• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

შესაძლოა, ამ 3 აქციის შეძენა ყველაზე ჭკვიანური საინვესტიციო ნაბიჯი იყოს

ივლისი 28, 2022
in სიახლეები
შესაძლოა, ამ 3 აქციის შეძენა ყველაზე ჭკვიანური საინვესტიციო ნაბიჯი იყოს
გაზიარება

საფონდო ბირჟა შესაძლოა დამაბნეველი იყოს, რადგან არჩევანი უამრავ აქციას შორის უნდა გააკეთოთ და ამას ემატება მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევა იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და როდის. დასაწყებად ერთი უნივერსალური გზა არ არსებობს, მაგრამ 3 მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ:

  1. ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში ჩადეთ. ბაზართან სინქრონიზების მცდელობა აზარტულ თამაშებს ემსგავსება და მიუხედავად იმისა, თუ როდის ჩადებთ ინვესტიციას, ძალიან ძლიერი კომპანიების აქციების ფასებიც კი შეიძლება შემცირდეს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხიანი აქციები წარმოაჩენს თავს, როგორც შესანიშნავ საშუალებას სიმდიდრის დასაგროვებლად.
  2. გაითვალისწინეთ რისკები. მოკლე დროით პოპულარული აქციების შეძენის ცდუნება, შესაძლოა, მათი მაღალი ზრდის გამო დიდი იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ რისკები მაღალია. ინვესტორების უმეტესობა მეტ სარგებელს მიიღებს კომპანიებისგან, რომლებსაც ფულადი სახსრების ძლიერი ნაკადი და წარმატების ისტორია აქვს.
  3. ფოკუსირდით გრძელვადიან მზარდ ინდუსტრიაზე. ქლაუდ გამოთვლები, კიბერუსაფრთხოება და ნახევარგამტარები მზარდი სექტორების მაგალითებია, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს ზრდის.

როდესაც თქვენი საინვესტიციო სტრატეგია მზად იქნება, შეგიძლიათ განიხილოთ ამ სტატიაში მოცემული სამი აქცია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

 
  1. Amazon

მაშინ, როდესაც პანდემიამ მრავალი ეკონომიკური სექტორი დააზიანა, Amazon ონლაინ საცალო ვაჭრობის ბუმს განიცდიდა. 2020 წელს მთლიანი გაყიდვები 38%-ით გაიზარდა და 2021 წელს დამატებით – 22%-ით, ორ წელიწადში $28.5 მილიარდიდან $469.8 მილიარდამდე. ოპერაციული შემოსავალი გაიზარდა და, ამასთან, აქციების ფასიც. სამწუხაროდ Amazon-მა მომდევნო წინაღობები ვერ გადალახა.

ინფლაციამ, ხელფასების ზრდამ და მუდმივმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა მილიარდობით დოლარის მოცულობის ხარჯები გამოიწვია და შედეგად ამაზონის შემოსავალი, ასევე მისი აქციების ფასი, დაზარალდა. ამაზონის საცალო გაყიდვებთან დაკავშირებულმა ორმა სეგმენტმა თითო კვარტალში $1 მილიარდზე მეტი ოპერაციული ზარალი დააფიქსირა.

საბედნიეროდ, Amazon-ის მესამე სეგმენტი – Amazon Web Services (AWS) საოცრად წარმატებულია. როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისებში AWS გლობალური ბაზრის ლიდერია.

Amazon Leads $180-Billion Cloud Market

2021 წელს გაყიდვები 37%-ით გაიზარდა და $62.2 მილიარდს მიაღწია. ეს ტენდენცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით კიდევ 37%-იანი მატება დაფიქსირდა. თუ ასეთი ზრდა გაგრძელდება, პროგნოზირებულია, რომ AWS-ის შემოსავალი, სავარაუდოდ, წელს $85 მილიარდს მიაღწევს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ეს სეგმენტი ძალიან მომგებიანია – პირველ კვარტალში საოპერაციო მარჟა 35%-ს შეადგენდა.

AWS დამოუკიდებელი კომპანია რომ იყოს, მისი შეფასება, სავარაუდოდ, $850 მილიარდს მიაღწევს. ვინაიდან ამაზონის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.25 ტრილიონს შეადგენს, გამოდის, რომ 2021 წლის გაყიდვებში კომპანიის დანარჩენი სეგმენტების წილი $408 მილიარდია.

Amazon კვარტალურ ანგარიშს დღეს ბაზრის დახურვის შემდეგ წარადგენს და შედეგები, სავარაუდოდ, შერეული იქნება. აქციების ფასის მერყეობიდან გამომდინარე, გონივრული იქნება ისეთი სტრატეგიის გამოყენება, როგორიც არის დოლარის ღირებულების გაშუალდება, რაც მოკლევადიანი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.

როდის გაქრება საცალო ვაჭრობის წინაშე მდგომი წინაღობები ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია და დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე. თუმცა, საბოლოოდ რთული პერიოდი გადაივლის და მოსალოდნელია, რომ ამაზონის აქციები კვლავ ზრდას დაუბრუნდება.

  1. Texas Instruments

ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციები, როგორც წესი, ძალიან ციკლურია. როდესაც ეკონომიკა ნელდება, მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნა მცირდება. პოპულარული ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციები, როგორიც არის Advanced Micro Devices და Nvidia, წელს თითქმის 40%-ით დაეცა. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემულ სქემაში ჩანს, Texas Instruments-ის აქციებმა მეტი სიმტკიცე გამოიჩინა.

Texas Instruments Inc

ამის მიზეზი მარტივია: Texas Instruments დიდი მოცულობის ნაღდ ფულს გამოიმუშავებს. ზოგჯერ ინვესტორებს ავიწყდებათ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია: რამდენ ფულს გამომიმუშავებს კომპანია? Texas Instruments-ს ფულადი სახსრების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია აქვს.

კომპანია ყოველწლიურად ზრდიდა დივიდენდურ ანაზღაურებას (ამჟამად 2.7%-ს შეადგენს) ზედიზედ 18 წლის განმავლობაში 25%-ის ტოლი კომბინირებული წლიური ზრდის ტემპით (CAGR) და ეს ზრდა განაპირობა თითო აქციაზე ფულადი ნაკადების 12%-ის ტოლმა CAGR-მა.

  1. CrowdStrike

ბევრი აღმასრულებლისთვის კიბერუსაფრთხოება უმთავრესია. მას შემდეგ, რად რამდენიმე წლის წინ ბაზარზე CrowdStrike გამოჩნდა, კომპანიამ ინდუსტრიაზე გავლენა მალევე მოიპოვა. Fortune 500-ის ნახევარზე მეტი და ტოპ 20 ბანკიდან 15 CrowdStrike-ს ნდობას უცხადებს. როგორც ქვემოთ მოცემულ სქემაშია ნაჩვენები, მისი მთლიანი მომხმარებელთა ბაზა სულ რამდენიმე წელიწადში ძალიან გაიზარდა.

CrowdStrike

2023 წლის ფისკალურ პირველ კვარტალში ეს რიცხვი თითქმის 18,000-მდე გაიზარდა, ხოლო წლიურმა მიმდინარე შემოსავალმა 61%-იანი წლიური ზრდის შედეგად $1.9 მილიარდს მიაღწია.

CrowdStrike არის აქცია გაბედული ინვესტორებისთვის, რომლებსაც საკუთარ თავზე მეტი რისკი აიღონ. კომპანია ჯერ მომგებიანი არ არის, თუმცა მისი მაღალი მთლიანი მარჟა და მზარდი თავისუფალი ფულადი ნაკადები მომავალ წარმატებაზე მიუთითებს.

არასტაბილურობა მზარდი პოტენციალის აქციების დამახასიათებელი ნიშანია, ამიტომ უმჯობესია დოლარის ღირებულების გაშუალებების საშუალებით დროთა განმავლობაში ინვესტირება.

ალბათ, ყველაზე დიდი გასაღები ინვესტირების დასაწყებად, მარტივად, უბრალოდ დაწყებაა. ეკონომიკა და საფონდო ბირჟა არასოდეს იქნება სრულყოფილი და გამოწვევებიც მუდამ იარსებებს. ინვესტირების დაწყება და ამ საქმის დროთა განმავლობაში გაგრძელება სიმდიდრის დაგროვებისთვის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს.

წინა

3 მიზეზი, რატომ უნდა განაგრძონ ინვესტირება Gen Z ინვესტორებმა Bear Market-ის პირობებში

შემდეგი

რამდენად ღირს Walmart-ში ინვესტირება მენეჯმენტის ბოლო განცხადების შემდეგ?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რამდენად ღირს Walmart-ში ინვესტირება მენეჯმენტის ბოლო განცხადების შემდეგ?

რამდენად ღირს Walmart-ში ინვესტირება მენეჯმენტის ბოლო განცხადების შემდეგ?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved