• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

შესაძლოა, Chipotle Mexican Grill-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყოს

მარტი 20, 2024
in სიახლეები
შესაძლოა, Chipotle Mexican Grill-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყოს
გაზიარება

გუშინ, სავაჭრო საათების შემდეგ, Chipotle Mexican Grill-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორთა საბჭომ აქციების 1/50 პროპორციით დაყოფა დააანონსა. სარესტორნო ქსელის მენეჯმენტის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, კომპანიის აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს თანამშრომლებისთვის და ინვესტორების ფართო სპექტრისთვის.

წლის დასაწყისიდან Chipotle-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.

გუშინ კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 6 ივნისს დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაზე მოითხოვს აქციონერთა თანხმობას დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებაზე. Chipotle Mexican Grill-ის 30-წლიან ისტორიაში ეს აქციების დაყოფის პირველი შემთხვევა იქნება.

აქციონერების თანხმობის შემთხვევაში, ისინი, Chipotle-ის თითოეული აქციისთვის დამატებით 49 აქციას მიიღებენ. დამატებითი აქციები 25 ივნისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ განაწილდება.

Chipotle-ის აქციების გუშინდელი დახურვის ფასიდან — $2,797.56-დან გამომდინარე, დაყოფის შემდეგ, კომპანიის თითო აქციის ფასი $55.95-ს შეადგენს.

გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს სპეციალური ერთჯერადი სააქციო გრანტი (კომპენსაცია კომპანიის წილობრივი საკუთრების სახით) შესთავაზოს რესტორნის გენერალურ მენეჯერებს და 20 წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონე თანამშრომლებს.

Chipotle Stock vs S&P 500 (Year to Date Change)

„ეს ცვლილება ჩვენი კომპანიის აქციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ინვესტორების უფრო ფართო სპექტრისთვის. აქციების დაყოფის გადაწყვეტილება მივიღეთ იმის ფონზე, რომ მათმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, რაც რეკორდული შემოსავლებით, მოგებითა და ზრდით არის განპირობებული” — განაცხადა Chipotle-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჯეკ ჰარტუნგმა პრესრელიზში.

კვარტალური შედეგები

Chipotle-მა ბოლო კვარტალური ანგარიში გასული თვის დასაწყისში წარადგინა. მეოთხე კვარტალში სარესტორნო ქსელი შემოსავალი წლიურად 15.4%-ით — $2.52 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.49 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $10.36-ს მიაღწია (პროგნოზი — $9.68).

ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 8.4%-ით გაიზარდა. Chipotle-მა ასევე მიიღო ძლიერი სტიმული 121 რესტორნის დამატებით.

კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საკვების, სასმლის და შეფუთვის ხარჯები გაიზარდა 40 საბაზისო პუნქტით (bps) და მთლიანი შემოსავლის 29.7%-მდე შეადგინა. თუმცა კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს ზრდა ნაწილობრივ კომპენსირდება მენიუს უფრო მაღალი ფასებით და ქაღალდის ნაკლები ხარჯებით.

რაც შეეხება მომავალს, Chipotle-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის comps საშუალო ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში გაიზრდება და კომპანია 285-315 ახალ რესტორანს გახსნის.

ანალიტიკოსების შეფასებები

Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,798.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,740.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chipotle Mexican Grill-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Microsoft-ის მენეჯმენტმა AI განყოფილების ხელმძღვანელი დაასახელა

შემდეგი

პრაქტიკული გზები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
პრაქტიკული გზები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

პრაქტიკული გზები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved