმცოდნეობას და ხელოვნური ინტელექტის სხვა ფორმებს სისტემაზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვების მზარდ ფაქტებთან საბრძოლველად.
ბოლო კვარტალური შედეგები
ბოლო კვარტალური ანგარიში CrowdStrike-მა 4 ივნისს გამოაქვეყნა. სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, კიბერუსაფრთხოების კომპანიის შემოსავალი წლიურად 33%-ით — $921 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $904.56 მილიონს. გამოწერის სერვისიდან მიღებულმა შემოსავალმა კი წლიურად 34%-ით მოიმატა და $872 მილიონს მიაღწია.
CrowdStrike-ის კვარტალურმა კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.93 შეადგინა. ამ მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.89-ს.
რაც შეეხება მომავალს, CrowdStrike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც ივლისში სრულდება, შემოსავალი $958.3-$961.2 მილიონს მიაღწევს, ხოლო EPS — $0.98-$0.99-ს. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, $955 მილიონს და $0.91-ს შეადგენს.
მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ ფისკალურ 2025 წელს CrowdStrike-ის გაყიდვები $3.976-$4.011 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება წინა საპროგნოზო დიაპაზონს — $3.925 $3.989 მილიარდს. განახლებული დიაპაზონის შუა წერილი — $3.994 მილიარდი აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.97 მილიარდს.
გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ ფისკალურ 2025 წელს კორექტირებული EPS $3.93-$4.03-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $3.77-$3.97).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები CrowdStrike-ის აქციებს?
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $375.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $399.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $350.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს.
CrowdStrike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.