• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Chipotle Mexican Grill-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

ივლისი 25, 2024
in სიახლეები
დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ, Chipotle-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყოფა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Chipotle Mexican Grill-მა (CMG) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ამერიკული სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Chipotle Mexican Grill-ის შემოსავალი წლიურად 18.2%-ით — $3 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.94 მილიარდს. კომპანიის მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი 32%-ით მოიმატა და $0.33-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი მცირედით აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.32-ს.

საერთო ჯამში, კვარტალურმა ანგარიშმა წარმოაჩინა Chipotle-ის ძლიერი საოპერაციო წარმადობა და ხარჯების ეფექტიანად მართვის უნარი.

მაჩვენებელი 2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის II კვ. წლიური ცვლილება
შემოსავალი $3.0 მილიარდი $2.94 მილიარდი $2.51 მილიარდი 18.2%
განზავებული EPS $0.33 $0.32 $0.25 32%
Comps 11.1% არ არის ცნობილი 7.4% 3.7 პროცენტული პუნქტი
საოპერაციო მარჟა 19.7% არ არის ცნობილი 17.2% 2.5 პროცენტული პუნქტი

Chipotle-ის ბიზნესის მიმოხილვა

Chipotle Mexican Grill Inc. მართავს მსხვილ სარესტორნო ქსელს, რომელიც მომხმარებლებს მექსიკური სწრაფი კვების კერძებს სთავაზობს. 2024 წლის მაისის მდგომარეობით ამერიკული კომპანია 3381 შიდა და 61 საერთაშორისო ლოკაციას აერთიანებს.

Chipotle არის სარესტორნო ინდუსტრიის „fast-casual” და „quick-service“ სექტორის ნაწილი. კომპანიის კონკურენტები მოიცავს ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ რესტორნებს, ეროვნულ და რეგიონულ ქსელებს, საკვების მიწოდების სერვისებს.

ცოტა ხნის წინ, Chipotle-ის მმართველმა გუნდმა მეტი ყურადღება გაამახვილა ციფრულ გაყიდვებზე, ოპერაციულ ეფექტიანობასა და საერთაშორისო მასშტაბების გაფართოებაზე. ციფრული გაყიდვები ახლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შემოსავლის ზრდას, რაც წარმოაჩენს Chipotle-ის მენეჯმენტის მიერ ბაზრის გაანალიზების კარგ უნარს და ადაპტირებას მომხმარებელთა განვითარებად პრეფერენციებთან. Chipotle-ის ფოკუსირება ახალი ლოკაციების გახსნაზე და სტრატეგიული მარკეტინგული კამპანიების საშუალებით ბრენდის ჩართულობის გაძლიერებაზე, კომპანიას მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ივნისში Chipotle-ის აქციები 1/50 პროპორციით დაიყო. თითოეულმა ინვესტორმა, რომელიც 25 ივნისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იყო, დამატებით 49 აქცია მიიღო.

მეორე კვარტლის მნიშვნელოვანი მიღწევები

Chipotle-ის შემოსავლის 18%-იანი ზრდა განპირობებული იყო 11.1%-იანი აღმასვლით ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებში2. ტრაფიკი რესტორნებში წლიურად 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო „average ticket” — 2.4%-ით.

ხარჯების ეფექტიანი მართვის წყალობით, Chipotle-ის საოპერაციო მარჟა გაუმჯობესდა 19.7%-მდე, 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 17.2%-თან შედარებით. რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა კი 27.5%-დან 28.9%-მდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ $455.7 მილიონამდე მოიმატა. შედარებისთვის, 2023 წლის მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $341.8 მილიონი შეადგინა.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში კომპანიამ 52 ახალი რესტორანი გახსნა, რომელთაგან 46 იყო Chipotlanes (ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ციფრული შეკვეთები მანქანების დატოვების გარეშე მიიღონ). ეს გადამწყვეტია, რადგან Chipotlanes ციფრული ტრანზაქციების გაზრდას და მომხმარებლის კომფორტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მეორე კვარტალში ციფრული გაყიდვები საკვებისა და სასმელების მთლიანი შემოსავლის 35.3%-ს შეადგენდა, რაც აჩვენებს ტექნოლოგიასთან და ციფრული შეკვეთის პლატფორმებთან ინტეგრაციის წარმატებას.

Chipotle-ს ჯერ კიდევ უწევს გამოწვევებთან გამკლავება. ინფლაციურმა ზეწოლამ და ხელფასების ზრდამ გავლენა იქონია საოპერაციო დანახარჯებზე. საკვების, სასმელებისა და შეფუთვის სტაბილური ხარჯების მიუხედავად, რომლებმაც შემოსავლის 29.4% შეადგინა, ავოკადოსა და სხვა ძირითადი ინგრედიენტების გაზრდილმა ფასებმა, მაღალ ხელფასთან ერთად, ხაზი გაუსვა ამ გამოწვევებს. შრომის ხარჯები, როგორც გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი, ოდნავ შემცირდა 24.3%-დან 24.1%-მდე, რაც ასახავს ხარჯების მართვის ძალისხმევას მჭიდრო შრომის ბაზრის პირობებში.

სტრატეგიული თვალსაზრისით, Chipotle-ის მარკეტინგულმა ძალისხმევამ, განსაკუთრებით მენიუში დროებით ქათმის ალ პასტორის დამატებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრანზაქციების 8.7%-იან ზრდას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Chipotle-მა გასულ კვარტალში $151.4 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Chipotle-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში comps საშუალოდან მაღალ ერთნიშნა პროცენტულ ნიშნულამდე დიაპაზონში შემცირდება. ამასთან, კომპანია წლის განმავლობაში 285-დან 315-მდე ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Chipotle-ის აქციებს?

Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $50.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chipotle-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

კეტი ვუდის ARK Invest-მა CrowdStrike-ის $8.25 მილიონის ღირებულების აქციები შეიძინა

შემდეგი

რა ხდებოდა 25 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 25 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 25 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved